Dr. Natia Gakharia

Dr. Natia Gakharia Aesthetic medicine

06/12/2022
 #ბიორევიტალიზაცია 💎 ბრწყინვალე კანის საიდუმლო
30/08/2022

#ბიორევიტალიზაცია 💎 ბრწყინვალე კანის საიდუმლო

📣📣ვისთვის და რა სიხშირით არის საჭირო სახის გაწმენდა❓⭕️პასუხი ცალსახად არის, ყველასთვის, ხოლო რა სიხშირით ეს რა თქმა უნდა...
27/08/2022

📣📣ვისთვის და რა სიხშირით არის საჭირო სახის გაწმენდა❓
⭕️პასუხი ცალსახად არის, ყველასთვის, ხოლო რა სიხშირით ეს რა თქმა უნდა ინდივიდუალური მომენტია.

🔻პრობლემური კანის შემთხვევაში, გაწმენდა აუცილებელია 2-3 თვეში ეთხელ.
🔻თუ ცხიმიანი კანი გაქვთ გაწმენდა საჭიროა უფრო ხშირად (სპეციალისტის დანიშნულებით). თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საჭიროა თვეში ერთხელ, ნებისმიერი ჩარევით კანი შეიძლება დაზიანდეს, ამიტომ აუცილებელია დრო კანის აღდგენისთვის და რეგენერაციისთვის.
🔻მშრალი კანის შემთხვევაში, სახის გაწმენდა რეკომენდირებულია წელიწადში ორჯერ, იგივე რეკომენდაციაა იმ ადამიანებისთვის, რომელთა სისხსლძარღვები ზედმეტად ზედაპირულადაა განლაგებული კანზე და მაღალია მათი დაზიანების რისკი.

👩‍⚕️💯აქედან გამომდინარე, აუცილებელია მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტს საკმარისი გამოცდილებით, რომელიც მუშაობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციით და აღჭურვილობით. ის განსაზღვრავს რამდენად ხშირად არის საჭირო სახის გაწმენდა თქვენთვის და დაგეხმარებათ მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნოთ თქვენი კანის სილამაზე.

19/08/2022

თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა სულ უფრო და უფრო მეტად ვითარდება და ამ პროცესში მთავარი, რაზეც მეცნიერები მუშაობენ, ისაა, რომ იგი მაქსიმალურად პაციენტის კომფორტზე მორგებული, მაქსიმალურად მარტივი და მაქსიმალური შედეგის მომტანი იყოს. სწორედ ამიტომ, მუდმივად ცდილობენ ცალკეული პროცედურები გააერთიანონ და ერთი სეანსით მოგვცენ ისეთივე, ან იმაზე მეტი ეფექტის მიღების შესაძლებლობა, ვიდრე ცალ-ცალკე, რამდენიმეს ჩატარების შემთხვევაში მივიღებდით.
სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ბიორეპილის პრეპარატით ჩატარებული პროცედურის დროს, რომელიც სამ სხვადასხვა პროცედურას ( ბიოსტიმულაციას, რევიტალიზაციასა და პილინგს) ართიანებს და ერთ მარტივ, უმტკივნეულო, უდისკომფორტო, თუმცა სამმაგი შედეგის მომტან მეთოდად გვევლინება.

განვიხილოთ თითოეული პროცედურა ცალ-ცალკე:

💎ᲑᲘᲝᲡᲢᲘᲛᲣᲚᲐᲪᲘᲐ
არის საკუთარი ბიორესურსების სტიმულირება, კერძოდ, ფიბრობლასტებზე ზემოქმედება, რაც კოლაგენ-ელასტინის სინთეზს განაპირობებს, რომლებიც, თავის მხრივ, კანის ელასტიურობასა და სტრუქტურას განსაზღვრავენ.
💎ᲠᲔᲕᲘᲢᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲐ
სიტყვა სიტყვით, კანის გაცოცხლებას ნიშნავს, მის გაჯერებას ჰიალურონის მჟავით, რომელსაც აქვს უნარი მოიზიდოს წყალი და შეინარჩუნოს ტენიანობა. არსებობს კვლევები, რომლებზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორგანიზმში ჰიალურონის გარკვეული კონცენტრაციით შეყვანა საგრძნობლად ამცირებს სახსრების ტკივილსა და მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამსუბუქებს გულ-სისხლძარღვთა გარკვეულ პათოლოგიებს და ა.შ.
💎ᲞᲘᲚᲘᲜᲒᲘ
კი არაქირურგიული გზით, მხოლოდ აქერცვლის საშუალებით გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღების ერთ-ერთი მთავარი მეთოდია. ქიმიური პილინგის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი სხვადასხვა ტიპის მჟავაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად ვებრძოლოთ ისეთ დერმატოლოგიურ დეფექტებს სახესა თუ სხეულის ცალკეულ უბნებზე, როგორიცაა ნაიარევი (შრამები) ნახეთქები, პოსტ აკნე ნაწიბურები, პიგმენტური ლაქები, სტრიები და ვებრძოლოთ ასაკობრივ ცვლილებებს.�
სწორედ ამ სამ სხვადასხვა და საკმაოდ სასარგებლო პროცედურას აერთიანებს ბიორეპილის პრეპარატით ჩატარებული პროცედურა და ასამმაგებს კიდეც თითოეული მათგანის მიერ მოტანილ სარგებელს. თავად პრეპარატზეც რომ ვთქვათ ორიოდე სიტყვა, ესაა ბიფაზური პრეპარატი (ლიპოფილური და ჰიდროფილური), რომლის მოხმარების წინაც ფაზები ერევა და ერთმანეთის ეფექტს აძლიერებს. ლიპოფილური და ჰიდროფილური ფაზები პასუხისმგებელია კანის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე, გაახალგაზრდავებაზე, კანის დატენიანებასა და დამცავი ბარიერის აღდგენაზე. მის შემადგენლობაში 14 აქტიური ნივთიერება შედის. მათ შორის, მჟავები, ამინომჟავები, ვიტამინები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი ტიპისა და პრობლემის მქონე კანზე ერთნაირად ეფექტურად ვიმოქმედოთ.
რაც შეეხება უპირატესობებს პილინგთან და ბიორევიტალიზაციასთან შედარებით, მას აქვს მთელი რიგი დადებითი ეფექტებისა, რომელთა მიღწევაც მხოლოდ ბიორეპილის გამოყენების დროს ხდება შესაძლებელი:

* დამცავი და სტაბილიზაციის მოქმედება;
* აღმდგენი მოქმედება;
* დამატენიანებელი მოქმედება;
* ბიოსტიმულაციური მოქმედება;
* გამაცოცხლებელი მოქმედება;
* პილინგი და კერატოლიზური მოქმედებები;
* ნაოჭების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება.

ის აქერცლავს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს რეგენერაციას. ასუფთავებს და ჟანგბადით ავსებს,ატენიანებს, ამდიდრებს ამინომჟავებითა და ვიტამინით, რაც ჯანსაღი კანის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია. გარდა ამისა, ხურავს ღია ფორებს, აუმჯობესებს ტექსტურას და ზრდის ეპიდერმისის სისქეს. ამცირებს ნაოჭებს, კანს ანიჭებს ერთგვაროვან ტონს ხდის გლუვს და მატებს სიკაშკაშეს. ასუსტებს პიგმენტურ დაზიანებებს და უზრუნველყოფს დეპიგმენტაციურ ეფექტს. ამცირებს აკნეს გამოვლინებებს და ხელს უშლის ნაწიბურების წარმოქმნას.
იგი მიზანშეწონილია ნებისმიერი ადამიანისთვის- გამომშრალი, უსიცოცხლო, აკნესკენ მიდრეკილ, ცხიმიანი, პიგმენტური, სიწითლისკენ მიდრეკილი, ნებისმიერი ტიპისა და სტრუქტურის მქონე კანისთვის. პრობლემური კანის შემთხვევაში მისი მეტი ინტენსივობით ჩატარებაა რეკომენდირებული, ნაკლებად პრობლემურს კი - წელიწადში ორჯერ მაინც.
რაც ყველაზე მთავარია და რაც ნემსის შიშის მქონე ადამიანებს განსაკუთრებულად გაახარებთ არის ის, რომ ბიორეპილის პროცედურა, განსხვავებით ბიორევიტალიზაციისგან, არ საჭიროებს ინექციას. პაციენტს მოლოდ ოდნავი წიწკვნისა და სიმხურვალის შეგრძნება აქვს, როგორც ნებისმიერი პილინგის დროს. პროცედურის ხანგრძლივობა 10-15 წუთია და არ საჭიროებს რეაბილიტაციას.
მეორე სასიხარულო ფაქტი კი ისაა, რომ როგორც წესი, პაციენტებს სურთ ამა თუ იმ პროცედურის ეფექტი დასრულებისთანავე დაინახონ. ეს, უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელია, რადგან შედეგის დადგომას დრო სჭირდება. ბიორეპილის მეთოდი კი სწორედ ის შემთხვევაა, როცა პაციენტი ცვლილებებსა და კანის გამოცოცხლებას პროცედურის დასრულებისთანავე გრძნობს. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. პრეპარატში შემავალი ნივთიერებები მუშაობას 7-10 დღის განმავლობაში განაგრძობენ. მესამე დღიდან პაციენტს მსუბუქი ექსფოლიაცია (აქერცვლა)ეწყება, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან ამ დროს ე.წ. კანის ცვლის პროცესი მიმდინარეობს დ ეს, რიგ შემთხვევებში, პაციენტისთვის შეუმჩნეველიც კი შეიძლება იყოს. ამავე დროს ხდება ელასტინისა და კოლაგენის სინთეზის სტიმულაცია, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ტენიანდება ღრმა შრეები. ფორები, უფერულდება პიგმენტაცია, ლაგდება გამონაყარი, კანი ერთგვაროვან და ჯანსაღ იერს იბრუნებს.
�მართალია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შედეგი პირველივე პროცედურის ჩატარების შემდეგ ჩანს, თუმცა საბოლოო ეფექტისთვის 4-6 პროცედურის ჩატარებაა სასურველი 7-10 დღიანი ინტერვალებით.
პროცედურის ჩატარება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, გამომშრალი და უსიცოცხლო კანის, აკნეს და პოსტაკნეს დროს, გამონაყარის აქტიურ ფაზაშიც კი, ფოტო და ასაკობრივი დაბერების დროს, ახალი, მცირე ზომის ნაწიბურების, პიგმენტაციის, წვრილი ნაოჭების, გაფართოებული ფორებისა და ცხიმიანი კანის არსებობის შემთხვევაში. აღსანიშნავი და პაციენტებისთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა ისიც, რომ ბიორეპილის პროცედურა არა მხოლოდ სახეზე, ყელსა და დეკოლტის არეზე, არამედ სხეულის სხვა უბნებზეც ტარდება - იდაყვების, ტერფების, მტევნების, მუხლების ზონებში გაუხეშებული კანის ექსფოლიაციისა და დატენიანების მიზნით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიორეპილის პრეპარატით სეანსის ჩატარების შემდეგ რეაბილიტაცია საჭირო არაა. პაციენტს მხოლოდ ის მოეთხოვება, რომ კანი მექანიკური და თერმული ფაქტორებით არ გააღიზიანოს და 24 საათის განმავლობაში არ ჩამოიბანოს. 48 საათის განმავლობაში არ არის სასურველი მაკიაჟის გაკეთება, 5-7 დღის განმავლობაში კი - რუჯის მიღება. კანი უნდა იყოს მუდმივად დატენიანებული და ზამთარშიც კი აუცილებელია მზისგან დამცავის გამოყენება.

📢👩‍⚕️როგორ გამოვიყენოთ SPF სწორად❗️1️⃣ საცხი კანზე უნდა წაისვათ სახლიდან გასვლამდე 15-20 წუთით ადრე.2️⃣თუ გამოიყენებთ მზ...
16/08/2022

📢👩‍⚕️როგორ გამოვიყენოთ SPF სწორად❗️
1️⃣ საცხი კანზე უნდა წაისვათ სახლიდან გასვლამდე 15-20 წუთით ადრე.
2️⃣თუ გამოიყენებთ მზისგან დამცავს დღის საცხთან ერთად, ჯერ წაისვით დღის
საცხი, 10-15 წუთში კი SPF. დღის საცხი უნდა შეიწოვოს კანმა, რადგან არ შევიდეს რეაქციაში SPF-თან. დღის საცხის კომპონენტებმა შეიძლება დაასუსტონ SPF, ამიტომ გამოიყენეთ ეს საცხები ამ თანმიმდევრობით.
3️⃣მსუბუქად და თანაბრად გაინაწილეთ და შეიზილეთ SPF, მან კანზე უნდა შექმნას ერთგვარი თანაბარი ფენა, ეს აუცილებელია❗️
4️⃣ თუ გამოიყენებთ SPF სპრეის სახით გაითვალისწინეთ, ის ყოველთვის თანაბრად არ ნაწილდება კანზე, ამიტომ თანბრად გადაინაწილეთ მასა კანზე, დამწვრობის თავიდან ასაცილებლად.
5️⃣SPF გადაინაწილეთ ასევე სამაჯურების, თასმების, სათვალის ქვეშ, იმისთვის რომ მიიღოთ თანაბარი და ლამაზი რუჯი.
6️⃣არ დაგავიწყდეთ, ტუჩებიც ექვემდებარება ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას, ამიტომ გამოიყენეთ სპეციალური ტუჩსაცხები SPF-ით, რადგან ჩვეულებრივი საცხი ტუჩებზე დიდხანს არ ჩერდება.
7️⃣SPF ზღვაზე გამოყენებისას, გადაისვით საცხი მინიმუმ 1,5-2 საათში ერთხელ და წყალში შესვლის შემდეგ, იმის და მიუხედავად წყალგამძლე არის თუ არა საცხი.
8️⃣რაც შეეხება რაოდენობას, უმჯობესია მეტი ვიდრე ნაკლები❗️
9️⃣ სახეზე გამოიყენეთ კონკრეტულად სახის SPF, ტანის ხაზი შეიცვას კომპონენტებს, რომლებმაც შეიძლება ცუდათ იმოქმედონ თქვენს სახის კანზე.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00

Telephone

+995555200005

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr. Natia Gakharia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Dr. Natia Gakharia:

Shortcuts

Share