15/07/2026
#კლინიკარუსთავი🏥 #ექთანი👩⚕️👨⚕️
🔹️ეროვნული უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) და კარიერული განვითარების სისტემის განვითარების პროექტის II ფაზის ფარგლებში მრავალპროფილურ "კლინიკა რუსთავი"ს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ეწვია იაპონიის ბიზნესდელეგაცია.
🔹️ვიზიტის მიზანი იყო პარტნიორი სამედიცინო დაწესებულების გაცნობა, ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავება, კლინიკური და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეფასება, ასევე, ეროვნული CPD სისტემის საპილოტე განხორციელებისთვის მომზადება.
🔹️ვიზიტის ფარგლებში ჩვენს კლინიკას ეწვია კენჯი იჩიმურა — Vexon International Inc. (იაპონია)-ს საერთაშორისო ბიზნესის დირექტორი, იაპონიის გადაუდებელი დახმარების საექთნო ასოციაციის საბჭოს წევრი და სემინარების კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ა(ა)იპ „ექთანთა გაერთიანების“ საერთაშორისო ექსპერტი.
🔹️ დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრას კლინიკა რუსთავი - Clinic Rustaviს დირექტორი და ადმინისტრაციული გუნდის წარმომადგენლები დაესწრნენ.