Georgian Society of Cardiology

Georgian Society of Cardiology საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება წარმოადგენს პროფესიონალების ნებაყოფლობით გაერთიანებას.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება წარმოადგენს პროფესიონალების ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის საქმიანობა წარიმართება არამომგებიანი ორგანიზაციის პრინციპებით. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება არის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, იზიარებს მის ძირითად პრინციპებს და მოქმედებს მისი რეკომენდაციების შესაბამისად. საზოგადოების მისია: საქართველოში კარდიოვასკულარური დაავადებებით გამოწვეული ავადობის, ინვალიდიზაციისა და ლეტალობის შემცირების ხელშეწყობა.

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი წელს, 28–31 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება.კონგრეს...
24/08/2026

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი წელს, 28–31 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება.

კონგრესში წელსაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება.

საზოგადოების სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ კოლეგებს და ნაყოფიერ, საინტერესო და წარმატებულ მონაწილეობას ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიურ კონგრესზე!

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინიციატივით ვაგრძელებთ საგანმანათლებლო ონლაინ აქტივობას  სამედიცინო სფეროს წარმომად...
20/08/2026

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინიციატივით ვაგრძელებთ საგანმანათლებლო ონლაინ აქტივობას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და პაციენტებისთვის.

გთავაზობთ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების სამუშაო ჯგუფის "ორსულობა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები" მიერ მომზადებულ დოკუმენტს.

⚠️ დოკუმენტი იხილეთ ბმულზე:
https://drive.google.com/file/d/1ouoGV59xXmHbo44MgqyZF8hJWc37KVWe/view?usp=sharing

ორსულობა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მნიშვნელოვანი ჰემოდინამიკური დატვირთვის პერიოდია. თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად გვხვდება ორსულობა ქალებში, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი ან შეძენილი გულ-სისხლძარღვთა დაავადება, რის შედეგადაც იზრდება სპეციალიზებული კარდიო-მეან-გინეკოლოგიური დახმარების საჭიროება.

ვინაიდან ორსულობის პერიოდში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ხშირად მოითხოვს ინდივიდუალურ რისკის შეფასებასა და კოორდინირებულ მართვას, ასეთ პაციენტებს სჭირდებათ მაღალი დონის მეთვალყურეობა ორსულობამდე, ორსულობისას, მშობიარობისას და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

„ორსულობა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები“ სამუშაო ჯგუფი ქმნის თანამშრომლობის პლატფორმას კარდიოლოგებსა და სხვა შესაბამის სპეციალისტებს შორის, რომელთა საერთო ინტერესის სფეროა: კარდიო-მეან-გინეკოლოგია, კლინიკური კარდიოლოგია, არითმიები, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, თანდაყოლილი და შეძენილი გულის დაავადებები.
სამუშაო ჯგუფი ხელს უწყობს საგანმანათლებლო მასალების და კლინიკური გამოცდილების გაზიარებას და საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებული პრაქტიკის დანერგვას.

ჩვენი მიზანია დედისა და ნაყოფის უსაფრთხოების გაუმჯობესება, ორსულობამდე სწორი შეფასების სრულყოფა და მულტიდისციპლინური მოვლის განვითარება.

ჯგუფის ხელმძღვანელი: ლელა კოპალეიშვილი, კარდიოლოგი, თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი (PhD), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი
სამუშაო ჯგუფის წევრები: ლალა კაპანაძე, თეონა აბრამიშვილი, ელისო წაქაძე, მარიამ ლომიძე

15/08/2026

მოგესალმებით სასიამოვნო სიახლით!
ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება (ESC) ეროვნული საზოგადოებების პრეზიდენტებს შესაძლებლობას აძლევს, წარადგინონ გამორჩეული პროფესიონალების კანდიდატურები ESC Fellowship (FESC)-ის სტატუსის მისაღებად სამეცნიერო, კლინიკურ და საექთნო მიმართულებებში.
FESC-ის სტატუსზე წარდგენილი კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ განსაზღვრულ მკაცრ კრიტერიუმებს.
❗ გთხოვთ, სამეცნიერო მიმართულებით FESC-ის კანდიდატურის წარდგენის მსურველებმა დოკუმენტაცია გამოგზავნოთ კარდიოლოგთა საზოგადოების ელფოსტაზე: [email protected]

📌 საჭირო დოკუმენტაცია
სამეცნიერო მიმართულება:
მოკლე CV; აკადემიური დიპლომის ასლი (MD, PhD ან შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი);
გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი, სათაურებისა და შესაბამისი ბმულების მითითებით;
პუბლიკაციებიდან მინიმუმ 5 უნდა იყოს გამოქვეყნებული რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში, სადაც კანდიდატი არის პირველი ან ბოლო ავტორი;
წარმოდგენილი პუბლიკაციები აუცილებელია ეხებოდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

კლინიკური მიმართულება:
მოკლე CV;
აკადემიური დიპლომის ასლი;
მინიმუმ 3 სამეცნიერო პუბლიკაციის ჩამონათვალი, სათაურებისა და შესაბამისი ბმულების მითითებით;
წარმოდგენილი პუბლიკაციები უნდა ეხებოდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და გამოქვეყნებული იყოს რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში;
კანდიდატი პუბლიკაციებში უნდა იყოს პირველი ან ბოლო ავტორი;
გთხოვთ, ასევე მიუთითოთ პრიორიტეტული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალები, რომლებშიც თქვენი სამეცნიერო საქმიანობაა წარმოდგენილი.

საექთნო მიმართულება:
მოკლე CV;
შესაბამისი აკადემიური დიპლომის ასლი;
აუცილებელია მინიმუმ 3 წლის კლინიკური გამოცდილება სერტიფიცირებული კარდიოლოგის/კარდიოლოგიის საექთნო მიმართულებით;

სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 2 გვერდისა), რომელშიც აღწერილი და დასაბუთებული უნდა იყოს ESC-ის მისიაში თქვენი წვლილი მინიმუმ ორი მიმართულებით:

ა) პროფესიული ხელმძღვანელობა (მაგ.: უფროსი ექთანი);
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) ადვოკატირება;
დ) პროფესიული წევრობა.

📄 მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ განაცხადების სიმრავლის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს პროფესიული გამოცდილებით, აკადემიური ხარისხითა და სტატიების რაოდენობით.
⏰ დოკუმენტაციის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 10 სექტემბერი

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოთხოვნებს და დოკუმენტაცია სრულად და დროულად წარმოადგინოთ.

გისურვებთ წარმატებებს და ნაყოფიერ სამეცნიერო და პროფესიულ საქმიანობას!

ESC-ის „EuroAsia“-ს სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს ESC-ის რეგიონულ ინიციატივას, რომელიც აერთიანებს კარდიოლოგიის ეროვნულ საზოგ...
11/07/2026

ESC-ის „EuroAsia“-ს სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს ESC-ის რეგიონულ ინიციატივას, რომელიც აერთიანებს კარდიოლოგიის ეროვნულ საზოგადოებებს სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. მისი ძირითადი მიზნებია:
აღნიშნულ საზოგადოებებთან თანამშრომლობის გაძლიერება,ასევე ESC-ის საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაცია, ლიდერულ დონეზე გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება ვორქშოფების და შეხვედრების მეშვეობით.

10 ივლისს ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) ეგიდით გაიმართა 1st Summit of the ESC EuroAsia Task Force, სამიტი ონლაინ რეჟიმში გაიხსნა ESC პრეზიდენტის პროფესორ თომას ლუშერისა და არჩეული პრეზიდენტის პროფესორ სესილია ლინდას მიერ. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ეგიდით წარმოვადგინეთ ორი მოხსენება:

Strengthening training and education across ESC EuroAsia Countries - Rusudan Agladze

Communication, media and advocacy - Sophio Ungiadze

და ერთი მოდერაცია ახალგაზრდა კარდიოლოგთა სექციაში:
The ESC guideline challenge- Mariam Lomidze.

მსგავსი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ESC-თან უფრო მჭიდრო და სასარგებლო თანამშრომლობისთვის.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში კარდიოლოგიის სწავლების პროგრამებში და ბაზისურ კურიკულუმში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორც...
10/07/2026

ბოლო ათწლეულების განმავლობაში კარდიოლოგიის სწავლების პროგრამებში და ბაზისურ კურიკულუმში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. სამეცნიერო აქტივობა და კლინიკური თუ ექსპერიმენტული კვლევის საფუძვლების სწავლება თანამედროვე კარდიოლოგიის სასწავლო პროგრამის განუყოფელ ნაწილად იქცევა.
კვლევითი საქმიანობა ხელს უწყობს ახალგაზრდა ექიმის კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას, რაც მათ საშუალებას აძლევს, უკეთესად შეაფასონ სამედიცინო მტკიცებულებები და მიიღონ უფრო ზუსტი კლინიკური გადაწყვეტილებები.

4 ივლისს, ავთანდილ ჯორბენაძის მემორიალური რეზიდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია ჩატარდა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების უშუალო მხარდაჭერით.
კონფერენცია უკვე მესამე წელია ტარდება და ყოველწლიურად აერთიანებს
ახალგაზრდა ექიმებს, რეზიდენტებსა და დარგის წამყვან სპეციალისტებს, რაც ცოდნის, გამოცდილებისა და თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.

ღონისძიების მთავარი მიზანი ახალგაზრდა ექიმების სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა, კვლევითი ინტერესის გაძლიერება, პროფესიული განვითარების, ანალიტიკური აზროვნების, სამეცნიერო პრეზენტაციისა და დისკუსიის კულტურის წახალისებაა.
წელს ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა: მარიტა რუხაძე, რუსუდან პატარქალიშვილი და გიორგი ბაზერაშვილი.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინიციატივით სამივე გამარჯვებულს ESC-ის 2027 წლის კონგრესზე უფასო რეგისტრაციის საშუალება მიეცემა.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების სახელით ვულოცავთ გამარჯვებულებს და კონფერენციის ყველა მონაწილეს და პროფესიულ წარმატებებს ვუსურვებთ!

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების სახელით ყველა კარდიოლოგს და კარდიოლოგიის რეზიდენტს ვულოცავთ კარდიოლოგთა საერთაშორის...
06/07/2026

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების სახელით ყველა კარდიოლოგს და კარდიოლოგიის რეზიდენტს ვულოცავთ კარდიოლოგთა საერთაშორისო დღეს!
გისურვებთ პროფესიულ წინსვლას და განვითარებას, ბევრ წარმატებას და მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს!

04/07/2026

Pharmaceuticals

02/07/2026

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ინიციატივითა და ურთიერთთანამშრომლობით, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების უშუალო მხარდაჭერითა მიმდინარე წლის 4 ივლისს უკვე რიგით მესამედ გაიმართება ავთანდილ ჯორბენაძის მემორიალურ რეზიდენტთა კონფერენცია.
შერჩეულ მოხსენებებს კარდიოლოგიის რეზიდენტები წარადგენენ ფართო აკადემიური საზოგადოების წინაშე. მათგან საუკეთესო მომხსენებელი დაჯილდოვდება.

დასწრება თავისუფალია.
მის.: სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატი. მე - 2 სართული. 4 ივლისი, 2026წ. 10სთ.

🔗 აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი: ecc.ge

🔗 ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი: angio.ge
🔗 საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება geosc.ge

წარმატებები ჩვენს კოლეგებს და საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციას! ყველა ასეთი აქტივობა უაღრესად მნიშვნელოვა...
28/05/2026

წარმატებები ჩვენს კოლეგებს და საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციას! ყველა ასეთი აქტივობა უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპულ პროფესიულ სივრცეში ჩვენი გამოცდილების გაზიარებისთვის.

26/05/2026

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინიციატივით ვიწყებთ ყოველთვიურ საგანმანათლებლო ონლაინ აქტივობას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და პაციენტებისთვის: https://geosc.ge/information-for-patients/

მაისის თვის განმავლობაში ფოკუსირება მოხდება კარდიოვასკულურ დაავადებზე ქალებში.

გთავაზობთ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების სამუშაო ჯგუფის მომზადებულ დოკუმენტს - „ორსულობა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები“ . აღნიშნული დაფუძნებულია ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების შესაბამის გზამკვლევზე და დეტალურად არის გაწერილი რჩევები ორსული პაციენტებისთვის.

ორსულობა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მნიშვნელოვანი ჰემოდინამიკური დატვირთვის პერიოდია. თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად გვხვდება ორსულობა ქალებში, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი ან შეძენილი გულ-სისხლძარღვთა დაავადება, რის შედეგადაც იზრდება სპეციალიზებული კარდიო-მეან-გინეკოლოგიური დახმარების საჭიროება.

ვინაიდან ორსულობის პერიოდში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ხშირად მოითხოვს ინდივიდუალურ რისკის შეფასებასა და კოორდინირებულ მართვას, ასეთ პაციენტებს სჭირდებათ მაღალი დონის მეთვალყურეობა ორსულობამდე, ორსულობისას, მშობიარობისას და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

„ორსულობა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები“ სამუშაო ჯგუფი ქმნის თანამშრომლობის პლატფორმას კარდიოლოგებსა და სხვა შესაბამის სპეციალისტებს შორის, რომელთა საერთო ინტერესის სფეროა: კარდიო-მეან-გინეკოლოგია, კლინიკური კარდიოლოგია, არითმიები, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, თანდაყოლილი და შეძენილი გულის დაავადებები.
სამუშაო ჯგუფი ხელს უწყობს საგანმანათლებლო მასალების და კლინიკური გამოცდილების გაზიარებას და საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებული პრაქტიკის დანერგვას.

ჩვენი მიზანია დედისა და ნაყოფის უსაფრთხოების გაუმჯობესება, ორსულობამდე სწორი შეფასების სრულყოფა და მულტიდისციპლინური მოვლის განვითარება.

ჯგუფის ხელმძღვანელი: ლელა კოპალეიშვილი, კარდიოლოგი, თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი (PhD), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი
სამუშაო ჯგუფის წევრები: ლალა კაპანაძე, თეონა აბრამიშვილი, ელისო წაქაძე, მარიამ ლომიძე

🔗 გაიდლაინი იხილეთ ბმულზე: https://geosc.ge/information-for-patients/

Address

Vazha-Pshavela 83/11
Tbilisi
0186

Opening Hours

10:00 - 18:00

Telephone

+995322508106

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Society of Cardiology posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Georgian Society of Cardiology:

Shortcuts

Share