13/07/2026
🌿🦷 ექიმი-პაროდონტოლოგი: მეგი ფუტკარაძე💚
🌿🦷პაციენტმა მოგვმართა ძლიერი ტკივილებით, ღრძილების არეში, დიაგნოზი- გამწვავებული ღრძილების ანთება, რაც პროვოცირებული იყო გვირგვინების არასწორი კიდეებით და იმ პერიოდში პაციენტის მძიმე სტრესით.
მკურნალობა დავიწყეთ მომართვის დღიდან, პაციენტს ჩაუტარდა პაროდინტოლოგიური მკურნალობა, ასევე ჩამოვხსენით ძველი მეტალოკერამიკის გვირგვინები (რომელიც მხოლოდ 3 წლის წინ ჰქონდა გაკეთებული) და ჩავუსვით ლაბორატორიული დროებით გვირგვინები, რომელის კონტურზეც ადაპტირდა უკვე ჯანმრთელი ღრძილი, 3 კბილის მიდამოში ჩავატარეთ გინგივექტომია (ღრძილის მოკვეთა) რათა ღიმილის ხაზი გაგველამაზებინა.
შედეგს თქვენც ხედავთ და ჯერ მხოლოდ პროცესში ვართ, საბოლოო შედეგი იქნება მალე, უკვე მუდმივი ცირკონოკერამიკის გვირგვინებით, თუმცა მანამდე, გვინდოდა გაგვეზიარებინა პაროდონტოლოგიის ძალა ასეთ კრიტიკულ შემთხვევებში.