14/07/2020
🌿 თიაქარი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს განეკუთვნება. პოტენციური თიაქარის მატარებელია ყოველი მე–4 – მე-5 მოსახლე. მიუხედავად ასაკისა და სქესისა, მარტივად რომ ვთქვათ, თიაქარისგან დაზღვეული არავინაა.
🍀არსებობს სხვადასხვა სახის თიაქარი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია მუცლის თიაქარი. ეს არის მუცლის ბუნებრივი, ან პათოლოგიური ხვრელებიდან, მენჯის ფსკერიდან, დიაფრაგმიდან პერიტონეუმით დაფარული ორგანოების კანქვეშ გამოსვლა. თიაქარის კომპონენტებია: თიაქრის პარკი, თიაქრის კარი და თიაქრის შიგთავსი (მუცლის ღრუს ორგანოები). დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვით მუშაობა, სიმძიმეების აწევა და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორი