ექიმ ნინო კავკასიძის ფიტოთერაპია . tel: 593 021 600

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ექიმ ნინო კავკასიძის ფიტოთერაპია . tel: 593 021 600

ექიმ ნინო კავკასიძის ფიტოთერაპია . tel: 593 021 600 Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ექიმ ნინო კავკასიძის ფიტოთერაპია . tel: 593 021 600, Medical and health, დიღმის მასივი. 3 კვარტალი. 6/v კორპუსი. . ბინა 44, Tbilisi.

📌 Წლის ეტალონი ადამიანი წარმოგიდგენთ „ეტალონი 2026“ წლის ტიტულზე ექიმ ფიტოთერაპევტ ნინო კავკასიძე-ს.🔶 ქალბატონმა ნინო კა...
24/05/2026

📌 Წლის ეტალონი ადამიანი წარმოგიდგენთ „ეტალონი 2026“ წლის ტიტულზე ექიმ ფიტოთერაპევტ ნინო კავკასიძე-ს.
🔶 ქალბატონმა ნინო კავკასიძემ დაამთავრა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი და სამედიცინო საქმიანობას მრავალი წელია წარმატებით ეწევა. იგი 1998 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს ფიტოთერაპიის სფეროში და ამ მიმართულებით არაერთი ადამიანის ნდობა, სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
ნინო კავკასიძე გამოირჩევა პროფესიონალიზმით, პაციენტებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და ბუნებრივი, მცენარეული თერაპიის პოპულარიზაციით. მისი საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერასა და ინდივიდუალური მიდგომის დანერგვასთან.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ნინო კავკასიძე დაჯილდოებულია „პერსონა 2019“-ის ტიტულით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის წარმატებულ პროფესიულ საქმიანობასა და საზოგადოებრივ აღიარებას.
მისი მრავალწლიანი გამოცდილება, პასუხისმგებლობა და ადამიანების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ნამდვილად იმსახურებს „ეტალონი 2026“-ის საპატიო ტიტულს. ✨

03/05/2026

🌿 ფიტოთერაპიის როლი ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის
პროცესში

🚩 ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის ერთ–ერთი ძირითადი მეთოდია ქიმიოთერაპია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ეფექტურად ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, ხშირად თან ახლავს მძიმე გვერდითი მოვლენები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

🚩 ქიმიოთერაპიის ფონზე ხშირად აღინიშნება:

➤ იმუნური სისტემის დაქვეითება – პაციენტი მეტად დაუცველი ხდება ინფექციების მიმართ.

➤ სისხლის ფორმულის ცვლილებები – ვითარდება ანემია (ჰემოგლობინის ვარდნა), ლეიკოპენია (თეთრი უჯრედების შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაქვეითება).

➤ ბიოქიმიური მაჩვენებლების დარღვევა – მატულობს ერითროციტების დალექვის სიჩქარე (EDS), ირღვევა ღვიძლის ფუნქციური სინჯები, ზიანდება ღვიძლი და თირკმელი.

➤ ტოქსიკური ზემოქმედება – ორგანიზმში გროვდება ქიმიური ნაერთები, რაც იწვევს საერთო სისუსტეს, დაღლილობასა და ორგანოთა დაზიანებას.

➤ ამ რთულ პერიოდში ფიტოთერაპია შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან დამხმარე საშუალებად.

🚩 ფიტოთერაპიის როლი და სარგებელი

მე გახლავართ ექიმი ფიტოთერაპევტი - შესაბამისი კვალიფიკაცია იძლევა იმის საფუძველს; რომ პაციენტის მდგომარეობის სრულყოფილად შესწავლა მოხდეს (კვლევები‚ ანალიზები) და შესაბამისად დაუმზადდეს მცენარეული ნაკრები; ექიმი ონკოლოგის მიერ დანიშნული მკურნალობის პარალელურად. ამ პროცესში ვითვალისწინებ ყველა საფეხურს; თუ რა წამლები აქვს დანიშნული პაციენტს; რა მკურნალობის გზა გამოიარა; როგორი ტემპით პროგრესირებს დაავადება. პაციენტის სურვილიდან გამომდინარე კომუნიკაცია მაქვს მათ მკურნალ ექიმთანაც.
ინდივიდუალურად მზადდება სამკურნალი ნაკრებიც. მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ამყარებს ჩემს თეორიულ ცოდნას ( შედეგებზე თავად პაციენტები საუბრობენ) რომ არ რთულ გზაზე ჩემი წვლილი შევიტანო პაციენტების კეთილდღეობაში.
ახლა კი უშუალოდ ფიტოთერაპიის სარგებელზე გადავალ.


➤ ორგანიზმის დეტოქსიკაცია - სამკურნალო მცენარეები ხელს უწყობს ქიმიური ტოქსინების გამოყვანას, ამცირებს ღვიძლისა და თირკმლის დატვირთვას.

➤ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების დაცვა დაზიანებისგან.
სამკურნალო ნაკრებში გათვალისწინებულია თანხმლები დაავადებები და მაქსიმალურად მორგებულია ორგანიზმის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

➤ იმუნიტეტის მხარდაჭერა - გაძლიერება‚ რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქიმიოთერაპიის პერიოდში.

➤ სისხლის მაჩვენებლების სტაბილიზაცია- ჰემოგლობინის დონის შენარჩუნება.

➤ ანთებითი პროცესების შემცირება - აღმოფხვრა.

🚩 კომპლექსური მიდგომის მნიშვნელობა

ქიმიოთერაპიის ფონზე ფიტოთერაპია არის მკურნალობის კომპლექსური მიდგომის ნაწილი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე მედიცინას და ბუნებრივ საშუალებას. სწორედ ამ სინერგიამ შეიძლება მოიტანოს საუკეთესო შედეგი.

📝მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ფიტოთერაპია:
ამცირებს მკურნალობის გვერდით ეფექტებს,
ინარჩუნებს ორგანიზმის შინაგან ბალანსს,
იცავს სასიცოცხლო ორგანოებს დაზიანებისგან,
და რაც მთავარია, პაციენტს აძლევს ძალას და რესურსს, რომ მთელი კურსი სრულად და ეფექტურად გაიაროს.

📌 ასეთი კომპლექსური მიდგომა იძლევა დადებით შედეგს: პაციენტი უკეთ იტანს მკურნალობას, ნაკლებად ზიანდება ორგანიზმი და იზრდება ცხოვრების ხარისხი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადების დამარცხების გზაზე.

🩺 ექიმი ფიტოთერაპევტი : ნინო კავკასიძე
📞საკონტაქტო : 593 02 16 00

https://vipmed.ge/nino-kavkasidze/
02/02/2026

https://vipmed.ge/nino-kavkasidze/

ნინო კავკასიძე. ფიტოთერაპევტი, მთლიანი ორგანიზმის მკურნალობა ფიტოთერაპიით გასტროენტეროლოგია, ენდოკრინოლოგია,...

Address

დიღმის მასივი. 3 კვარტალი. 6/v კორპუსი. . ბინა 44
Tbilisi
0159

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ექიმ ნინო კავკასიძის ფიტოთერაპია . tel: 593 021 600 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share