20/06/2026
🏥რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
🏥სამედიცინო აქციას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დაესწრნენ.
🚑 ფართომაშტაბიანი აქციაში მონაწილეობა მიიღო ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის გუნდმა და კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის და კოლერექტული კიბოს სკრინინგული კვლევები.
🏥 ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მობილური გუნდი და მამომობილი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს კიბოს სკრინინგს საქართველოს რეგიონებში რაც კიდევ უფრო ზრდის დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.