06/08/2026
ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოტივირებულ თანამშრომელს ონლაინ გაყიდვებისა და სოციალური ქსელების სამართავად.
ძირითადი მოვალეობები:
* ონლაინ შეკვეთების მიღება და დამუშავება;
* მომხმარებლებთან კომუნიკაცია (Messenger, WhatsApp და სხვა);
* შეკვეთების დადასტურება;
* გადახდების გადამოწმება;
* გადარიცხვების/ქვითრების (სქრინშოთების) კონტროლი და შეკვეთებთან დაკავშირება;
* შეკვეთების შეფუთვისთვის სრულყოფილი ინფორმაციის გადაცემა შესაბამის პირს.
კონტენტის მიმართულება:
* პროდუქციის ფოტოებისა და ვიდეოების მომზადება;
* სოციალურ ქსელებში პოსტებისა და სთორების რეგულარული განთავსება;
* საჭიროების შემთხვევაში ინტერნეტში ხარისხიანი მასალის მოძიება და გამოყენება;
* კვირაში რამდენიმეჯერ პროდუქციის ვიდეოების გადაღება, ახალი კონტენტის შექმნა და გამოქვეყნება.
რას ველოდებით კანდიდატისგან:
* პასუხისმგებლობასა და ორგანიზებულობას;
* გამართულ წერით კომუნიკაციას;
* სოციალური ქსელების საბაზისო ცოდნას;
* ფოტოსა და ვიდეოს გადაღებისა და მარტივი მონტაჟის უნარს;
* სასურველია ონლაინ გაყიდვების გამოცდილება (აუცილებელი არ არის).
ანაზღაურება:
ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და შესაძლებლობების მიხედვით. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება და მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ.
თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ პირადი შეტყობინება.