ოპტიმალი • ხერხემლის სარეაბილიტაციო კაბინეტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ოპტიმალი • ხერხემლის სარეაბილიტაციო კაბინეტი

ოპტიმალი • ხერხემლის სარეაბილიტაციო კაბინეტი ხერხემლის დაავადებების ეფექტური მკურნალობა

05/07/2025

სიახლე ‼️ გთავაზობთ 3 პროგრამიან ლიმფოდრენაჟის აპარატს ზედა კიდურზე ლიმფოსტაზის პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის სახლის პირობებში. აპარატი შედგება კომპრესორის და 1ცალი ხელის მანჟეტისგან, (ზომა-L ან XL). მოყვება გამოყენების ინსტრუქცია. ძალიან მარტივია სამართავად. კომპაქტურია და ადვილად ტრანსპორტირებადი. ფასი 270 ლარი. ქარხნის გარანტია 1 წელი. 599 47 30 75
❗️ აქტუალურია ონკოპაციენტებისთვის მასტექტომიის (ძუძუს კვეთის) შემდგომ პერიოდში, როდესაც ზიანდება იღლიის ფოსოს ლიმფური კვანძები. გამოიყენეთ მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად. პროცედურის წინ მოიხსენით ხელიდან ბეჭედი და სხვა სამკაულები.
❗️ ისევე, როგორც ნებისმიერ ფიზიოთერაპიულ მოწყობილობას, ლიმფოდრენაჟის აპარატსაც გააჩნია გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები. სარგებლობის წინ აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
🔻 ლიმფოდრენაჟის პროცედურის დროს მანჟეტში ჩატუმბული ჰაერის მეშვეობით ხდება ხელის მიდამოდან შეგუბებული ლიმფის გამოდევნა-დრენირება. შედეგად- მცირდება შეშუპება, ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება, უმჯობესდება ხელის ფუნქცია. პროცედურის წინ რეკომენდებულია 10-15 წუთით კიდურის მოსვენება. მანჟეტში ჰაერის წნევა არ უნდა იწვევდეს ტკივილის შეგრძნებას. პროცედურების დაწყება უმჯობესია წნევის მინიმალური მაჩვენებლებიდან 70-80 მმ ვცწყ სვ. და მისი თანდათან გაზრდა კომფორტულ დონემდე.
🔻 რეკომენდებულია -ლიმფოდრენაჟის პროცედურების ჩატარება კურსებად (1 კურსი - 10-15 პროცედურა) კვირაში 2-3ჯერ სიხშირით. კურსებს შორის აუცილებელია შესვენების გაკეთება.
🔻 ეფექტის გასაძლიერებლად, შესაძლებელია ლიმფოდრენაჟის პროცედურის კომბინირება მასაჟთან და კომპრესიული სახელოსთან. თავბრუსხვევის ან დისკომფორტის სხვა შეგრძნებისას პროცედურა უნდა შეწყდეს. ლიმფის გაძლიერებული დრენირება მოითხოვს სითხის შევსებას- ადამიანმა პროცედურების შემდეგ უნდა მიიღოს მეტი სითხე.
🔻 აპარატული ლიმფოდრენაჟის უპირატესობებია:
პროცედურების დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობა სახლის პირობებში და სასურველ დროს, მკურნალობის ფინანსური ხარჯის შემცირება.
🔻 ლიმფოდრენაჟის რეგულარული პროცედურები ხელს უშლის ლიმფოსტაზის გამწვავებას, ლიმფედემის და ტროფიკული წყლულის წარმოქმნას, ასევე, სხვადასხვა ინფექციური პროცესების წარმოშობას, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და აღადგენს ხელის ფუნქციას.
გისურვებთ ჯანმრთელობას ❤️

07/03/2025

Address

ვაჟა ფშაველას გამზირი N17
Tbilisi
0160

Telephone

+995599473075

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ოპტიმალი • ხერხემლის სარეაბილიტაციო კაბინეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share