22/10/2025
რა შეიძლება მოხდეს თუ დროულად არ მიმართავთ კლინიკას უეცრად დაწყებული მუცლის ტკივილის გამო❌❌❌
პაციენტი-44 წლის ქალბატონი
ჩივილები: ტკვილის არსებობა მუცლის არეში, რომელიც გრძელდებოდა ბოლო 7 დღის განმავლობაში. ტკვილი თავდაპირველად დაიწყო მუცლის ზედა ნახევარში, შემდგომ თანდათანობით გადაინაცვლა მუცლის მარჯვენა ქვედა ნახევრისკენ და ამ ყველაფერს თან დაერთო გულისრევა, ღებინება, ზოგადი საერთო სისუსტე, ტემპერატურის მატება. მიუხედავად ჩივილებისა პაციენტმა არ მიმართა კლინიკას სამედიცინო დახმარებისთვის🏥
ზემო აღწერილი სურათიდან გამომდინარე პაციენტის ჩივილები წარმოადგენდა კლასიკური აპენდიციტის სურათს( ბრმა ნაწლავის დანამატი ნაწილის ანთება)
ჩვეულებრივ შემთხვევაში აპენდიციტის დიაგნოზის დასმის შემდგომ ტარდება ტრადიციული ან ლაპარასკოპიული მეთოდით შესაბამისი
ოპერაციული მკურნალობა-აპენდექტომია(თანდართული იქნება დაბლა შესაბამისი ილუსტრაცია No-1)
ზემოთ აღწერილი სურათიდან გამომდინარე შეუძლებელი იქნებოდა
კლასიკური აპენდექტომიის განხორციელება კლასიკური საოპერაციო მიდგომით. გადაწყდა ლაპარატომია(მუცლის ღრუს გახსნა შრეობრივად) თეთრი ხაზის საპროექციოდ. მუცლის ღრუს გახსნის შემდგომ ნანახი იქნა პერფორირებული( გახვრეტილი) ბრმა ნაწლავი, რომლის მიზეზიც განგრენოზული აპენდიქსი იყო. ბრამა ნაწლავის გახვრეტამ გამოიწვია განავლის გადმოსვლა მუცლის ღრუში და შემდგომ გართულდა ჩირქოვან-განავლოვანი პერიტონიტით( სურათი No-2).
აღნიშნული სურათიდან გამომდინარე გადაწყდა მსხვილის ნაწლავის მარჯვენა ნახევრის და წვრილი ნაწლავის დისტალური ნაწილის ამოკვეთა.(მარჯვენამხვრივი ჰემიკოლექტომია)-სურათი No-3
ჩვეულებრივ შემთხვევაში მწვავე აპენდიციტის დიაგნოზის დასმის შემთხვევაში მსგავსი მასშტაბური ოპერაცი არ კეთდება, თუმცა ზემო აღწერილი კლინიკური სურათი შორს წასული მდგომარეობა იყო.
დასკვნა: პაციენტის დროულად მომართვიანობის შემთხვევაში მარტივად დაისმებოდა აპენდიციტის დიაგნოზი და შესაბამისად მარტივი ოპერაციული მკურნალობა იქნებოდა საჭირო( აქ იგულისხმება მინიმალური ინვაზიური ჩარევა, იოლი პოსტოპერაციული პერიოდი) საერთო ჯამში ოპერაციამ მიუხედავად ტექნიკური სირთულეებისა წარმატებით ჩაიარა და პაციენტიც გაუმჯობესებულ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან.
დროული მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებაში დროული დიაგნოსტირებისა და ადექვატური მკურნალობის საწინდარია👨⚕️