სამედიცინო კლინიკა ''XXI საუკუნე"

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • სამედიცინო კლინიკა ''XXI საუკუნე"

სამედიცინო კლინიკა ''XXI საუკუნე" სამედიცინო კლინიკა ''XXI საუკუნე" მაღალი სტანდარტების სამედიცონი კლინიკა "XXI საუკუნე" .

23/08/2024
დედის მოლოდინში ❤️                                      გილოცავთ💐❤️
03/03/2024

დედის მოლოდინში ❤️ გილოცავთ💐❤️

კოვიდის მძიმე დღეების გამოძახილი!ჩვენ ერთად ვართ💐🥰❤ მთავარია!
14/04/2021

კოვიდის მძიმე დღეების გამოძახილი!
ჩვენ ერთად ვართ💐🥰❤ მთავარია!

👉ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი რადიოლოგის, ქალბატონი მანანა შავლაყაძის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას მაღალტექნოლოგი...
02/12/2020

👉ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი რადიოლოგის, ქალბატონი მანანა შავლაყაძის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას მაღალტექნოლოგიური მხარდაჭერა აქვს. (ნაყოფის 4D ფოტოსურათი)🤰👼

27/11/2020

ბოლო 10 თვეა საქართველო მსოფლიოს მსგავსად ნამდვილ "კორონა" ისტერიაში ცხოვრობს. ზოგს ჯერა და ეშინია ამ ვირუსის! ზოგს - არ ჯერა და ალბათ არც დაიჯერებს, სანამ თვითონ არ გადაიტანს მინიმუმ საშუალო სიმძიმის კლინიკური ფორმით მაინც!
საოცრად ბევრი და თითქმის ამომწურავი ინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტის საშუალებით, თუმცა, მათ შორის, საკმაოდ ბევრია ე.წ. "ცრუ" ინფორმაცია!
ამ ინფორმაციის ნიაღვარში ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა ჩემი კოლეგების მიერ იმაზე, თუ როდის და როგორ უნდა გაიკეთო გამოკვლევა?!
მაგრამ ბოლო დღეებში კვლავ იმატა კითხვებმა:
როგორ დავადგინოთ კორონა ვირუსით ინფიცირება?
რომელი ტესტი ჯობს?
როდის გავიკეთოთ?
ვარგა თუ არა ტესტები?
და კიდევ, ბევრი არასწორი შეხედულება შემხვდა ფბ-ში კომენტარებში ჩაწერილი. ამიტომ თავი მოვალედ ჩავთვალე და მინდა კიდევ ერთხელ, მოკლეთ, აგიხსნათ ადამიანის ორგანიზმში SARS-CoV-2 ვირუსის აღმოჩენასთან დაკავშირებული "პრობლემები".
1. როგორი ტესტები გვაქვს დღეს საქართველოში?
ჩვენ ვიყენებთ, როგორც მთელი მსოფლიო, 2 ტიპის სადიაგნოსტიკო ტესტს:
ა. ვირუსის ნაწილების აღმომჩენი:
- SARS-CoV-2 ვირუსის ნუკლეინის მჟავის აღმომჩენი ე.წ. PCR ტესტი
- SARS-CoV-2 ვირუსის ანტიგენის (სპეციფიური პროტეინის) აღმომჩენი ე.წ. "ანტიგენის სწრაფი ტესტი"
ბ. ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიური ანტისხეულების (IgM & IgG) აღმომჩენი ტესტი
2. როდის და რომელი ტესტი გავიკეთოთ?
ა. თუ პაციენტი საუბრობს მხოლოდ კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტზე და ან დაავადების პირველ საეჭვო ნიშნებზე - ჯობია ვირუსის ნაწილების აღმომჩენი ტესტების გაკეთება (PCR ან Ag)
ბ. თუ ვირუსის ნაწილების აღმომჩენი ტესტებით უარყოფითი პასუხი მივიღეთ, მაგრამ პაციენტი ძალიან საეჭვოა კოვიდ-19-ზე, მაშინ უნდა გაკეთდეს SARS-CoV-2 ანტისხეულების ტესტი
გ. თუ პაციენტს აინტერესებს, გადაიტანა თუ არა ეს ინფექცია და ან, აქვს თუ არა იმუნიტეტი გამომუშავებული ამ ვირუსის წინააღმდეგ (ანუ დაცული იქნება თუ არა რეინფიცირებისაგან/განმეორებითი დაავადებისაგან) - უნდა გაკეთდეს SARS-CoV-2 ანტისხეულების ტესტი
P.S. კვლევებით დადგენილია, რომ სპეციფიური ანტისხეულები კოვიდ ინფიცირებულ პაციენტთან ორგანიზმში გამოჩნდებიან მინიმუმ ვირუსით ინფიცირებიდან 6-7 დღეში! ანუ, დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენიდან 2-3 დღეში ისინი უნდა იყოს პაციენტის ორგანიზმში! მაგრამ ასე არ არის ყველა პაციენტთან, ამიტომ ამ სპეციფიურ ანტისხეულებზე კვლევა ჯობია, ჩატარდეს დაავადების დაწყებიდან 1-3 კვირაში!
და მაინც, როდის უნდა გავიკეთოთ PCR / Ag ტესტი?
 PCR / Ag ტესტი უნდა გავიკეთოთ კორონა ინფიცირებულთან კონტაქტიდან არა უგვიანეს 1 კვირისა! თუ ტესტი უარყოფითი იქნება, თქვენ, მაღალი ალბათობით, კიდევ მოგიწევთ ტესტის ხელახალი გაკეთება!
ზოგადად, კი უმჯობესია:
 PCR / Ag ტესტი გაიკეთოთ, კორონას პირველი საეჭვო სიმპტომების გამოჩენიდან 3 დღის შემდეგ! (ვირუსს ვაცალოთ გამრავლება!)
3. როგორია ამ ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიურობა?
ა. ვირუსის RT-PCR ტესტის მგრძნობელობა და სპეციფიურობა 95-97% (შეგიძლიათ მოიძიოთ ნებისმიერი ოფიციალური სამეცნიერო და საექსპერტო ლიტერატურა!)
ბ. ვირუსის ანტიგენის აღმომჩენი ტესტის მგრძნობელობა და სპეციფიურობა 96-99 % არის
გ. ვირუსის ანტისხეულების აღმომჩენი ტესტის მგრძნობელობა და სპეციფიურობა 92-98% არის
P.S. მე ვსაუბრობ, ამერიკული და გერმანული კომპანიების მიერ დამზადებულ ტესტებზე, რომლებითაც ვაკეთებთ კვლევებს!
4. რამ შეიძლება გამოიწვიოს ტესტირების "შეცდომა"?
აქ ბევრი ობიექტური მიზეზია, მაგრამ ამ მიზეზთაგან ყველაზე ხშირია:
ა. არასწორად შერჩეული ტესტირების დრო და მეთოდი
ბ. უშუალოდ ნაცხის აღების დროს დაშვებული შეცდომები
P.S. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ კორონა ვირუსი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით, რეალურად იგი ადამიანის ორგანიზმში ხვდება: პირის, ცხვირისა და თვალის გზით! ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება ვერცერთ ამ მიდამოში ვერ აღმოჩნდეს ვირუსის ფრაგმენტები რაღაც მიზეზთა გამო და ან პაციენტი იყოს ინტუბირებული, მაშინ საკვლევი მასალის აღება თვით ფილტვიდან ხდება!
კოვიდის სწორ და სწრაფ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით კიდევ გვაქვს ბევრი "პრობლემა" (უსიმპტომო პაციენტი, პირიდან და თვალიდან ინფიცირებულები, დაბალი ჰუმორული იმუნური პასუხის განვითარება და ა.შ.). ამ საკითხებში გარკვევა და დახმარება მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ. ამიტომ, მეგობრებო, სანამ კოვიდ-19 დაავადებაზე ან მის გამომწვევ ვირუსზე კვლევას გადაწყვიტავთ, ჯობია, პროფესიონალისგან აიღოთ რჩევა.
და ბოლოს, ახლა საქართველოში რესპირატორული პრობლემების დიდი წილი რეალურად მოდის კოვიდზე, მაგრამ სხვა ინფექცებიც იჩენენ თავს პერიოდულად! ამიტომ, გთხოვთ, თითოეული პაციენტის შემთხვევის შედეგების ანალიზი გააკეთებინეთ მხოლოდ პროფესიონალებს!
ამით თქვენ, თქვენს და სხვის დროს, ნერვებს, თანხებს გაუფრთხილდებით და დაზოგავთ!
ჯანმრთელობას გისურვებთ!❤️

⚕COVID-19-თან დაკავშირებით, კლინიკაში ტარდება:✅ სწრაფი ტესტი (Antigen test)✅ სწრაფი ტესტი (Antibody IgM&IgG test) ✅ დ-დი...
19/11/2020

⚕COVID-19-თან დაკავშირებით, კლინიკაში ტარდება:
✅ სწრაფი ტესტი (Antigen test)
✅ სწრაფი ტესტი (Antibody IgM&IgG test)
✅ დ-დიმერი
✅ სისხლის საერთო ანალიზი
✅ ფილტვის რენტგენოგრაფია
📋 პასუხები იმავე დღეს!
თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎️ 574068710 ☎️ 0431 246919 ☎️ 0431 2551533

❓❓❓გჭირდებათ თუ არა ბავშვთა გინეკოლოგი?🔊ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და სქესობრივი განვითარების დროული და ზუსტი შეფასება...
06/08/2020

❓❓❓გჭირდებათ თუ არა ბავშვთა გინეკოლოგი?

🔊ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და სქესობრივი განვითარების დროული და ზუსტი შეფასება უმნიშვნელოვანესი საკითხია ყველა მშობლისთვის. 16 წლამდე ასაკის ბავშვებს ყველა ის დაავადება შეიძლება ქონდეთ (და ზოგჯერ იმაზე მეტიც კი თუ თანდაყოლილ ანომალიებს გავიხსენებთ!), რაც აქვთ ზრდასრულებს! უფრო მეტიც, ბავშვთა ასაკში ჩამოყალიბებული სასქესო სისტემის მდგომარეობა უშუალოდ განაპირობებს ზრდასრულთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობას!

❓❓❓და მაინც, რა გინეკოლოგიური პრობლემები შეიძლება ქონდეს ბავშვს?

🔊თანდაყოლილი ანომალიები (მაგალითად, საშვილოსნოს არ არსებობა, თანდაყოლილი კისტები და ა.შ.) ანთებები
მენსტრუალური ციკლის დარღვევები (ციკლი ბავშვს 9-10 წლის ასაკიდან უნდა დაეწყოს)

❓❓❓როდის უნდა მიიყვანოთ გოგონა ბავშვთა გინეკოლოგთან ვიზიტზე?

➢ გარეთა სასქესო ორგანოების უჩვეულო შესახედაობის
➢ გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოს სიწითლის, შეშუპების, არასასიამოვნო სუნის შემჩნევისას
➢ შარდვის პროცესის სხვადასხვა სახის დარღვევის
➢ მენსტრუალური ციკლის დარღვევის (ჭარბი დენა, ტკივილი, გადაცილება ...)
➢ წონაში მატების
➢ სხეულის სპეციფიური სუნის არსებობის
➢ ჭარბთმიანობისა და სახეზე გამონაყარის გამოჩენის...დროს.

❓❓❓რომელმა ჰორმონებმა შეიძლება გამოიწვიონ მენსტრუალური ციკლის დარღვევა?

🔊საკვერცხის, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვალების, ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის მიდამოს, ინსულინისა და C პეპტიდის...

❓❓❓როგორი უნდა იყოს გოგონას ჰიგიენა?

🔊ბავშვობიდან სწორი ჰიგიენური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მოზარდობისა და ზრდასრულობის ასაკში რიგი გინეკოლოგიური პრობლემის მოგვარების გარანტიაა. ამიტომ, მშობლებს ვურჩევთ, რომ გოგონას ასწავლოს, განუსაზღვროს და შეურჩიოს: სწორი ჰიგიენა, ხარისხიანი ჰიგიენის საშუალებები, საცვლების ტიპი...

❓❓❓და ბოლოს, გინეკოლოგიური პრობლემები გარდატეხის ასაკში ან მხოლოდ გათხოვების შემდეგ იწყება?

🔊ეს მიდგომა საფუძველშივე არასწორია, რადგან რეპროდუქციული ჯანმრთელობა ქალის ორგანიზმის განვითარების ნებისმიერ ასაკშია საყურადღებო.
ამიტომ საყოველთაოდ აღიარებულ წესად ითვლება:
ჯანმრთელი ბავშვის 12 თვეში ერთხელ მაინც ბავშვთა გინეკოლოგთან კონსულტაციაზე წაყვანა!

🥼მსგავსი პრობლემების შემჩნევის დროს შეგიძლიათ, მოგვმართოთ დახმარებისთვის.

ინფორმაცია ალბომიდან: "ხშირად დასმული კითხვების პასუხები"🤔🤨!👉ვენტრიკულომეგალია არის მდგომარეობა, როდესაც  ნაყოფის თავის ...
16/07/2020

ინფორმაცია ალბომიდან: "ხშირად დასმული კითხვების პასუხები"🤔🤨!

👉ვენტრიკულომეგალია არის მდგომარეობა, როდესაც ნაყოფის თავის ტვინის გვერდითი პარკუჭები ნორმაზე უფრო დიდია ანუ გვერდითი პარკუჭების განივი ზომა >10მმ-ზე. თუ ნაყოფის ულტრასონოგრაფიის დროს მათი ზომა >15მმ-ზე მეტი დაფიქსირდა, მაშინ ექიმები მძიმე ფორმის ვენტრიკულომეგალიაზე იწყებენ საუბარს.

👉ეს მდგომარეობა გვხვდება დაახლოებით ორსულების 1- 2 %-თან, ვაჟებთან უფრო ხშირად, ვიდრე გოგონებთან.

❓რა იწვევს ვენტრიკულომეგალიას?

👉არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭების გადიდება:

1. როდესაც ნაყოფში არსებობს პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ცერებროსპინალური სითხის (CSF) ნორმალურად მიმოქცევას;
2. დისბალანსი თავზურგის ტვინის სითხის წარმოქმნასა და აბსცორბციაში;
3. თავის ტვინის დეფექტები ანუ თანდაყოლილი ანომალიები;
4. ინფექციები და ა.შ.

👉ვენტრიკულომეგალია ნაყოფის თავის ტვინის ანომალიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. იგი, ჩვეულებრივ, სპონტანურად ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი მშობლებისგან მას მემკვიდრეობით არ ღებულობს.

❓როდის ისმება ვენტრიკულომეგალიის დიაგნოზი?

👉ნაყოფის თავის ტვინის პარკუჭები ორსულობის დასაწყისში ვითარდება და ისინი შეიძლება ნახოთ და შეაფასოთ მეორე ტრიმესტრში, დაახლოებით ორსულობის მე -15 კვირაში. ვენტრიკულომეგალიის დიაგნოზი კი ისმება ნაყოფის განვითარების 18-22 კვირაზე ულტრასონოგრაფიული კვლევით.

❓ჭირდება თუ არა ვენტრიკულომეგალიას მკურნალობა?

👉როგორც წესი, ინტრანატალურ პერიოდში მხოლოდ ინფექციით გამოწვეული ვენტრიკულომეგალიის მკურნალობა იძლევა შედეგს. ზოგადად კი - მკურნალობის საჭიროებას ექიმი წყვეტს.

ინფორმაცია ალბომიდან: "ხშირად დასმული კითხვების პასუხები"🤔🤨!ძუძუს კიბო ყველაზე ხშირი ავთვისებიანი დაავადებაა ქალებში. მს...
07/07/2020

ინფორმაცია ალბომიდან: "ხშირად დასმული კითხვების პასუხები"🤔🤨!

ძუძუს კიბო ყველაზე ხშირი ავთვისებიანი დაავადებაა ქალებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 2.1 მილიონ ქალთან ისმება ამ დაავადების დიაგნოზი. დადგენილია, რომ 2019 წელს ძუძუს კიბოსგან მსოფლიოში გარდაიცვალა 627 000 ქალი, რაც ქალებში ყველა ავთვისებიანი დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის 15 % შეადგენს. ეს დაავადება საქართველოშიც საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. მისი გამოსავალი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დაავადების დროულ და ზუსტ დიაგნოსტიკაზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარძევე ჯირკვალში კიბოს გარდა უამრავი სხვადასხვა პათოლოგიური პროცესი ვითარდება, რომელთა დროული და ზუსტი დიგანოსტიკაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი პიროვნებისთვის.

დღეს მკერდის კიბოს პორტფოლიო მოიცავს:
3D-4D და მკერდის ავტომატურ ულტრასონოგრაფიას (ABUS),
2D - 3D მამოგრაფიას,
MRI, CT და PET/CT.
ყველა ჩამოთვლილი კვლევა აქტიურად გამოიყენება საქართველოშიც.

გვინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ყველაზე ხელმისაწვდომსა და რეალურ დროში გამოყენებადზე, კერძოდ, 3D-4D ულტრასონოგრაფიაზე.

ამ კვლევით დგინდება: სარძევე ჯირკვლის ანთებები (მასტიტი), ჰორმონალური დაღვევებით გამოწვეული მასტოპათიები, ცხიმგროვები (ლიპომები), მიკრო- და მაკროკალცინატები, პოსტტრამვული ჰემატომები და სხვა დააავადებები.

მისი საშუალებით, უპირატესად, გამოიყენება ძუძუს ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების სადიაგნოსტიკოდ.

ხშირად დგას პაციენტი არჩევანის წინაშე: ულტრასონოგრაფიული მამოგრაფია თუ რენტგენული მამოგრაფია?

ულტრასონოგრაფიული მამოგრაფიის უპირატესობებია:

1. არაინვაზიურობა (არ ხდება კვლევის პროცესში პაციენტის დასხივება!)

2. უმტკივნეულობა

3. ხელმისაწვდომობა

4. მაღალი სადიაგნოსტიკო შესაძლებლობები:
ა. დაზიანების უბნის Real-Time-ში, სწრაფად აღმოჩენა და "გამოყოფა" ჯანმრთელი ქსოვილიდან
ბ. ძუძუს ტომოგრაფირებით (TUI) წარმონაქმნის ადგილმდებარეობისა და მოცულობის განსაზღვრა (VoCal)
ბ. ელასტოგრაფიით შესაძლებელია ძუძუში არსებულ წარმონაქმში "მკვრივი უბნების" აღმოჩენა, რაც, ხშირად, მის ავთვისებიანობას უკავშირდება!
გ. 3D-4D ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიით შესაძლებელია სიმსივნურ წარმონაქმში ნეოავასკულარიზაციის დიაგნოსტირება, რაც, აგრეთვე, პირდაპირ მიუთითებს მის ავთვისებიანობაზე!
დ. სარძევე ჯირკვლის მიმდებარე ქსოვილებსა და იღლიის ფოსოში არსებული ლიმფური ჯირვლების კვლევა მეტასტაზების გამოსარიცხად!
ე. დამიზნებითი ბიოფსიის ჩატარება!

P.S. არცერთ სხვა გამოკვლევას არა აქვს ასეთი ფართო სადიაგნოსტიკო შესაძლებლობები! თუმცა, მკერდის კვლევის ეს შესაძლებლობები მხოლოდ უახლესი თაობის და სპეციალიზირებული პროგრამის მქონე ულტრასონოგრაფიის აპარატებს აქვთ, მაგალითად, ისეთს, რომლითაც აღჭურვილია ჩვენი კლინიკა.ინფორმაცია

Address

თამარ მეფის 85
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995574068710

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამედიცინო კლინიკა ''XXI საუკუნე" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სამედიცინო კლინიკა ''XXI საუკუნე":

Share