ნეირობალანსირების ცენტრი • NeuroBalance Center

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნეირობალანსირების ცენტრი • NeuroBalance Center

ნეირობალანსირების ცენტრი • NeuroBalance Center Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ნეირობალანსირების ცენტრი • NeuroBalance Center, Medical and health, Rafael Agladze Street 30 a, Tbilisi.

ნეირობალანსირების ცენტრი შეიქმნა მშობლისთვის, ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის საჭირო და აუცილებელი თერაპიების სრულფასოვანი , კომფორტული გარემოთი და დამოკიდებულებით. ცნობიერების ამაღლებისთვის და სულიერი, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, როგორც ბავშვებისთვის ასევე მათი მშობლებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ
სერვისები
რეაბილიტაცია აბილიტაციის პროგრამა
ადრეული განვითარების პროგრამა
ქცევითი თერაპია
მეტყველების თერაპია
მშობელთა გაძლიერების საათები
არტ-ჯგუფები
ჩვენი ინოვაციური პროგრამები
რებილიტოლოგთა მობილური ჯგუფები რომლებიც მოგაკითხავენ სახლში სარეაბილიტაციო ინვენტარით და დაგეხმარებიან პრობლემასთან გამკლავებაში. ( ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, თავის ტვინის და ზურგისტვინის ტრამვული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია, პოსტ ოპერაციული რეაბილიტაცია ენდოპროტეზირება მენისკექტომია, პოსტ ტრამვული რეაბილიტაცია)
მშობელთა გაძლიერების ჯგუფები
გარემო სადაც მშობელი, ბავშვები და მოზარდები თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობენ, სადაც შეუძლია გამოხატოს თავისი და ბავშვის საჭიროებები.

21/08/2026

იმისათვის, რომ დღის განმავლობაში თქვენმა პატარებმა დრო საინტერესოდ და მხიარულად გაატარონ, კიდევ ერთ აქტივობას გთავაზობთ ჩვენი ქცევითი თერაპევტისაგან

კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი 🙏🏻🩵
19/08/2026

კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი 🙏🏻🩵

🔹 ნეირობალანსირების ცენტრის ტრენინგ კურსი აღიარებულია საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მიერ.

🔹 ვულოცავთ ნეირობალანსირების ცენტრს და წარმატებებს ვუსურვებთ!

13/08/2026

🧊🐾 აქტივობა: „გაათავისუფლე ცხოველები ყინულიდან“

🎯 მიზანი:

ბავშვმა ყინულიდან გაათავისუფლოს გაყინული სათამაშო ცხოველები უსაფრთხო ხელსაწყოების გამოყენებით.

🧸 როგორ ჩავატაროთ აქტივობა?

🧊 1. წინასწარ ჩადეთ პლასტმასის ცხოველები წყალში და გაყინეთ.

🍽️ 2. აქტივობის დაწყებისას ამოიღეთ ყინულის ბლოკი და მოათავსეთ ლანგარზე.

🦁 3. აუხსენით ბავშვს, რომ მისი მისიაა ფრთხილად გაათავისუფლოს ყინულში „ჩარჩენილი“ ცხოველები.

🔨 4. მიეცით უსაფრთხო ჩაქუჩი და წაახალისეთ, ნელა და ფრთხილად დაამტვრიოს ყინული.

🐘 5. გათავისუფლებული ცხოველები დაათვალიერეთ, დაასახელეთ ან დააჯგუფეთ (ფერის, ზომის ან სახელობის მიხედვით).

🌱 რას ავითარებს ეს აქტივობა?

✨ წვრილ მოტორიკას
✨ თვალისა და ხელის კოორდინაციას
✨ ყურადღებასა და კონცენტრაციას
✨ პრობლემის გადაჭრის უნარს
✨ მოთმინებასა და მიზანდასახულობას
✨ სენსორულ აღქმას
✨ შემეცნებით უნარებს (ყინულის თვისებებისა და დნობის პროცესის გაცნობას)

⚠️ უსაფრთხოების რეკომენდაცია

👨‍👩‍👧 აქტივობა უნდა ჩატარდეს ზრდასრულის მეთვალყურეობით და გამოყენებული იყოს მხოლოდ ბავშვის ასაკისთვის შესაფერისი, უსაფრთხო ხელსაწყოები.

💛 ერთი შეხედვით მარტივი თამაში ბავშვებისთვის საინტერესო თავგადასავლად იქცევა, ხოლო მშობლებისთვის — შესაძლებლობად, თამაშის საშუალებით განუვითარონ შვილებს მნიშვნელოვანი უნარები.

09/08/2026

🚫4 გავრცელებული მითი აუტისტური სპექტრის შესახებ 🧩
იხილეთ მითები და რეალობა ჩვენს ვიდეოში 👇

💛 მშობლების გაძლიერების საათი ჭიათურის ფილიალში - შეხვედრა თბილისიდან მოწვეულ სპეციალისტებთან!ჩვენი ცენტრის თბილისის ფილ...
08/08/2026

💛 მშობლების გაძლიერების საათი ჭიათურის ფილიალში - შეხვედრა თბილისიდან მოწვეულ სპეციალისტებთან!

ჩვენი ცენტრის თბილისის ფილიალში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს „მშობლების გაძლიერების საათები“ - ახლა კი ამ შესაძლებლობას თქვენც გთავაზობთ! ✨

📅 12 აგვისტოს, 13:00 საათზე, გეპატიჟებით სპეციალურ შეხვედრაზე, სადაც თბილისიდან ჩამოსული გამოცდილი სპეციალისტები მშობლებს შეხვდებიან.

💬 ეს იქნება სივრცე და დრო, სადაც:

✨ შეძლებთ დასვათ თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მიიღოთ ამომწურავი, პროფესიონალური პასუხები;
🤝 გაიზიარებთ გამოცდილებას და მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს;
💛 მიიღებთ საჭირო მხარდაჭერას და გაძლიერდებით თქვენი შვილების განვითარების გზაზე.

📅 12 აგვისტო
🕐 13:00 საათი
📍 მისამართი: ფრანგიშვილის ქ. №9

გელოდებით თბილ და მხარდამჭერ შეხვედრაზე! 💛

უფასო კონსულტაციები ნეირობალანსირების ცენტრის ჭიათურის ფილიალშიგაქვთ კითხვები თქვენი ბავშვის ქცევასა და განვითარებასთან ...
07/08/2026

უფასო კონსულტაციები ნეირობალანსირების ცენტრის ჭიათურის ფილიალში

გაქვთ კითხვები თქვენი ბავშვის ქცევასა და განვითარებასთან დაკავშირებით? გსურთ მიიღოთ პროფესიონალური რჩევები გამოცდილი სპეციალისტებისგან?

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 12 აგვისტოს ჩვენს ცენტრში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ თბილისიდან მოწვეული მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები:

🔹 ქრისტინე საკანდელიძე — კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი
🔹 ნათია უსტიაშვილი — კლინიკური ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი
🔹 მარიამ ხონელიძე — განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, ადრეული განვითარების თერაპევტი
🔹 თამარ ზარდიაშვილი — კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქცევითი თერაპევტი

ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ მიიღოთ პირველადი კონსულტაცია, პროფესიული რეკომენდაციები და დასახოთ თქვენი ბავშვის განვითარების სწორი გზა.

📅 თარიღი: 12 აგვისტო
📍 მისამართი: ჭიათურა, ფრანგიშვილის ქ. №9

⚠️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

📩 ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით:
📞 574 08 67 55

20/07/2026

ჭიათურაში, ფრანგიშვილის ქუჩა N 9-ში ნეირობალანსირების ცენტრის ფილიალი გაიხსნა.
ცენტრში, აუტიზმის სპექტრისა და სხვადასხვა განვითარების სირთულის მქონე ბავშვები, ადრეული დახმარებისა და ინდივიდუალური თერაპიების მიღებას კვალიფიციური, მრავალპროფილური გუნდის მეშვეობით შეძლებენ

✅ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598299080

15/07/2026

ხატია სიჭინავა მისთვის ხშირად დასმულ კითვებს პასუხობს

სადიაგნოსტიკო დღე  “ნეირო ბალანსირებაში“ — უფასო კონსულტაცია ბავშვთა რეაბილიტოლოგთან!დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ ჭიათუ...
13/07/2026

სადიაგნოსტიკო დღე “ნეირო ბალანსირებაში“ — უფასო კონსულტაცია ბავშვთა რეაბილიტოლოგთან!
დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ ჭიათურის ახალი ფილიალის გახსნის აღსანიშნავად, 22 ივლის , ჩვენი ცენტრის დირექტორი, მაგდა მუმლაძე, 8 წლის გამოცდილების მქონე რეაბილიტოლოგი და ფიზიკური თერაპევტი, ჩაატარებს სრულად უფასო კონსულტაციებს პატარებისთვის!
🤔 რატომ არის ეს კონსულტაცია აუცილებელი თქვენი შვილისთვის?
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევები ადრეულ ასაკში ხშირად შეუმჩნეველია, თუმცა დროული რეაგირება ბავშვის ჯანსაღი მომავლის გარანტიაა
🩺 რას მოიცავს უფასო კონსულტაცია?
კონსულტაცია მოიცავს ბავშვის მდგომარეობის დეტალურ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში:
💎 თერაპიების ინდივიდუალურ დაგეგმვას;💎 დამხმარე საშუალებების სწორად შერჩევას;
💎 მშობლისთვის პროფესიული რეკომენდაციების გაზიარებას.
🌱 ჩვენი მიზანია, ჭიათურაში მცხოვრები პატარებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ უმაღლესი ხარისხის, კვალიფიციური რეაბილიტაცია.
✅კონსულტაციები ჩატარდება წინასწარი ჯავშნით. იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია!
📍 მისამართი: ჭიათურა, ფრანგიშვილის ქ. N9
📞 უფასო ვიზიტზე დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 574 086 755
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.

✅ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598299080

✨✨ ქალაქ ჭიათურაში „ნეირო ბალანსირების ცენტრის“ ფილიალი 20 ივლისს იხსნება!ჩვენი ცენტრი შეიქმნა იმისთვის, რომ ბავშვებმა მ...
10/07/2026

✨✨ ქალაქ ჭიათურაში „ნეირო ბალანსირების ცენტრის“ ფილიალი 20 ივლისს იხსნება!
ჩვენი ცენტრი შეიქმნა იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ უმაღლესი ხარისხის, პროფესიონალური მომსახურება. მულტიდისციპლინური გუნდის თითოეულ წევრს გადამზადება თბილისში აქვს გავლილი. გარდა ამისა, ცენტრში მოგემსახურებიან გამოცდილი თერაპევტები, რომლებიც წლებია ამ მიმართულებით მუშაობენ.
“ნეირო ბალანსირებაში“ დაგხვდებათ შემდეგი სერვისები:
🔹 რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა
🔹 ადრეული განვითარების პროგრამა
🔹 ფიზიკური თერაპია
🔹 ქცევითი თერაპია (ABA)
🔹 მეტყველების თერაპია
🔹 სენსორული თერაპია
🔹 აკადემიურ უნარებზე მომუშავე სპეციალისტი
🤍 ჩვენთვის ბავშვის კეთილდღეობა, წინსვლა და განვითარება უმთავრესი ღირებულებაა. სიყვარულით გელოდებით ყველას!
📍 მისამართი: ფრანგიშვილის ქ. N9
📞 საკონტაქტო ტელეფონი: +995 574 086 755

Address

Rafael Agladze Street 30 A
Tbilisi
0154

Opening Hours

Monday 09:00 - 21:00
Tuesday 09:00 - 21:00
Wednesday 09:00 - 21:00
Thursday 09:00 - 21:00
Friday 09:00 - 21:00
Saturday 09:00 - 19:00

Telephone

+995322714408

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნეირობალანსირების ცენტრი • NeuroBalance Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share