იმუნო imuno

იმუნო imuno იმუნო – ჯანმრთელობის ლაბორატორია

იმუნოს სერვისები:
· ლაბორატორიული კვლევები (საერთო კლინიკური, ბიოქიმიური, სეროლოგიური, ბაქტერიოლოგიური, იმუნოლოგიური) როგორც კლინიკაში, ასევე ბინაზე მომსახურებით.
· კარდიოლოგია
· დერმატოლოგია
· ონკოქირურგია

იმუნოს 35-წლიანი გამოცდილების მქონე ლაბორატორია მხოლოდ ევროპული სტანდარტით მუშაობს:
• პროფესიონალთა გუნდი
• მასალის აღებისა და დამუშავების მაღალი სტანდარტი

ევროპული ტესტები
• ხელმისაწვდომი ფასები
• პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება
• პაციენტის სამედიცინო და პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვა

იმუნოში მიიღებთ ხარისხს, ინდივიდუალურ მიდგომას, კომფორტს და, რაც მთავარია, სასურველ შედეგს!

იმუნოს გვერდზე პერიოდულად შეხვდებით სხვადასხვა სანდო და ავტორიტეტული სამედიცინო ვებგვერდიდან – ღია რესურსებიდან გაზიარებულ სასარგებლო ინფორმაციას ჯანმრთელობის შესახებ.
ესაა მხოლოდ წყარო ზოგადი ინფორმაციისთვის, ამიტომ, ის არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც სამედიცინო რჩევები. სათანადო მკურნალობისა და კვლევებისთვის მიმართეთ ექიმს

ISO 15189 აკრედიტაცია — მნიშვნელოვანი ეტაპი „იმუნოსთვის“!„იმუნოს“ სამედიცინო ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის...
10/09/2026

ISO 15189 აკრედიტაცია — მნიშვნელოვანი ეტაპი „იმუნოსთვის“!

„იმუნოს“ სამედიცინო ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის პროცესი და მოიპოვა აკრედიტაცია სსტ ISO 15189:2022/2023 სტანდარტის შესაბამისად.

ეს მიღწევა ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და კვლევების ხარისხზე ყოველდღიური ზრუნვის შედეგია. აკრედიტაცია ადასტურებს ლაბორატორიის კომპეტენტურობასა და ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობას აკრედიტაციის სფეროში განსაზღვრული კვლევებისთვის.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით:

ჩვენს გუნდს — ცოდნის, თავდადებისა და ერთობლივი შრომისთვის;
აკრედიტაციის ორგანოს წარმომადგენლებს — პროფესიული და კონსტრუქციული შეფასებისთვის;
პაციენტებსა და პარტნიორებს — ნდობისა და თანამშრომლობისთვის. 💚

ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას — ხარისხზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.

ISO 15189 Accreditation — An Important Milestone for IMUNO!

IMUNO Medical Laboratory has successfully completed the accreditation process and achieved accreditation in accordance with SST ISO 15189:2022/2023.

This achievement reflects our team’s professionalism, dedication and daily commitment to the quality of laboratory testing. Accreditation confirms the laboratory’s competence and compliance with quality requirements for the examinations covered by its accreditation scope.

We extend our special thanks to:

Our team — for their expertise, dedication and collective effort;
The accreditation body’s representatives — for their professional and constructive assessment;
Our patients and partners — for their trust and collaboration. 💚

We continue to improve — maintaining quality is our daily responsibility.

🌐 imuno.ge

#იმუნო #აკრედიტაცია

ვაკანსია IMUNO-ში — რეგისტრატორისამედიცინო ლაბორატორია IMUNO აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.ვეძებთ ყურადღები...
07/09/2026

ვაკანსია IMUNO-ში — რეგისტრატორი

სამედიცინო ლაბორატორია IMUNO აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ვეძებთ ყურადღებიან და სანდო ადამიანს, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს, პასუხისმგებლობით ეკიდება სამუშაოს და ახალი სამუშაო პროცესების შესწავლა არ უჭირს.

სამედიცინო განათლება და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის — საჭირო სამუშაო პროცესებს ადგილზე გასწავლით.

ძირითადი მოვალეობები
პაციენტების მიღება და პროგრამაში რეგისტრაცია;
სატელეფონო ზარებზე პასუხი და ვიზიტების დაჯავშნა;
პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
სალაროსთან მუშაობა და ანგარიშსწორების მიღება;
ლაბორატორიული კვლევის შედეგების ამობეჭდვა და პაციენტისთვის გადაცემა;
პარტნიორი კლინიკებისა და დამკვეთებისგან მიღებული მასალების რეგისტრაცია.
რას ველით კანდიდატისგან
ყურადღებასა და პასუხისმგებლობას;
სანდოობას;
ადამიანებთან კომუნიკაციის კარგ უნარს;
ქართული ენის კარგ ცოდნას;
ინგლისურ ენაზე სასაუბრო დონეზე კომუნიკაციის უნარს — სავალდებულოა;
კომპიუტერთან მუშაობის საშუალო უნარებს.

სამედიცინო განათლება და მსგავს პოზიციაზე გამოცდილება უპირატესობაა, თუმცა არა აუცილებელი მოთხოვნა.

გამოცდილების არმქონე კანდიდატისთვის გათვალისწინებულია 1-კვირიანი სასწავლო პერიოდი, რომლის დროსაც სამუშაო პროცესებს ადგილზე შეისწავლის.

სამუშაო პირობები

📍 სამუშაო ადგილი:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №5
მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტიდან“ დაახლოებით 100 მეტრში.

🕘 სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი–პარასკევი — 09:00–17:00
ყოველ მეორე შაბათს — 10:00–14:00
საჭიროების შემთხვევაში — ბოლო წინასწარ ჩაწერილი პაციენტის მომსახურებამდე.

💰 ანაზღაურება:
ფიქსირებული ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიხედვით.

დამატებით გთავაზობთ

შრომით ხელშეკრულებას • ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივ დაფინანსებას • ადგილზე სწავლებას

📩 CV: [email protected]
☎ 032 2 10 91 08

შემოუერთდი IMUNO-ს გუნდს.

არის დღეები, როცა გვგონია, რომ ენერგია აღარ გვყოფნის.ასეთ დროს D ვიტამინი ხშირად პირველი გვახსენდება. თუმცა მნიშვნელოვან...
29/07/2026

არის დღეები, როცა გვგონია, რომ ენერგია აღარ გვყოფნის.

ასეთ დროს D ვიტამინი ხშირად პირველი გვახსენდება. თუმცა მნიშვნელოვანია ერთი დეტალი:

ერთია, რამდენ D ვიტამინს იღებთ. მეორეა, რამდენს ითვისებს თქვენი ორგანიზმი.

სწორედ ამიტომ, მხოლოდ დანამატის მიღება ვერ გვაჩვენებს, როგორია ორგანიზმში D ვიტამინის რეალური მარაგი.

ამის შესაფასებლად გამოიყენება 25(OH) ვიტამინი D — ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგიც თქვენი მკურნალი ექიმისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილია.

D ვიტამინის კვლევა ტარდება IMUNO-ში.
ყოველ ხუთშაბათს კვლევაზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

🩸 პაციენტის მომზადება:
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია უზმოდ (8–12 საათი). სუფთა წყლის დალევა ნებადართულია. თუ პარალელურად სხვა სისხლის ანალიზებიც გაქვთ დაგეგმილი, დაიცავით მათთვის განსაზღვრული პრეანალიტიკური მოთხოვნები.

🌐 imuno.ge
📞 032 2 109 108

#იმუნო #ლაბორატორიულიკვლევა #დამოუკიდებელიდიაგნოსტიკურილაბორატორია #ჯანმრთელობა #პრევენცია

ზაფხულში სისუსტეს ხშირად სიცხესა და დეჰიდრატაციას ვუკავშირებთ, თუმცა ზოგჯერ მხოლოდ წყლის სმა საკმარისი არ არის. კუნთები ...
10/07/2026

ზაფხულში სისუსტეს ხშირად სიცხესა და დეჰიდრატაციას ვუკავშირებთ, თუმცა ზოგჯერ მხოლოდ წყლის სმა საკმარისი არ არის. კუნთები მაინც ადვილად იჭიმება, ძალები ნელა აღდგება, გულისცემა კი უფრო საგრძნობი ხდება.

ერთ-ერთი შესაძლო ახსნა სითხესთან ერთად მნიშვნელოვანი მინერალების — ელექტროლიტების კარგვა შეიძლება იყოს.

ნატრიუმი, კალიუმი და ქლორიდი უჯრედებში წყლის განაწილებაში, ნერვული იმპულსების გადაცემასა და კუნთების მუშაობაში მონაწილეობენ. ინტენსიური ოფლიანობისას მათი დონე შეიძლება შეიცვალოს, რის გამოც, გარკვეულ შემთხვევებში, მხოლოდ წყლით ბალანსის შენარჩუნება რთულდება.

როგორ ფასდება ელექტროლიტების დონე?

ელექტროლიტების პანელი სისხლში ნატრიუმის, კალიუმისა და ქლორიდის დონეს აფასებს. კვლევის შედეგი ყოველთვის პაციენტის ჩივილებთან და საერთო მდგომარეობასთან ერთად განიხილება. ეს მონაცემები ექიმს ეხმარება კლინიკური სურათის შეფასებასა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრაში.

კვლევის ჩატარება შესაძლებელია IMUNO-ს ლაბორატორიაში.

🩸 ინფორმაცია პაციენტისთვის:
კვლევის ღირებულებაა 25 ₾

ანალიზისთვის გამოიყენება ვენური სისხლი;

რეკომენდებულია კვლევის დილის საათებში ჩატარება;

მკაცრად უზმოდ ყოფნას არ საჭიროებს, თუ სხვა ბიოქიმიურ ტესტებთან ერთად არ ბარდება.

IMUNO
რთული საკითხები — მარტივი ენით.

🌐 imuno.ge
📞 032 2 109 108

#იმუნო #ჯანმრთელობისამბები #ელექტროლიტები #ნატრიუმი #კალიუმი #ქლორიდი #ზაფხული #ლაბორატორია

🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!ჩვენი ისტორია საუკუნოვანი ბრძოლაა, სადაც თავისუფლებისკენ სწრაფვის ურყევმა გ...
26/05/2026

🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ჩვენი ისტორია საუკუნოვანი ბრძოლაა, სადაც თავისუფლებისკენ სწრაფვის ურყევმა გენმა ერთი იდეის გარშემო გააერთიანა ამ მიწის ყველა შვილი და მხარდამხარ ბრძოლით გადაარჩინა სამშობლო. ⚔️

🕊️ მადლობა თითოეულ გმირს, ვინც ამ უზენაეს იდეას საკუთარი სიცოცხლე შესწირა. 26 მაისი სწორედ მათი თავგანწირვის, ერთიანობისა და სახელმწიფოებრივი ღირსების გამარჯვებაა.

დიდება თავისუფალ, ერთიან საქართველოს! 🔴⚪🔴

ზუსტი დიაგნოსტიკა — თქვენი ჯანმრთელობისა და ექიმის სანდო გადაწყვეტილებისთვის! 🦋დაღლილობა, სიცივის აუტანლობა ან პულსის უმ...
15/05/2026

ზუსტი დიაგნოსტიკა — თქვენი ჯანმრთელობისა და ექიმის სანდო გადაწყვეტილებისთვის! 🦋

დაღლილობა, სიცივის აუტანლობა ან პულსის უმიზეზო აჩქარება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის ხშირი ნიშნებია. ნუ გადადებთ ვიზიტს — მიაწოდეთ ექიმს მაქსიმალურად ზუსტი ლაბორატორიული სურათი სწორი მკურნალობისთვის! 🩺

„იმუნოს“ ფარისებრი ჯირკვლის პანელი მოიცავს:
🔬 TSH, FT4, FT3 — ჰორმონული ბალანსის შესაფასებლად.
🔬 anti-TPO, anti-TG — აუტოიმუნური პროცესების გამოსავლენად ან გამოსარიცხად.

✅ რეკომენდებულია: სიმპტომების მქონე პირებისთვის, ორსულობის დაგეგმვისას და ოჯახური (გენეტიკური) წინასწარგანწყობის შემთხვევაში.

🛡️ ლაბორატორია „იმუნო“ ჩართულია ხარისხის გარე კონტროლის საერთაშორისო სისტემაში, რაც წარმოადგენს ჩვენი უმაღლესი ხარისხისა და სანდოობის ობიექტურ აღიარებას (სერტიფიკატები ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე).

🩸 ენდეთ პროფესიონალებს, ჩაიტარეთ ანალიზი კომფორტულ გარემოში!

📞 032 2 109 108
🌐 IMUNO.GE

#იმუნო #ფარისებრიჯირკვალი #ენდოკრინოლოგია #ჰორმონები #ანალიზები #ლაბორატორია #ჯანმრთელობა #დიაგნოსტიკა

✨ იმუნო აცხადებს მიღებას რეგისტრატორის პოზიციაზე! 💼     თუ ხარ ენერგიული, მოწესრიგებული და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთო...
14/05/2026

✨ იმუნო აცხადებს მიღებას რეგისტრატორის პოზიციაზე! 💼
თუ ხარ ენერგიული, მოწესრიგებული და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეუერთდი ჩვენს გუნდს!

🛑 გამოცდილება არ გაქვს?
ეს არ არის დაბრკოლება! ჩვენთვის მთავარია შენი მოტივაცია — სამუშაო სპეციფიკას და პროგრამებს ჩვენი გუნდი ადგილზე შეგასწავლის. 🤝

📌 რას მოიცავს სამუშაო:
• კლინიკაში მოსული პაციენტების მიღებას და რეგისტრაციას
• სატელეფონო ზარების მართვას
• სამედიცინო პროგრამაში მონაცემების ზუსტ შეყვანას
• პაციენტებთან მეგობრული და პოზიტიური კომუნიკაციის შენარჩუნებას

✅ რა არის საჭირო შენგან:
• გამართული და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
• კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office)
• ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე

🎁 ჩვენ გთავაზობთ:
• საქმის ადგილზე შესწავლას და სრულ მხარდაჭერას
• ორცვლიან, მოქნილ სამუშაო გრაფიკს ⏳
• თბილ, კომფორტულ გარემოს და მეგობრულ გუნდს
• სტაბილურ სამსახურს

📩 დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნე CV მესენჯერში ან ელ-ფოსტაზე: [email protected]

📞 დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 109 108
#ვაკანსია #რეგისტრატორი #დასაქმება #ვაკანსიები #სამსახური

💚 თუ გაწუხებთ დაღლილობა და თმის ცვენა,შესაძლებელია ეს სიმპტომები დაკავშირებული იყოს თუთიის დეფიციტთან.თუთია წარმოადგენს ...
05/05/2026

💚 თუ გაწუხებთ დაღლილობა და თმის ცვენა,
შესაძლებელია ეს სიმპტომები დაკავშირებული იყოს თუთიის დეფიციტთან.

თუთია წარმოადგენს მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელიც მონაწილეობს:
• იმუნური ფუნქციის ნორმალურ მიმდინარეობაში
• კანისა და თმის მდგომარეობის შენარჩუნებაში
• რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებაში

📌 მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ
თუთიის დონის დარღვევა — როგორც დეფიციტი, ასევე ჭარბი — საჭიროებს შეფასებას.

📌 თუთიის დონის განსაზღვრა რეკომენდებულია:
• დაღლილობისა და საერთო სისუსტის დროს
• თმის ცვენის შემთხვევაში
• არასპეციფიკური ჩივილების არსებობისას
• რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეფასების პროცესში

🧪 კვლევა ტარდება ვენური სისხლით
⚡ პასუხი მზადდება მოკლე დროში

🔬 IMUNO
საერთაშორისო ხარისხის კონტროლის სისტემა (EQA)

✔️ სანდო შედეგები
✔️ გამჭვირვალე სტანდარტები

📞 032 210 91 08
🌐 imuno.ge

საჯარო მადლობა ჩემს ახალ გამომწერებს! მოხარული ვარ, რომ თქვენ ჩაერთეთ! Niniko Datuashvili, Ma Li, Natia Sxirtladze, Elen...
18/02/2026

საჯარო მადლობა ჩემს ახალ გამომწერებს! მოხარული ვარ, რომ თქვენ ჩაერთეთ! Niniko Datuashvili, Ma Li, Natia Sxirtladze, Elene Kutubidze, Lia Tyavadze

28/09/2025

✧პარტნიორები, რომლებიც გვაძლიერებენ✧

𝐆𝐀𝐈𝐀-ს მისიაა ესთეტიკური მედიცინის პროფესიონალთა გაერთიანება და განვითარება.

☆ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი პარტნიორი ბრენდები და კომპანიები, რომელთა მხარდაჭერას განსაკუთრებულად ვაფასებთ ✨
_______________
✧ Partners Who Empower Us ✧

𝐆𝐀𝐈𝐀’s mission is to unite and advance professionals in aesthetic medicine.

☆ Along this journey, our partner brands and companies play a vital role, and we deeply value their unwavering support ✨

Address

ვაჟა-ფშაველას გამზირი N5
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995322109108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იმუნო imuno posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to იმუნო imuno:

Shortcuts

Share