კომპანია აზადენტფარმა საქართველოს ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა და საკმაოდ მოკლე დროში დაიმკვიდრა თავი, შეძლო კონკურენცია გაეწია მომხმარებლებისთვის უკვე ნაცნობი და პოპულარული პირის ღრუს საშუალებებისთვის.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველ მომხმარებლებს მივცეთ საშუალება გამოიყენონ უმაღლესი ხარისხის, ლაბორატორიულად შემოწმებული პირის ღრუს მოვლის და სამკურნალო საშუალებები.
ხარისხი არის ის მთავარი ელემენტი, რომლის საშუალებითაც ჩვენმა პროდუქტებმა მოკლე დროში მიაღწიეს წარმატებას. ჩვენს პროდუქციას რეკომენდაციას უწევენ პროფესიონალი სტომატოლგები და დარგის საუკეთესო სპეციალისტები.
აზადენტფარმა საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია ინტერმედის პირის ღრუს მოვლის საშუალებებით. პროდუქცია წარმოებულია ინტერმედის ქარხანაში. როგორც იცით, ინტერმედი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქარხანა ამ მიმართულებით. აქ მუდმივად მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები და ლაბორატორიულად მოწმდება სხვადასხვა ნედლეული.
გარდა ამისა, იგი აკმაყოფილებს ევროპული ხარისხის ყველა ნიშანს, მუდმივად ფეხს უწყობს ფარმაცევტულ და კოსმეტიკური ტექნოლოგიის ახალ ტენდენციებს, რაც უზრუნველყოფს კომპანიის ინდუსტრიული განვითარების და ინოვაციების სათავეებში ყოფნას.