07/03/2026
Zhana Babunashvili
#ქალთადღე #8მარტი #არაქალთაძალადობას
"ამბობენ რომ არსებობს განსაკუთრებული ადგილი ჯოჯოხეთში იმ ქალებისთვის, რომლებიც სხვა ქალებს არ უჭერენ მხარს.
მე კი მინდა ვთქვა რომ ქალები, რომლებიც სხვა ქალებს მხარს უჭერენ და ერთმანეთს ხელს უწვდიან, ნამდვილად იმსახურებენ ადგილს სამოთხეში.
ჩვენს ორგანიზაციაში 48 ქალი მუშაობს და დღითი დღე უფრო მეტად ვრწმუნდები, რა საოცარი ძალა შეიძლება იყოს ქალში.
ხანდახან გაოცებული რჩები მათი სიმტკიცით, გამძლეობით, სიკეთით, პასუხისმგებლობით.
ქალების დღე არ არის მხოლოდ 8 მარტი.ქალების დღე არის 365 დღე. რადგან ქალი არის ძალა, რომელსაც ზოგჯერ შეუძლებელიც კი შეუძლია.
ირონიულია დრეს რაიმე უსურვო ქალებს, ევამიანებს როგორც მე მათ ვეძახი მაშინ, როცა მსოფლიოში ომებია,
როცა ამავე სამყაროში არსებობენ ქვეყნები, სადაც ქალებს ჯერ კიდევ თავისუფლებისთვის უწევთ ბრძოლა.
სადაც მათ ეუბნებიან, როგორ უნდა იცხოვრონ, როგორ ჩაიცვან, როგორ ისაუბრონ...
სადაც ბევრ გოგონას ჯერ კიდევ არ აქვს განათლების უფლება.
სადღაც კი ქალები ყოველდღიურად ძალადობის შიშით ცხოვრობენ, უამრავ ქალს არ აქვს ხელმისაწვდომობა ონკოლოგიურ მკურნალობასთან…
ამიტომ ყველა ქალი დასაფასებელია, ისინიც, ვისაც გაუმართლა და მშვიდად ცხოვრობენ, და განსაკუთრებით კი სინი, ვინც ჯერ კიდევ იბრძვიან თავისუფლებისთვის.
გაუამრჯოს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან, ქალებს, რომლებიც სხვებსაც აძლიერებენ, ქალებს, რომლებიც ერთმანეთის გვერდით დგანან. რადგან არაფერია იმაზე ძლიერი საყრდენი, ვიდრე ძლიერი, თავისუფალი და განათლებული ქალი.
გაუმარჯოს ქალებს, ნამდვილ ქალებს, ერთმანეთის გვერდით მდგომ ქალებს."
ჟანა ბაბუნაშვილი, ბრეს საქართველოს აღამსრულებელი დირექტორი.