25/08/2026
⚠️ სპორტსმენებო, ნუ შეხვალთ შეცდომაში!
არ ენდოთ დაპირებას, რომ ექიმი, ნუტრიციოლოგი ან სხვა სპეციალისტი ჩვეულებრივი სისხლისა თუ შარდის ანალიზებით შეძლებს წინასწარ დაადგინოს, „არის თუ არა დოპინგი თქვენს ორგანიზმში“ ან როდის აღარ იქნება აკრძალული ნივთიერება გამოვლენადი.
🔬 WADA-ს მიერ აკრედიტებული ანტიდოპინგური ლაბორატორიები მუშაობენ სპეციალიზებული, უახლესი ტექნოლოგიებითა და მაღალმგრძნობიარე ანალიტიკური მეთოდებით, რომლებსაც შეუძლიათ აკრძალული ნივთიერებების, მათი მეტაბოლიტებისა და შესაბამისი მარკერების აღმოჩენა ძალიან დაბალ კონცენტრაციებშიც კი.
ჩვეულებრივ კლინიკურ ლაბორატორიაში მიღებული „სუფთა“ პასუხი არ ნიშნავს, რომ ანტიდოპინგური ტესტიც უარყოფითი იქნება.
❗ ასევე არ არსებობს უნივერსალური „გამოდევნის ვადა“. ნივთიერების აღმოჩენის შესაძლებლობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი — კონკრეტული ნივთიერება, დოზა, გამოყენების ხანგრძლივობა, ინდივიდუალური მეტაბოლიზმი, ნიმუშის ტიპი და გამოყენებული ანალიტიკური მეთოდი.
არ გარისკოთ კარიერა მცდარი გარანტიების გამო.
სპორტსმენი თავად არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მის ორგანიზმში აღმოჩნდება.
სუფთა სპორტი იწყება ინფორმირებული გადაწყვეტილებით.