Epilprofi - ეპილპროფი - ლაზერული ეპილაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Epilprofi - ეპილპროფი - ლაზერული ეპილაცია

Epilprofi - ეპილპროფი - ლაზერული ეპილაცია ხარისხიანი ლაზერული ეპილაცია ხელმისაწდომი ყველასთვის

⬇️ სად შეგიძლიათ ჩაიტაროთ კაიზერ ეპილაცია ⬇️

📍 Ⓜ️ დელისი, საბურთალო, ყაზბეგის გამზ. 43, COURAGE BEAUTY CAFE

📍 Ⓜ️ ვარკეთილი, ჯავახეთის ქ. 2, ს/ც ფენიქსი, მე-5 სართული

📍 გლდანი, ხიზანიშვილის ქ. 17, სავაჭრო ცენტრი ,,Sky Plaza", მე-2 სართული

ეფექტი სხვადასხვა ფერისა და ტიპის თმაზე:ღია ფერის/წითური/ჭაღარა:სამწუხაროდ, ზუსტად არ შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად ეფექტურ...
26/12/2023

ეფექტი სხვადასხვა ფერისა და ტიპის თმაზე:

ღია ფერის/წითური/ჭაღარა:

სამწუხაროდ, ზუსტად არ შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად ეფექტური იქნება ლაზერული ეპილაცია ღია ფერის თმის შემთხვევაში. რაც მეტია თმაში მელანინი, მით უფრო ეფექტურია პროცედურა, ამიტომ, ჭაღარას ან სრულად წითურ თმას ლაზერი ვერ დაინახავს. თმა შესაძლოა იყოს ღია ფერის ან ქერა, მაგრამ ფესვებში იყოს საკმარისი მელანინი.

საშუალოდ, შედეგის მისაღწევად საჭიროა 8-10 პროცედურა.
თქვენ შეგიძლიათ დატესტოთ ლაზერული ეპილაციის პროცედურა (1-3 პროცედურა) მცირე უბანზე და ნახოთ, რამდენად ეფექტურია ის თქვენთვის.

ღინღლები (ბუსუსები):

სამწუხაროდ, თხელ ღია ფერის თმაში არასაკმარისი მელანინია იმისთვის, რომ ლაზერული ეპილაცია, ნებისმიერი აპარატით, იყოს ეფექტური. ჩვენ არ გირჩევთ ლაზერული ეპილაციის პროცედურის ჩატარებას ზონებში, სადაც მხოლოდ ღინღლებია.

სახის ლაზერული ეპილაცია KAISER EPILATION-ში✨სახის ლაზერული ეპილაცია პოპულარულია მისი უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობის და ე...
26/12/2023

სახის ლაზერული ეპილაცია KAISER EPILATION-ში✨

სახის ლაზერული ეპილაცია პოპულარულია მისი უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობის და ეფექტურობის გამო. ცვილისგან, საპარსისგან, კრემებისგან განსხვავებით ის არ იწვევს კანის გაღიზიანებას, იძლევა ჩაზრდილი თმის და სხვა ნეგატიური შედეგების არარსებობის გარანტიას.

ასევე, არ არის საჭირო პროცედურის წინ სახის გაპარსვა. ოსტატი ადგილზე მოგაშორებთ თმას ტრიმერის საშუალებით.

პროცედურის წინ:

- უარი თქვით მზის აბაზანებზე, სოლარიუმსა და ავტორუჯზე.
- ამ პერიოდში შეწყვიტეთ თმის მოშორების ყველა სხვა მეთოდი.
- სეანსამდე ერთი დღით ადრე შეწყვიტეთ სპირტის შემცველი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.
პროცედურის წინ არ შეიძლება კოსმეტიკის გამოყენება.

ჩასაწერად Direct-ში ან ნომერზე 511 16 69 16 🤍

სპეციალისტის გაცნობა💙ვაგრძელებთ რუბრიკას "ლაზეროთერაპევტის გაცნობა" და დღეს მოგიყვებით ჩვენი მაიკოს შესახებ 🥰მაიკო მუშაო...
26/12/2023

სპეციალისტის გაცნობა💙

ვაგრძელებთ რუბრიკას "ლაზეროთერაპევტის გაცნობა" და დღეს მოგიყვებით ჩვენი მაიკოს შესახებ 🥰

მაიკო მუშაობს Kaiser Epilation-ის გლდანის და საბურთალოს სტუდიაში.

სამუშაო დღეები გლდანის სტუდიაში: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა.
საბურთალოს სტუდიაში: ხუთშაბათი.

ყველაზე მთავარი, რაც მაიკოს შესახებ უნდა იცოდეთ - ძალიან მხიარული და მეგობრულია, ყოველთვის უხარია ახალი სტუმრების მიღება და განსაკუთრებული სითბოთი უდგება ყველას, ვინც მასთან ბრუნდება ისევ და ისევ. ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ სასურველი შედეგის მიღწევაში და შეგიქმნათ სიმყუდროვისა და ზრუნვის ატმოსფერო პროცედურის დროს.

არასდროს მოგერიდოთ მიმართოთ მაიკოს კონსულტაციისთვის და ლაზერული ეპილაციის პროცედურაზე ჩასაწერად - ის სიამოვნებით გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დარჩეთ კმაყოფილი როგორც პროცესით, ასევე შედეგით.

ასე რომ, თუ ეძებთ ლაზერული ეპილაციის კვალიფიციურ სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს არამარტო ამოცანას, არამედ შეგიქმნათ კარგი განწყობა - მიმართეთ მაიკოს!

სპეციალისტი მაიკო გელოდებათ პროცედურაზე Kaiser Epilation-ის გლდანის და საბურთალოს სტუდიაში 💙

ჩვენთვის ყველაზე ღირებულია ჩვენი სტუმრების გამოხმაურება 🥰გმადლობთ, რომ გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები ლაზერული ეპილაციის ეფე...
13/09/2023

ჩვენთვის ყველაზე ღირებულია ჩვენი სტუმრების გამოხმაურება 🥰
გმადლობთ, რომ გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები ლაზერული ეპილაციის ეფექტის შესახებ ✨

მადლობა ნდობისთვის 💙

სპეციალისტის გაცნობა💙ვაგრძელებთ რუბრიკას "ლაზეროთერაპევტის გაცნობა" და დღეს მოგიყვებით ჩვენი ელას შესახებ 🥰ელა მუშაობდა ...
12/09/2023

სპეციალისტის გაცნობა💙

ვაგრძელებთ რუბრიკას "ლაზეროთერაპევტის გაცნობა" და დღეს მოგიყვებით ჩვენი ელას შესახებ 🥰

ელა მუშაობდა Kaiser Epilation-ის საბურთალოს სტუდიაში, მაგრამ ამჟამად მუშაობს ახალ სტუდიაში, Station Square-ზე.

ელა - ლაზერული ეპილაციის გამოცდილი სპეციალისტია, გავლილი აქვს Kaiser აპარატზე მუშაობის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.

ელას სტუმრები დარწმუნებულები არიან პროცედურის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში. ის დეტალურად ხსნის პროცედურის თითოეულ ნაბიჯს იმისთვის, რომ სტუმარმა თავი იგრძნოს კომფორტულად.

ელა სტუმრებს უდგება ინდივიდუალურად, რომ თითოეულმა მიიღოს გაცილებით ეფექტური შედეგი.

პროცედურა სპეციალისტ ელასთან - ეს ნაბიჯია ლამაზი და გლუვი კანისკენ. ის დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ არასასურველი თმისგან ხანგრძლივი ვადით და დაიბრუნოთ თავდაჯერებულობა. სტუმრებს შეუძლიათ სრულიად ენდონ მის პროფესიონალიზმს, იცოდნენ, რომ ისინი საიმედო ხელში არიან.

გიწვევთ ლაზერულ ეპილაციაზე Kaiser Epilation-ში Station Square-ზე, სპეციალისტ ელასთან💙

Kaiser Epilation-ის გახსნა სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" (მეტრო სადგურის მოედანი) 🥳მოხარულები ვართ გაცნობოთ Kaiser Epilatio...
10/09/2023

Kaiser Epilation-ის გახსნა სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" (მეტრო სადგურის მოედანი) 🥳

მოხარულები ვართ გაცნობოთ Kaiser Epilation-ის სტუდიების ქსელის ახალი ფილიალის გახსნა, მეტრო სადგურის მოედანთან.

აქ თქვენ შეძლებთ მიიღოთ ლაზერული ეპილაციის ხარისხიანი მომსახურება ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების და პროფესიონალური აღჭურვილობის მეშვეობით.

ასევე, გახსნასთან დაკავშირებით გთავაზობთ აქციას "მთლიანი სხეული ქალბატონებისთვის" - სულ რაღაც 49 ლარი!

არ გაუშვა შესაძლებლობა გახდე უფრო ლამაზი და თავდაჯერებული, Kaiser Epilation-თან ერთად.🩵

რა ჩავიცვათ ეპილაციის პროცედურაზე?საჭირო რეკომენდაციები, რომლების დაცვასაც გირჩევთ:* თავისუფალი და რბილი სამოსი, რომელიც...
08/09/2023

რა ჩავიცვათ ეპილაციის პროცედურაზე?

საჭირო რეკომენდაციები, რომლების დაცვასაც გირჩევთ:

* თავისუფალი და რბილი სამოსი, რომელიც მთლიანად დაფარავს იმ ნაწილს, სადაც უნდა ჩატარდეს პროცედურა. ეს იმისთვის, რომ დაცული იყოთ მზის სხივების, მტვრის და სხვა გარემო ფაქტორებისგან.

* ატარეთ მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილის სამოსი (ბამბა, სელი).

* სამოსი უნდა იყოს სუფთა, მსუნთქავი და სხეულისთვის სასიამოვნო, რომ არ გააღიზიანოს კანი პროცედურის შემდეგ.

* პროცედურის დღეს თავი შეიკავეთ სინთეტიკური ქსოვილის ტარებისგან! ის გამოიწვევს კანის გაღიზიანებას, ქავილს და გამონაყარს პროცედურის შემდეგ.

Kaiser Epilation ეს არის:უსაფრთხო: უნიკალური ქართულ- შვეიცარული ხარისხი. აპარატი შეესაბამება ყველა სტანდარტს და აქვს ევრ...
07/09/2023

Kaiser Epilation ეს არის:

უსაფრთხო: უნიკალური ქართულ- შვეიცარული ხარისხი. აპარატი შეესაბამება ყველა სტანდარტს და აქვს ევროკავშირის CE სერთიფიკატი

ეფექტური: ჩვენი სტუდიის სტუმრების 98% კმაყოფილია შედეგით უკვე 2-3 პროცედურის შემდეგ

კომფორტული: ყოველდღიურად ჩვენ ვხდებით უფრო სრულყოფილები და ვაუმჯობესებთ ჩვენი სტუდიების მომსახურების ხარისხს იმისთვის, რომ ლაზერული ეპილაციის პროცედურამ დაგიტოვოთ მხოლოდ დადებითი ემოციები

ხელმისაწვდომი: აქციის წყალობით ,,მთლიანი სხეული - 49 ლარი" ნებისმიერ ქალბატონს ეძლევა საშუალება ჩაიტაროს ამდენად მნიშვნელოვანი პროცედურა.

ლაზერული ეპილაცია მამაკაცებისთვის.ვატარებთ თუ არა პროცედურას მამაკაცებისთვის? - დიახ!მამაკაცებს შორის სულ უფრო დიდი პოპუ...
08/08/2023

ლაზერული ეპილაცია მამაკაცებისთვის.

ვატარებთ თუ არა პროცედურას მამაკაცებისთვის? - დიახ!

მამაკაცებს შორის სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ლაზერული ეპილაცია. ყველაზე პოპულარული ზონებია: სახე, იღლიები, კისერი, მკერდი, ზურგი, ბიკინი.

ლაზერული ეპილაცია საშუალებას იძლევა უარი თქვათ პარსვაზე, ჩაზრდილ თმაზე, გაჭრილ კანსა და არასასურველ თმაზე.

როგორც ბონუსი - მამაკაცებს თმა უფრო მუქი და ხშირი აქვთ, ამიტომ ლაზერი მათ უკეთ ხედავს.

Kaiser Epilation-ში გთავაზობთ მამაკაცის ყველა ზონის ეპილაციას. ჩვენი პროფესიონალების გუნდი პროცედურას ატარებს სწრაფად და უმტკივნეულოდ, უზრუნველყოფენ მაქსიმალურ კომფორტს ჩვენი სტუმრებისთვის.

ჩვენ ასევე გთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული სტუმრისთვის, ვითვალისწინებთ მისი კანისა და თმის თავისებურებებს. ჩვენ გაძლევთ უსაფრთხოების და პროცედურის ეფექტურობის გარანტიას.

ჩვენთან მოქმედებს აქციები მამაკაცის ლაზერულ ეპილაციაზე:

🔥 129 ლარი 249 ლარის ნაცვლად - მთლიანი სხეული ბიკინის ზონის ჩათვლით

🔥 99 ლარი 199 ლარის ნაცვლად - მთლიანი სხეული ბიკინის ზონის გამოკლებით

გელოდებით პროცედურაზე Kaiser Epilation-ში 💙

ლაზერული ეპილაცია და რუჯი |როგორ იქცევა კანი მზის აქტიური ინსოლაციის პერიოდში?ლაზერული ეპილაცია და ახალი რუჯი სრულიად შე...
05/08/2023

ლაზერული ეპილაცია და რუჯი |
როგორ იქცევა კანი მზის აქტიური ინსოლაციის პერიოდში?

ლაზერული ეპილაცია და ახალი რუჯი სრულიად შეუთავსებელია.

ლაზერის სხივს შეუძლია დაშალოს მელანინი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს თმა და მცირე რაოდენობით - კანი. რუჯის დროს კანი მუქდება და მასში იზრდება მელანინის შემცველობა. შედეგად იზრდება მისი ლაზერის სხივისადმი მიმღებლობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერპიგმენტაცია ან დამწვრობა.

მსგავსი შედეგის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

▪5-7 დღე პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ გამორიცხეთ ყველა სახის რუჯი.
▪ თუ ეპილაცია ტარდება ზაფხულის პერიოდში, ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი 30-50 SPF-ფაქტორით.

ზაფხული - არ არის ლაზერული ეპილაციის პროცედურაზე უარის თქმის მიზეზი. მთავარია შეასრულოთ ყველა რეკომენდაცია და დატკბეთ კანის სიგლუვით.

თქვენზე და თქვენს ჯანმრთელობაზე მზრუნველი, Kaiser Epilation.

[РУС] ⬇️ჩვენთვის ყველაზე ღირებულია ჩვენი სტუმრების გამოხმაურება 🥰გმადლობთ, რომ გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები ლაზერული ეპილა...
02/08/2023

[РУС] ⬇️

ჩვენთვის ყველაზე ღირებულია ჩვენი სტუმრების გამოხმაურება 🥰
გმადლობთ, რომ გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები ლაზერული ეპილაციის ეფექტის შესახებ ✨

მადლობა ნდობისთვის 💙

__

Для нас самое ценное - это обратная связь от наших гостей 🥰
Спасибо Вам, что делитесь впечатлениями от эффекта после лазерной эпиляции ✨
Спасибо за ваше доверие 💙

აპარატი Kaiser Laser გამოირჩევა არასასურველი თმის მოცილების მაღალი ეფექტურობით და უსაფრთხოებით.SHR ტექნოლოგია საშუალებას...
20/07/2023

აპარატი Kaiser Laser გამოირჩევა არასასურველი თმის მოცილების მაღალი ეფექტურობით და უსაფრთხოებით.

SHR ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ლაზერული ეპილაციის პროცედურა ჩატარდეს სწრაფად, ტკივილის გარეშე და მაღალი ეფექტურობით. ის დაფუძვნებულია თმის ფოლიკულის განსაზღვრულ ტემპერატურამდე გათბობის პრინციპზე, რაც იწვევს მის რღვევას და ხელს უშლის თმის განმეორებით ზრდას (გამოიყენება ენერგიის შედარებით დამზოგველი, მაგრამ მაღალი სიხშირის იმპულსები. ლაზერული ეპილაციის ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ექსპონენციალურად გათბეს თმის ღერი და სწრაფი იმპულსების წყალობით ენერგია დაგროვდეს მასში, შედეგად მოხდეს მისი განადგურება).

Kaiser Laser აპარატში ლაზერის ტალღების სხვადასხვა სიგრძის კომბინაცია (ალექსანდრიტი, დიოდი და ნეოდიმი) საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ოპტიმალური შედეგი სხვადასხვა ტიპის კანსა და თმაზე.

აპარატი Kaiser Laser ასევე შეიცავს გაგრილების სისტემას COOLING PRO 2.0, რომელიც ამცირებს დისკომფორტს და იცავს კანს შესაძლო დამწვრობის ან გაღიზიანებისგან. ამიტომ, ამ აპარატის გამოყენებით ჩატარებული ჰიბრიდული ლაზერული ეპილაციის პროცედურა არის კომფორტული და უსაფრთხო ყველა სტუმრისთვის.

თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ ლაზერული ეპილაციის პროცედურაზე ან კონსულტაციაზე ჩაწერა, მოგვწერეთ პირადში ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 511 16 69 16

Address

Kazbegi Avenue, 43
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 10:00 - 21:00
Tuesday 10:00 - 21:00
Wednesday 10:00 - 21:00
Thursday 10:00 - 21:00
Friday 10:00 - 21:00
Saturday 10:00 - 21:00
Sunday 10:00 - 21:00

Telephone

+995514646464

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Epilprofi - ეპილპროფი - ლაზერული ეპილაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share