19/07/2026
მართლა ასუქებს ვიტამინები?🥦🥭🍑
დავანგრიოთ ეს მითი მეცნიერული ფაქტებით❣️
ვიტამინები არ შეიცავს კალორიებს, ამიტომ მათ არ შეუძლიათ პირდაპირ გაზარდონ ან შეამცირონ სხეულის ცხიმი!
თუმცა, მათ შეუძლიათ ირიბი გავლენა მოახდინონ მეტაბოლიზმზე:
1. B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B3, B6, B12)
• B ჯგუფის ვიტამინები არიან კოფაქტორები ფერმენტული რეაქციებისთვის, რომლებიც ნახშირწყლებს, ცილებსა და ცხიმებს ენერგიად გარდაქმნიან.
• თუ თქვენ გაქვთ B12-ის ან ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, თქვენი უჯრედული მეტაბოლიზმი ნელდება, რაც იწვევს დაღლილობას და ფიზიკური აქტივობის შემცირებას. როცა დეფიციტს ვავსებთ, ენერგიის დონე იმატებს, რაც გვაძლევს მოტივაციას ვიმოძრაოთ — ეს კი იწვევს წონის კლებას.
2. ვიტამინი D
• კვლევები (მათ შორის The American Journal of Clinical Nutrition) ადასტურებს, რომ D ვიტამინის დაბალი დონე ასოცირდება ინსულინრეზისტენტობასთან და მუცლის ცხიმის დაგროვებასთან.
• D ვიტამინის ადეკვატური დონე აუმჯობესებს ინსულინისადმი მგრძნობელობას. როდესაც ორგანიზმი ინსულინს უკეთ პასუხობს, ცხიმების წვის პროცესიც უფრო ეფექტური ხდება.
3. ვიტამინი C, K, A, E -ს ეფექტი წონაზე ნეიტრალურია.
არ არსებობს „გასუქების“ ან „გახდომის“ ვიტამინი. არსებობს ორგანიზმის ჯანსაღი ბალანსი.
ვიტამინების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, მხოლოდ წონის კლების იმედით, არაეფექტური და ზოგჯერ საზიანოა.
ასევე სახიფათოა ვიტამინებზე უარის თქმა საჭიროების შემთხვევაში წონის მატების უსაფუძვლო შიშის გამო 🍒
#ენდოკრინოლოგია #ჯანმრთელობა #მტკიცებულებებზედაფუძნებულიმედიცინა #ვიტამინები