მომავლის იმედი - ფსიქო სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Lagodekhi
  • მომავლის იმედი - ფსიქო სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრი

მომავლის იმედი - ფსიქო სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრი შესაძლებლობები შეუზღუდავია!

🌿 ჩვენი ცენტრის ყოველდღიურობა სხვადასხვა აქტივობა და ახალი გამოცდილებიბი.ჯგუფურ შეხვედრაზე ვისაუბრეთ საზოგადოებაში უსაფრ...
18/08/2026

🌿 ჩვენი ცენტრის ყოველდღიურობა სხვადასხვა აქტივობა და ახალი გამოცდილებიბი.
ჯგუფურ შეხვედრაზე ვისაუბრეთ საზოგადოებაში უსაფრთხო ქცევასა და დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებზე. 🍉 პატარა ბაღში კი საკუთარი ხელით მოვლილი საზამთროს და ჩერი პომიდვრის მოსავალი ავიღეთ. და, რა თქმა უნდა, ვალერის დაბადების დღის აღნიშვნაც არ დაგვვიწყებია — კიდევ ერთი მიზეზი ერთად სიხარულისთვის. 💚ლეილა შიხაშვილიNika GogoladzeNino IvanovaEteri BatiashviliGvantsa GuliashviliGiuli Lomidzeთაკო ტარუღიშვილი
სწავლა, შრომა, ურთიერთობა და სიხარული — თითოეულ აქტივობას თავისი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. ❤️

ჩვენი ორგანიზაციის დღის ცენტრის მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „შშმ მქონე ქალთა რეპროდუქციულ...
31/07/2026

ჩვენი ორგანიზაციის დღის ცენტრის მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „შშმ მქონე ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა“, რომელსაც უძღვებოდა ქეთევან ვარავა – გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღეს პროფესიული რეკომენდაციები.
💙 მადლობას ვუხდით ქალბატონ ქეთევან ვარავას საინტერესო და ინფორმაციული ტრენინგისთვის.Keti Varava

23/07/2026

🎂 🎉 ხატიას დღე❤️ჩვენთან თითოეული დაბადების დღე განსაკუთრებულად აღინიშნება., რაც ყველას სიხარულს, ყურადღების განცდასა და ბევრ დადებით ემოციას ჩუქნის. ბედნიერებასა და ლამაზ დღეებს ვუსურვებთ ჩვენს იუბილარსლეილაNino IvanovaNana SarajishviliNika GogoladzeGvantsa Guliashviliირაკლი ქურხაშვილიXatuna Batiashvili

❤️ დღეს ჩვენს ცენტრს „ქართული ძალის“ წევრები ესტუმრნენ.შეხვედრა სითბოთი, თამაშითა და გულწრფელი ემოციებით იყო სავსე. ერთა...
23/07/2026

❤️ დღეს ჩვენს ცენტრს „ქართული ძალის“ წევრები ესტუმრნენ.
შეხვედრა სითბოთი, თამაშითა და გულწრფელი ემოციებით იყო სავსე. ერთად ვითამაშეთ ლოტო, ბევრი ვიცინეთ და ახალი მეგობრობაც დავიწყეთ.
მადლობა სტუმრებს ამ ლამაზი დღისთვის — წინ კიდევ არაერთი საერთო გეგმა და სასიამოვნო შეხვედრა გველოდება. ❤️მზის შვილები🦁💖🌞Nana SarajishviliNino Ivanovaლეილა შიხაშვილიNika Gogoladzeთაკო ტარუღიშვილიGiuli LomidzeGvantsa GuliashviliEteri Batiashviliირაკლი ქურხაშვილი

🌳რა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? სწორედ ამ კითხვაზე დაფიქრდნენ დღეს ჩვენი ახალგაზრდები.ერთობლივი აქტივობისას თით...
03/07/2026

🌳რა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? სწორედ ამ კითხვაზე დაფიქრდნენ დღეს ჩვენი ახალგაზრდები.
ერთობლივი აქტივობისას თითოეულმა „ღირებულებების ხეზე“ საკუთარი არჩევანი დატოვა და ისაუბრა იმაზე, რაც მათთვის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასია❤️Nika GogoladzeNino IvanovaNana Sarajishvili

🌿📚 💙 „გთხოვ“, „მადლობა“ და „ბოდიში“ — სამი პატარა სიტყვა, რომელიც დიდ მნიშვნელობას ატარებს. სწავლა, თამაში და ახალი გამო...
03/07/2026

🌿📚 💙 „გთხოვ“, „მადლობა“ და „ბოდიში“ — სამი პატარა სიტყვა, რომელიც დიდ მნიშვნელობას ატარებს. სწავლა, თამაში და ახალი გამოცდილება
ბავშვებმა სოციალური უნარების გაკვეთილზე თავაზიანი ურთიერთობის მნიშვნელობაზე იმუშავეს, შემდეგ კი ტყეპარკში მხიარული და აქტიური დღე გაატარეს.
@@ყოველი ასეთი დღე მათ განვითარებას, ახალი უნარების შეძენასა და სასიამოვნო მოგონებების შექმნას ემსახურება. 💙Giuli Lomidze თაკო ტარუღიშვილი Eteri Batiashviliლეილა შიხაშვილი

#ინკლუზია #სოციალურიუნარები #ბავშვობა #ერთადვვითარდებით

🥒🍅 საკუთარი ხელით დათესილი, მოვლილი და დღეს უკვე დაკრეფილი მოსავალი.ეს მხოლოდ ბოსტნეული არ არის — ეს არის შრომის, პასუხი...
29/06/2026

🥒🍅 საკუთარი ხელით დათესილი, მოვლილი და დღეს უკვე დაკრეფილი მოსავალი.
ეს მხოლოდ ბოსტნეული არ არის — ეს არის შრომის, პასუხისმგებლობისა და ახალი გამოცდილების შედეგი. 💚🌱Nana SarajishviliNika GogoladzeNino Ivanova ლეილა შიხაშვილი

🌱🍅 ჩვენს ცენტრში შრომა და ზრუნვა უკვე შედეგს იძლევა.ბენეფიციარები თავად უვლიან ბაღს, სადაც მოჰყავთ ბოსტნეული, სულ მალე პ...
24/06/2026

🌱🍅 ჩვენს ცენტრში შრომა და ზრუნვა უკვე შედეგს იძლევა.
ბენეფიციარები თავად უვლიან ბაღს, სადაც მოჰყავთ ბოსტნეული, სულ მალე პირველ მოსავალსაც ავიღებთ, რომელსაც კულინარიის აქტივობაზე გამოვიყენებთ და ჩვენი ხელით მოყვანილი პროდუქტებით გემრიელ სადილს მოვამზადებთ. 💚

#დამოუკიდებელიცხოვრებისუნარები #ინკლუზია #შრომადაგანვითარება #ჩვენიმოსავალი 🌿🍅🥒🫑ლეილა შიხაშვილიNika GogoladzeNino IvanovaGvantsa GuliashviliNana Sarajishvili

Address

ჯანელიძის ქ. N1
Lagodekhi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მომავლის იმედი - ფსიქო სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share