07/12/2017
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, ჭარბი წონა და სიმსუქნე თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახდა.
მსოფლიო სტატისტიკით 2 მილიარდ ადამიანს ჭარბი წონა აწუხებს. 2025 წლისთვის ეს მონაცემი სავარაუდოდ გაორმაგდება.
სიმსუქნის გამომწვევი მიზეზებიდან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უმოძრაო ცხოვრების წესი და არასწორი კვებაა.
ჭარბი წონა და სიმსუქნე მხოლოდ ვიზუალური პრობლემა არ გახლავთ. ის არის გამომწვევია ბევრი ისეთი დაავადებების როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი ტ2, ჰიპოთირეოზი, არტერიული ჰიპერტენზია, ოსტეოართრიტი, სიმსივნეები და ა.შ.
სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელი ფორმულა:
სმი+სხეულის მასა (კგ) /სიმაღლე (მ2)
18,5> წონის დეფიციტი
18,5-24,9-ნორმალური წონა
25-29,9-ჭარბი წონა
30-34,9-Iხ. სიმსუქნე
35-39,9-IIხ. სიმსუქნე
40-IIIხ. სიმსუქნე.
ჩვენს განყოფილებაში ექიმი-ენდოკრინოლოგების მიერ მიმდინარეობს პაციენტების მიღება ,ჭარბი წონის და სიმსუქნის გამოკვლევის, მკურნალობის და მართვის მიზნით.