რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი, Medical and health, ქ. რუსთავი, ნ. ფიროსმანის N17, Rustavi.

16/05/2025

ჩვილებს ძალიან მცირე რაოდენობით მარილი სჭირდებათ ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის.
• ბავშვები, 6 თვემდე, დედის რძიდან ან ბავშვთა კვების პროდუქტებიდან იღებენ მათთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს.
• დედის რძე ბუნებრივად აკმაყოფილებს ბავშვის კვების ყველა მოთხოვნას, მარილის ჩათვლით.
• ჩვილის ფორმულა არის სპეციალურად შემუშავებული, ორიენტირებული სწორ საკვებ ნივთიერებებზე.
• მნიშვნელოვანია არ დაამატოთ მარილი ჩვილის რაციონში, რადგან ადრეულ ასაკში თირკმელი სრულფასოვნად არ არის განვითარებული იმისათვის, რომ გაუმკლავდეს ნატრიუმის სიჭარბეს.
მყარი საკვების ეტაპზე გადასვლისას, (დაახლოებით 6 თვის ასაკიდან) - დაიწყეთ ბავშვისათვის მყარი საკვების მიცემა მარილის დამატების გარეშე. თუ მშობელი თავად ამზადებს ბავშვის საკვებს, უნდა გამოიყენოს მარტივი ინგრედიენტები, მარილის დამატების გარეშე.
შეეცადეთ ადრეულ ასაკშივე შეუწყოთ ხელი ბავშვებს მიეჩვიონ ნაკლებმარილიან საკვებს.
ასაკის მიხედვით, მარილის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზებია:
• 0-6 თვე: < 1 გრამი
• 6-12 თვე: 1 გრამი
• 1-3 წელი: 2 გრამი
ეტიკეტის გაცნობა
• საკვებ პროდუქტებში მარილის შემცველობის გაცნობის იდეალური გზა ეტიკეტზე არსებული ინფორმაციის წაკითხვა და ე.წ. ჯანსაღი არჩევანის გაკეთებაა.
• თითოეულ პროდუქტში მარილის შემცველობა წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რამდენ მარილს მოიხმარს თქვენი ბავშვი დღის განმავლობაში.
ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული კვებითი ჩვევები, სამომავლოდ, მნიშვნელოვნად განაპირობებს ცხოვრების სტილს.
ვაქციოთ მარილის ზომიერი მიღება ჩვევად!

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში,  02 მაისს, რუსთავის რესურს ცენტრში,   საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო ...
02/05/2025

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, 02 მაისს, რუსთავის რესურს ცენტრში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის სპეციალისტები შეხვედნენ საჯარო სკოლების სამედიცინო პერსონალს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია იმუნიზაციის ხარისხობრივი მაჩვენებლების, მართვადი ინფექციებისა და სამომავლო სამუშაო გეგმების შესახებ.

დარიგდა საინფორმაციო მასალები ბუკლეტებისა და ფლაერების სახით.

Address

ქ. რუსთავი, ნ. ფიროსმანის N17
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share