10/05/2020
მოგესალმებით მეგობრებო :)
მაისმა მაინცდამაინც არ გაგვათამამა მზიანი და თბილი ამინდებით :( ამიტომ, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი რომ გავხადოთ ეს ერთი ჩვეულებრივი წვიმიანი დღე, მოდით კიდევ ერთი პატარა ინფორმაცია მივიღოთ იმის შესახებ, თუ რა არის ნატურალური ზეთი?
ნატურალური კოსმეტიკის ბუმთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება ნატურალური ზეთები. როგორც თავად სახელი გვეუბნება, ბუნებრივი ზეთები მიიღება მცენარეებისაგან. ეს იქნება მათი წიპწების, თესლის, ღეროს, კაკლის … ექსტრაქტი.
არსებობს ზეთის დაწურვის ორი მეთოდი: მექანიკური და ქიმიური ექსტრაქცია.
1. მექანიკური ექსტრაქცია ცივი დაპრესვის მეთოდით მიიღება, ეს ზეთი არის სუფთა და არ შეიცავს დანამატებს.
2. ქიმიური ექსტრაქციის შემთხვევაში მარცვლისა და ხილის დაპრესვა ხდება ტემპერატურაზე და ასევე ემატება გამხსნელები. ამ შემთხვევაში დანამატებიც შეიძლება იქნას შერეული. ეს ტექნიკა ყველაზე ნაყოფიერია ზეთის მისაღებად, თუმცა ამ შემთხვევაში ზეთის ხარისხი შედარებით დაბალია.
რომ გავიგოთ ზეთი სრულად ნატურალურია თუ დანამატებს შეიცავს, მის შემადგენლობაში უნდა ვეძებოთ შემდეგი დასახელებები: Caprylic Capric Triglyceride, Coco Caprylate Caprate, Oleyl Erucate, Oleyl Linoleate et Decyl Oleate. მათი არსებობა ნიშნავს რომ ზეთი შეიცავს დანამატებს.
თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ასეთი ზეთები აუცილებლად ცუდია. უბრალოდ 100%-ით ნატურალური არ არის და შესაბამისად დადებითი მოქმედების ეფექტი უფრო დაბალია, ვიდრე სრულიად ნატურალურ ზეთებში.
მომავალ პოსტებში შემოგთავაზებთ საინტერესო ინფორმაციას, თუ რომელი მცენარის ზეთი რისთვისა არის სასარგებლო.
გისურვებთ სასიამოვნო დღეს ;)