28/05/2026
🌐 დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრმა მინიმალურად ინვაზიური ხერხემლის ქირურგიის საერთაშორისო კურსს უმასპინძლა.
⚪️ღონისძიება ქართველი და საერთაშორისო ნეიროქირურგებისთვის თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა.
კურსს ესწრებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ნეიროქირურგი, პროფესორი ჰამიდ აბასი (ჰიუსტონი, აშშ).
⚪️ორდღიანი პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ სესიებსა და მინიმალურად ინვაზიური მეთოდების განხილვას.