Medge/დიაბეტის ცენტრი

Medge/დიაბეტის ცენტრი დიაბეტის ცენტრი "მედჯი/MEDGE" ში წარმოდგენლია დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამები

🔍დიაბეტი და ზაფხული ზაფხულის ექსტრემალურმა სიცხემ საფრთხე შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც შეუქმნას, მაგრამ ჰაერის ტემპერატუ...
11/08/2023

🔍დიაბეტი და ზაფხული

ზაფხულის ექსტრემალურმა სიცხემ საფრთხე შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც შეუქმნას, მაგრამ ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატება განსაკუთრებით რთულია ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციები დავიცვათ
🔍ერიდეთ დეჰიდრატაციას - ორგანიზმის სითხით გაღარიბებას. დეჰიდრატაციის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც სიცხე და ამით გამოწვეული ოფლიანობა, ისე სისხლში გლუკოზის დონის მომატებაც, ამიტომ სვით საკმარისი წყალი და დაიცავით დიეტა.
🔍ერიდეთ ალკოჰოლს - დიაბეტის დროს ის არ არის რეკომენდებული, თანაც სხეულის ტემპერატურის რეგულაციას არღვევს.
🔍სიცხის ატანასა და დეჰიდრატაციის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ახალი ხილი და ბოსტნეული.
საზამთრო, ნესვი, კენკრა სითხის მაღალი შემცველობით გამოირჩევა.
🔍სასარგებლო ნახშირწყლები ენერგიას შეგინარჩუნებთ. საკმარისია დღეში 1/2 ჭიქა ან 1 ცალი საშუალო ზომის ხილი.
სალათა, კიტრი, ყაბაყი, გოგრა ც და ა ვიტამინების მდიდარი წყაროა. ც ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც გვიცავს მზის, დაბინძურებული გარემოსა და ზოგიერთი თერმულად დამუშავებული საკვების ზემოქმედებით წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალებისგან. ა ვიტამინი აუცილებელია კანის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, საზამთრო და პომიდორი ანტიოქსიდანტ ლიპოკაინის წყაროა. ის მზის დამწვრობისგან გვიცავს.

დიაბეტის ცენტრი - მედჯი
სპეციალისტთან ჩასაწერად
📞ტელ: 577 08 33 66 ,500 50 88 50
🔍📍 მის: პ.ქავთარაძის პირველი შესახვევი #8

🔍📌შაქრიანი დიაბეტის ერთერთი გართულება დიაბეტური ნეიროპათიაა.დიაბეტური ნეიროპათია შაქრიანი დიაბეტის ოთხი გართულებიდან ერთ...
04/08/2023

🔍📌შაქრიანი დიაბეტის ერთერთი გართულება დიაბეტური ნეიროპათიაა.
დიაბეტური ნეიროპათია შაქრიანი დიაბეტის ოთხი გართულებიდან ერთ-ერთია, რაც გულისხმობს თავის ტვინისა და პერიფერიული ნერვების დაზიანებას.
🔍📌დიაბეტური ნეიროპათიის განვითარებას საფუძვლად უდევს ნერვების უწვრილესი სისხლძარღვების იშემიური დაზიანება, ანუ მიკროანგიოპათია და ნერვულ უჯრედებში - ნეირონებში ნივთიერებათა ცვლის, ანუ მეტაბოლიზმის დარღვევა.
📌რისკ-ჯგუფი:
• ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარე შაქრიანი დიაბეტი, როდესაც გლუკოზის შემცველობა სისხლში დაურეგულირებელია;
• რისკ-ჯგუფს წარმოადგენს ლატენტურად მიმდინარე დიაბეტისა და
• მსუბუქი ჰიპერგლიკემიის შემთხვევებიც.

🔍გამოიხატება უპირატესად ტერფებში და შედარებით იშვიათად ტერფის ზურგის არეში:
• დაბუჟება და ტკივილი;
• ჭიანჭველების ცოცვის;
• ჩხვლეტის;
• წვის და სიმხურვალის;
• სიცივეს შეგრძნება.

🔍პრევენცია
დიაბეტური ნეიროპათიის პრევენცია გულისხმობს გლუკოზის მაჩვენებლების რეგულაციას, ენდოკრინოლოგის ინსტრუქციების შესაბამისად ხშირი კონტროლით და ჯანსაღი ცხოვრებისა და კვების წესების დაცვით.

დიაბეტის ცენტრი - მედჯი
სპეციალისტთან ჩასაწერად
📞ტელ: 577 08 33 66 ,500 50 88 50
🔍📍 მის: პ.ქავთარაძის პირველი შესახვევი #8

#შაქრიანიდიაბეტი #დიაბეტურინეიროპათია

🔍რა არის ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი?🔍ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც არღვევს გლუკოზის მეტაბოლიზმს. ორგანიზმ...
25/07/2023

🔍რა არის ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი?

🔍ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც არღვევს გლუკოზის მეტაბოლიზმს. ორგანიზმში ყველა უჯრედს სჭირდება გლუკოზა ნორმალური ფუნქციონირებისთვის. გლუკოზა უჯრედში აღწევს ჰორმონ ინსულინის მეშვეობით. თუ არ გვაქვს საკმარისი ინსულინი, ან ორგანიზმი არ რეაგირებს სათანადოდ ინსულინზე, გლუკოზის აკუმულაცია ხდება სისხლში, მაშინ, როცა უჯრედებში გლუკოზის ნაკლებობაა.
იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, ვითარდება შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც ტიპი1 შაქრიან დიაბეტს ვუწოდებთ.

რა სიმპტომები ახასიათებს ტიპი 1 შაქრიან დიაბეტს?

ტიპი1 შაქრიან დიაბეტს მრავალფეროვანი სიმპტომები ახასიათებს, მათგან წამყვანია:

🔍გაძლიერებული წყურვილი;
🔍დაღლილობის შეგრძნება;
🔍ხშირი შარდვა;
🔍წონის კლება;
🔍დაბინდული მხედველობა
🔍გარკვეულ შემთხვევაში, ასევე შესაძლოა შეგვხვდეს გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, მუცლის ტკივილი, გახშირებული სუნთქვა.

როგორ მივხვდეთ, რომ გვაქვს ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი?

ზემოჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას, ასევე იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევითი ანალიზით დაფიქსირდა ჰიპერგლიკემია, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც გარკვეული ანალიზების ჩატარების შემდეგ, კლინიკური სურათისა და ლაბორატორიული მაჩვენებლების შეჯერებით, დაგიდგენთ კლინიკურ დიაგნოზს და დაგინიშნავთ ადეკვატურ მკურნალობას. აღსანიშნავია, რომ ტიპი 1 დიაბეტი უპირატესად ვითარდება ახალგაზრდა ასაკში.
დიაბეტის ცენტრი - მედჯი
სპეციალისტთან ჩასაწერად
📞ტელ: 577 08 33 66 ,500 50 88 50
🔍📍 მის: პ.ქავთარაძის პირველი შესახვევი #8

🔍🫀არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს ბევრი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნ...
19/07/2023

🔍🫀არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს ბევრი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ. პაციენტი, რომელსაც აღენიშნება ამ ორი დაავადებიდან ერთ - ერთი, მეორე დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. არტერიული ჰიპერტენზიისა და შაქრიანი დიაბეტის თანაარსებობის პირობებში კი, ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთს აუარესებს.
🔍არტერიული ჰიპერტენზია შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანების 2/3 - ში გვხვდება და საგულისხმოა, რომ მათ გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების 2- ჯერ მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს.
👉🔍ცხოვრების წესის ცვლილება მნიშვნელოვნად ამცირებს დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის გართულებებს, კერძოდ:
• საათობრივად ჯანსაღი პროდუქტებით კვებას ( წონის უმნიშვნელო კლებაც კი ამცირებს რისკ-ფაქტორებს);
• ფიზიკური აქტივობა;
• მავნე ჩვევებზე (თამბაქო, ალკოჰოლი) უარის თქმას;
• საკვებში ცხიმების შემცირებას;
• საკვები მარილის 5 გრამამდე შეზღუდვას;
• მაქსიმალურად დადებით ემოციებს, რაც საოცარ შედეგს იძლევა.
🔍დიაბეტის მქონე პაციენტების უმრავლესობის სისხლის წნევა არ უნდა აღემატებოდეს 130/80 მმ. ვწყ. - ს., ამიტომ, მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ხშირად, ექიმის დანიშნულებით, საჭიროა ანტიჰიპერტენზიული წამლების მიღება.

დიაბეტის ცენტრი - მედჯი
სპეციალისტთან ჩასაწერად
📞ტელ: 577 08 33 66 ,500 50 88 50
🔍📍 მის: პ.ქავთარაძის პირველი შესახვევი შესახვევი #8

Address

ქავთარაძის პირველი შესახვევი #8
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995577083366

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Medge/დიაბეტის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Medge/დიაბეტის ცენტრი:

Shortcuts

Share