პალიატიური მოვლა - რჩევები/Palliative Care - Advice

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • პალიატიური მოვლა - რჩევები/Palliative Care - Advice

პალიატიური მოვლა - რჩევები/Palliative Care - Advice პრაქტიკული რჩევები უძლურებაში მყოფი ადამიანის მოვლისთვის.

როდის უნდა გავიზომოთ "სიცხე"?📌 პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ცხელება ადამიანის ორგანიზმის დაცვითი რეაქციაა, ერთგვარი...
24/09/2020

როდის უნდა გავიზომოთ "სიცხე"?

📌 პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ცხელება ადამიანის ორგანიზმის დაცვითი რეაქციაა, ერთგვარი წინააღმდეგობა, მაგ, ინფექციის დროს.

📌 სხეულის ტემპერატურა უნდა გავზომოთ მაშინ, როცა ადამიანი ავადაა ან აქვს სიცხის შეგრძნება; თუ მომვლელი ამჩნევს ტემპერატურის მომატების დამახასიათებელ ნიშნებს; როცა ავადმყოფს დანიშნული აქვს ტემპერატურის კონტროლი ექიმის მიერ. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია ტემპერატურა გაზომოთ დღეში 2-ჯერ, სასურველია დილა-საღამოს, ერთსა და იმავე დროს. ტემპერატურის მაჩვენებლები ყოველ ჯერზე უნდა ჩავიწეროთ.

📌 ხშირად სხეულის ტემპერატურის მატებას წინ უსწრებს შემცივნება: სიცივის შეგრძნება, კანკალი, სიფერმკრთალე, ხელებისა და ფეხების გაციება. შემცივნებას ცვლის სიცხის შეგრძნება: შუბლი, კისერი ცხელია, სახე წამოწითლებულია, სუნთქვა აჩქარებული. ადამიანი გრძნობს - სისუსტეს, უმადობას, მაღალი ცხელების დროს შესაძლებელია დეზორიენტაცია (როდესაც ადამიანი ვერ ერკვევა სივრცეში, დროში, სიტუაციაში ან საკუთარ თავთან მიმართებაში).

🔹 ტემპერატურის გაზომვამდე ადამიანს აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რის გაკეთებას ვაპირებთ. თერმომეტრი ყველა გამოყენების შემდეგ გაასუფთავეთ.
რომელი თერმომეტრი ავირჩიოთ?
არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომელ თერმომეტრს ავირჩევთ: შუშის თუ ელექტრონულს.
როგორ შევაფასოთ ტემპერატურა?
სიმარტივისთვის წარმოგიდგენთ პირის ღრუში ან იღლიის ფოსოში მიღებული მონაცემების შეფასებას:
ნორმალური ტემპერატურა 35,9 - 37,0 0C
მომატებული ტემპერატურა 37,1 - 37,5 0C
მსუბუქი ცხელება 37,6 - 38,0 0C
საშუალო ცხელება 38,1 - 38,5 0C
მაღალი ცხელება 38,6 - 39,5 0C
ძალიან მაღალი ცხელება 39,6 - 42,0 0C

გაითვალისწინეთ! შუბლსა და პირის ღრუში მაჩვენებლები 0,4 0C-ით მაღალია, ყურში ან სწორ ნაწლავში გაზომვისას - 0,60C-ით.
სად გავზომავთ სიცხეს ყველაზე სწორად?

📌 ყველაზე სწორად სხეულის ტემპერატურა იზომება ელექტრონული თერმომეტრით ყურში ან უკანა ტანში (რექტალური გაზომვა). გასათვალისწინებელია! ყურში გაზომვისას არასწორი მონაცემი შეიძლება მიიღოთ შუა ყურის ანთების დროს ან სასმენ მილში გოგირდის საცობის არსებობისას. რექტალური გაზომვა გამოიყენება ძირითადად მხოლოდ ბავშვებში (გაზომვის წინ თერმომეტრის „წვერზე“ თხლად წაუსვით რაიმე დამარბილებელი მალამო).
📌 იღლიაში გაზომვისას იღლია კარგად გამოიმშრალეთ და გაათავისუფლეთ ტანსაცმლის ნაკეცებისგან.

იღლიაში არ უნდა იყოს ცარიელი სივრცე, თერმომეტრი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს კანს.
📌 პირის ღრუში გაზომვისას, ძირითადად გამოიყენება ელექტრონული თერმომეტრი. თერმომეტრის „წვერი“ მოათავსეთ ენის ქვეშ და მჭიდროდ დახურეთ. გაზომვამდე რამოდენიმე ხნით ადრე, არ მიიღოთ არც ცივი და არც ცხელი საკვები ან სითხე, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგზე.

! გაზომვის ეს მეთოდი არ გამოდგება თუ დარღვეულია პაციენტთან კონტაქტი ან როცა ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამო, პაციენტი პირს ვერ კუმავს.
როდის მივმართოთ ექიმს?

განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებთან.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:
🔹 ცხელება გრძელდება სამ დღეზე მეტ ხანს, ან ტემპერატურა დაქვეითდა და მალევე (დროის მოკლე ინტერვალში) აიწია;
🔹 ცხელებას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, მაგ., ფაღარათი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, გამონაყარი;
🔹 ცხელებას ახლავს გულყრა;
🔹 ტემპერატურა არ იკლებს და მდგომარეობა უარესდება;
🔹 ტემპერატურა არის 38,50C-ზე მეტი;
🔹 თუ ავადმყოფი მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს სხვა დაავადებების გამო;
🔹 ავადმყოფს აღენიშნება მტკივნეული შარდვა (შესაძლოა საშარდე გზების ინფექციის არსებობა).
როდის გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება?
🔹 როდესაც საერთო მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ხანმოკლე დროის განმავლობაში;
🔹 ავადმყოფი აღარ შემოდის კონტაქტში ან შეეცვალა ცნობიერება.
რა შემთხვევაში უნდა ვიხმაროთ სიცხის დამწევი საშუალებები?
როდესაც სახეზე გვაქვს შემდეგი ნიშნები:
🔹 მაღალი ცხელება;
🔹 ავადმყოფი უარს ამბობს სითხის მიღებაზე;
🔹 ცნობილია მიდრეკილება ფებრილური გულყრებისადმი;
🔹 თანმხლები ქრონიკული დაავადებები;
🔹 გამოხატული თანმხლები სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, როცა პაციენტს ძლიერად „ამტვრევს ტანში“;
🔹 ხანდაზმული ან ჩვილი ასაკის პაციენტი.
რა პრეპარატები ვიხმაროთ სიცხის დასაწევად?
სიცხის დამწევებად იხმარება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებსაც ძირითადად აქვთ სამმაგი მოქმედება: ტემპერატურის დამწევი, ტკივილდამაყუჩებელი და ანთების საწინაარმდეგო. ყველაზე ხშირად იხმარება პარაცეტამოლის, იბუპროფენის ან აცეტილსალიცილის მჟავას პრეპარატები სხვადასხვა კომერციული დასახელებით.

👉 იცით თუ არა, რომ არტერიული წნევის გაზომვის დროს, ძალიან ხშირია ელემენტარული შეცდომები, რომელთა გამო მაჩვენებელმა შეიძლ...
04/09/2020

👉 იცით თუ არა, რომ არტერიული წნევის გაზომვის დროს, ძალიან ხშირია ელემენტარული შეცდომები, რომელთა გამო მაჩვენებელმა შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს?

👉 გირჩევთ, არტერიული წნევის სწორად გასაზომად, ეს მარტივი რჩევები გაითვალისწინოთ. ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომებია:
🔹 წნევის აპარატის მანჟეტი ძალიან ვიწროა - მაჩვენებელი იმატებს, ან ძალიან განიერია - მაჩვენებელი ქვეითდება, მაგ., როდესაც ბავშვს წნევას უზომავენ მოზრდილებისთვის განკუთვნილი მანჟეტით;
🔹 მანჟეტი მხარზე ზედმეტად თავისუფლადაა მორგებული - მაჩვენებელი იმატებს ;
🔹 მანჟეტი ძალიან სუსტად არის დაბერილი - მაჩვენებელი ქვეითდება ;
🔹 მანჟეტი ჰაერისგან დაცალეთ ძალიან სწრაფად - სისტოლური მაცჩვენებელი ქვეითდება, დიასტოლური - მატულობს;
🔹 მანჟეტიანი ხელი გულის სიმაღლეზე მაღლაა - მაჩვენებელი იკლებს ;
🔹 ოთახში ძალიან ხმაურია - მაჩვენებელი ქვეითდება ან მატულობს;
🔹 მანჟეტის განმეორებითი დატუმბვა ერთი და იმავე ხელზე - მაჩვენებელი მატულობს;
🔹 სტეტოსკოპზე ძლიერი ზეწოლა - მაჩვენებელი მატულობს.


📌 არტერიული წნევა, ზოგადად, ეს არის წნევა (ძალა), რომლითაც სისხლი აწვება არტერიის კედლებს. სისტოლური წნევა (პირველი ანუ მაღალი მაჩვენებელი) არის წნევა, რომლითაც სისხლი აწვება არტერიის კედლებს გულის შეკუმშვის დროს; დიასტოლური (მეორე, ანუ უფრო დაბალი მაჩვენებელი)კი არის წნევა, რომლითაც სისხლი აწვება არტერიის კედლებს დიასტოლის ანუ გულის მოდუნების დროს. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ არტერიული წნევის მაჩვენებლები, სხვა მრავალრიცხოვანი მიზეზების გარდა, პირველ რიგში გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობას ასახავს.

📌 არტერიული წნევის გაზომვისთვის ძირითადად გამოიყენება:
1. ელექტრონული ტონომეტრები,რომლებიც შეიძლება მაგრდებოდეს მხარზე ან მაჯაზე (ითვლება, რომ მაჯაზე გასინჯვა ყველაზე ნაკლებად ზუსტია). ამ შემთხვევაში მონაცემები ელექტრონულად იწერება დისპლეიზე.

2. მექანიკური (ხელით) გაზომვა - მანჟეტის, სტეტოსკოპისა და მანომეტრის გამოყენებით.

დღის რომელ შუალედში სჯობს არტერიული წნევის გაზომვა? რომელ ხელზე? როგორია არტერიული წნევის ნორმა?

📌 მნიშვნელოვანია!
🔹 თუ ექიმისგან არ არის სხვა მითითება, ჩვეულებრივ, რეკომენდებულია წნევის გაზომვა დილის საათებში, ერთსა და იმავე ხელზე;
🔹 არტერიული წნევა უნდა გაზომოთ მაშინ , როდესაც ადამიანი მშვიდად გრძნობს თავს; უმჯობესია პაციენტი წნევის გაზომვამდე 5- 10 წუთი იყოს მოსვენებით მდგომარეობაში;
🔹 პაციენტის პოზიცია შეიძლება იყოს მწოლიარე ან მჯდომარე;
🔹 პაიენტს უნდა შეატყობინოთ რის გაკეთებას აპირებთ;
🔹 სასურველია ოთახში არ იყოს ხმაური;
🔹 პაციენტს მხარი ტანსაცმლისგან უნდა გაუთავისუფლოთ. ხშირად, სახელოს აწევა არ არის მიზანშეწონილი, რადგან თუ ის მჭიდროდ ეკვრის მხარს, ჩაჭერილმა სახელომ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შეგუბება და მიიღებთ მცდარ შედეგს.

📌 არტერიული წნევის გაზომვის თანმიმდევრობა:
🔹 პაციენტმა ხელი უნდა დადოს გულის სიმაღლეზე.
🔹 ჰაერისგან დაცლილი მანჟეტი პაციენტს თავისუფლად გაუკეთეთ მხარზე, ნაკეცების გარეშე, ხელი არ უნდა ედოს მანჟეტიდან გამომავალ მილებზე;
🔹 მარეგულირებელი ვინტი დახურული უნდა იყოს;
🔹 სტეტოსკოპი მოათავსეთ იდაყვის მოხრის ადგილზე, ცენტრში;
🔹 მანჟეტში სწრაფად ჩატუმბეთ ჰაერი რეზინის ბალონის საშუალებით იმ დონემდე, რომ აღარ გესმოდეთ სისხლის დინების ხმა;
🔹 მარეგულირებელ ვინტი ნელა გახსენით (არ შეიძლება ვინტის სწრაფად გახსნა, რადგანაც ეს გავლენას ახდენს გაზომვის სიზუსტეზე);
🔹 როგორც კი გაიგებთ სისხლის დინების ხმას - პირველივე დარტყმას, დააფიქსირეთ სისტოლურ წნევა;
🔹 მანჟეტში წნევა თანდათან ეცემა, ბიძგების ხმა თანდათან სუსუტდება. როგორც კი ხმა ქრება - ეს არის დიასტოლური წნევა;
🔹 მარეგულირებელი ვინტი დატოვეთ მოშვებული იმისთვის, რომ მანჟეტი ჰაერისგან ბოლომდე დაიცალოს;
🔹 სასურველია მიღებული მონაცემები ჩაინიშნოთ.

📌 ოპტიმალური წნევა: სისტოლური 120 / დიასტოლური 80.
📌 ნორმალური წნევა: სისტოლური 120-129 / დიასტოლური 80-84.

სუნთქვის სიხშირის დათვლა📌 სუნთქვის გახშირება ან შენელება ავადმყოფის მდგომარეობის შესაფასებელი მნიშვნელოვანი სიმპტომია. ს...
24/08/2020

სუნთქვის სიხშირის დათვლა

📌 სუნთქვის გახშირება ან შენელება ავადმყოფის მდგომარეობის შესაფასებელი მნიშვნელოვანი სიმპტომია. სუნთქვის სიხშირის დათვლამ შეიძლება დროული დახმარება გაგვიწიოს პაციენტის მდგომარეობის გაუარესების ადრეულ ეტაპზე. ამიტომ ავადმყოფის მოვლისას, სუნთქვის სიხშირის დათვლა უნდა იყოს ისეთივე ბუნებრივი, როგორიც არის არტერიული წნევისა და პულსის შეფასება.

🔹 სუნთქვის სიხშირის დათვლისას ადამიანი უნდა იყოს მშვიდად, არ უნდა იმყოფებოდეს ემოციური ან ფიზიკური დატვირთვის ფონზე ან უშუალოდ ამ დატვირთვის შემდგომ პერიოდში. გაზომვისას ავადმყოფი შეიძლება იწვეს ან იჯდეს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ვერ მიხვდეს, რომ მის სუნთქვის სიხშირეს ითვლიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავადმყოფმა შეიძლება, თავისდაუნებურად, შეცვალოს სუნთქვის რიტმი.
🔹 სუნთქვის სიხშირის დათვლა ხდება ადამიანის გულკმკერდის მოძრაობაზე დაკვირვებით. თუ სუნთქვა სუსტია, შეიძლება დათვლისას ადამიანს გულმკერდზე დავადოთ ხელისგული და ასე დავითვალოთ სუნთქვის სიხშირე. იმისთვის რომ ავადმყოფი ვერ მიხვდეს, რომ მის სუნთქვის სიხშირეს ითვლიან, შეიძლება გადავიტანოთ მისი ყურადღება - მაგ., მის მაჯაზე მოვათავსოთ ჩვენი თითები და ამით შეუქმნათ წარმოდგენა, რომ თითქოს მის პულსს ვითვლით, სინამდვილეში კი სუნთქვის სიხშირე დავთვალოთ. ჩვილ ბავშვებში სუნთქვის სიხშირეს ხშირად ითვლიან მძინარე მდგომარეობაში. ბავშვის ცხვირთან ახლოს მიგვაქვს სტეტოსკოპის ბოლო და მოსმენით ვითვლით სუნთქვის სიხშირეს.
🔹 სუნთქვის სიხშირის დათვლა ხდება ერთი წუთის განმავლობაში. ოთახი უნდა იყოს განიავებული, ჰაერის ტემპერატურა ნორმალური. სუნთქვის სიხშირე ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის.

🔹 სუნთქვის სიხშირის საერთაშორისო ასაკობრივი ნორმები ასეთია:
🔸 ახალშობილი: 40-45/წთ;
🔸 წლამდე ასაკი: 35-40/წთ;
🔸 ბავშვთა ასაკში:16-25/ წთ;
🔸 მოზრდილებში: 14-20/წთ.

🔹 განსაკუთრებით საყურადღებოა:

🔸 სუნთქვის სიხშირე - აჩქარებული ან შენელებული სუნთქვა, სუნთქვის გაჩერება!
🔸 სუნთქვის ხარისხი - ღრმა ან ზერელე სუნთქვა;
🔸 სუნთქვის რიტმი - თანაბარია თუ არა სუნთქვა;
🔸 სუნთქვის გაძნელება - ჩასუნთქვის ან ამოსუნთქვის დროს; სუნთქვაში დამატებითი კუნთების ჩართვა, მაგ., კისრის კუნთების, ან, განსაკუთრებით ბავშვებში, ცხვირის ნესტოების სუნთქვაში მონაწილეობა.
🔸 სუნთქვის უკმარისობა - ჰაერის უკმარისობის სუბიექტური შეგრძნება.

პულსის გაზომვა📌 იცით რომ პულსის გაზომვის დროს, შეიძლება ავადმყოფის პულსის ნაცვლად საკუთარი პულსი დაითვალოთ? ან, გაუფრთხი...
10/08/2020

პულსის გაზომვა

📌 იცით რომ პულსის გაზომვის დროს, შეიძლება ავადმყოფის პულსის ნაცვლად საკუთარი პულსი დაითვალოთ? ან, გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, საძილე არტერიაზე პულსის დათვლისას შეიძლება რეფლექსურად გულის გაჩერება გამოიწვიოთ?

📌 ამიტომ, პულსის გაზომვა - ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციების შეფასების ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი პროცედურა, სწორად უნდა ჩაატაროთ.
პულსი გულის შეკუმშვისას არტერიაში სისხლის ტალღის ბიძგია, რომელიც იწვევს სისხლძარღვის კედლის რხევას. რაოდენობრივად, ნორმალურ შემთხვევაში, პულსის სიხშირე შეესაბამება გულისცემის სიხშირეს.

📌 პულსის სიხშირე განსხვავდება სხვადასხვა ასაკში:
🔹 ახალშობილი 130-140/წუთში;
🔹 ერთი წლის ასაკში 110 -130/წუთში;
🔹 14 წლის ასაკში 80-85/წუთში;
🔹 მოზრდილი 66-76/წუთში;

👉 პულსის დასათვლელად დაგჭირდებათ წამზომი.
👉 პულსი ადამიანს შეგიძლიათ დაუთვალოთ, 10-15 წუთიანი მოსვენების მდგომარეობის შემდეგ, როგორც მწოლიარე, ასევე მჯდომარე პოზიციაში.
👉 პულსი ითვლება იმ ადგილებში, სადაც არტერიები ზედაპირულადაა განლაგებული. ყველაზე მოსახერხებელია მაჯასთან, სხივის არტერიაზე ან კისერზე, საძილე არტერიაზე. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გაიზომოს საზარდულში, მუხლის ან ტერფის შიდა ზედაპირზე.
👉 მარჯვენა ხელის სამი თითის (საჩვენებელი, შუათანა და უსახელო) წვერი ფრთხილად დააჭირეთ სხივის არტერიის გასწვრივ - იდაყვის შიდა ზედაპირზე, მაჯის სახსრის ქვემოთ, ცერა თითის გაყოლებაზე კუნთსა და მყესს შორის, სანამ არ შეიგრძნობთ პულსს. თუ პულსს ზომავთ კისრის წინა ზედაპირზე, საძილე არტერიაზე - თითის წვერები უნდა მოათავსოთ ხორხსა და კისრის გვერდით, კუნთებს შორის.
👉 გაზომვისას ძლიერად არ დააწვეთ არტერიას, განსაკუთრების კისერზე, საძილე არტერიაზე პულსის გაზომვისას, რადგან ძლიერი ზეწოლისას, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, შეიძლება რეფლექსურად გულის ხანმოკლე გაჩერება გამოიწვიოთ.
👉 გაზომვისთვის არ გამოიყენოთ ცერა თითი, რადგანაც ამ დროს შეიძლება შეიგრძნოთ საკუთარი პულსი.
👉 პულსი ითვლება ერთი წუთის განმავლობაში.
👉 შესაძლოა დათვლისას შეამჩნიოთ ცვლილებები: არათანაბარი პულსი, შენელებული ან აჩქარებული პულსი, რის შესახებაც აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს.
👉 თუ პულსი ძალიან სუსტია, გახსოვდეთ, რომ შეიძლება საკუთარი პულსი დათვალოთ.

👉 სხეულის ტემპერატურის გაზომვა 📌 პირველ რიგში, სხეულის მაღალი ტემპერატურა არის არა ავადმყოფობა, არამედ იმის ნიშანი, რომ ...
24/07/2020

👉 სხეულის ტემპერატურის გაზომვა

📌 პირველ რიგში, სხეულის მაღალი ტემპერატურა არის არა ავადმყოფობა, არამედ იმის ნიშანი, რომ ადამიანი ავადაა ან ავად ხდება. ცხელება ადამიანის ორგანიზმის დაცვითი რეაქციაა, ერთგვარი წინააღმდეგობა, მაგ., ინფექციის (ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების) დროს.

📌 ხშირად სხეულის ტემპერატურის მატებას წინ უსწრებს შემცივნება: სიცივის შეგრძნება, კანკალი, სიფერმკრთალე, ხელებისა და ფეხების გაციება. შემცივნებას ცვლის სიცხის შეგრძნება: შუბლი, კისერი ცხელია, სახე წამოწითლებულია, სუნთქვა აჩქარებული. ადამიანი გრძნობს - სისუსტეს, უმადობას, მაღალი ცხელების დროს შესაძლებელია დეზორიენტაცია (როდესაც ადამიანი ვერ ერკვევა სივრცეში, დროში, სიტუაციაში ან საკუთარ თავთან მიმართებაში).

📌 როდის უნდა გავიზომოთ "სიცხე"?

🔹 სხეულის ტემპერატურა უნდა გავზომოთ მაშინ, როცა ადამიანი ავადაა ან აქვს სიცხის შეგრძნება; თუ მომვლელი ამჩნევს ტემპერატურის მომატების დამახასიათებელ ნიშნებს; როცა ავადმყოფს დანიშნული აქვს ტემპერატურის კონტროლი ექიმის მიერ. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია ტემპერატურა გავზომოთ დღეში 2-ჯერ, სასურველია დილა-საღამოს, ერთსა და იმივე დროს. ტემპერატურის მაჩვენებლები ყოველ ჯერზე უნდა ჩავიწეროთ.
🔹 ტემპერატურის გაზომვამდე ადამიანს აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რის გაკეთებას ვაპირებთ. თერმომეტრი ყველა გამოყენების შემდეგ უნდა გავასუფთავოთ.

📌 რომელი თერმომეტრი ავირჩიოთ?
არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომელ თერმომეტრს ავირჩევთ: შუშის თუ ელექტრონულს.

📌 როგორ შევაფასოთ ტემპერატურა?

🔹 სიმარტივისთვის წარმოგიდგენთ პირის ღრუში ან იღლიის ფოსოში მიღებული მონაცემების შეფასებას:
ნორმალური ტემპერატურა 35,9 - 37,0 0C
მომატებული ტემპერატურა 37,1 - 37,5 0C
მსუბუქი ცხელება 37,6 - 38,0 0C
საშუალო ცხელება 38,1 - 38,5 0C
მაღალი ცხელება 38,6 - 39,5 0C
ძალიან მაღალი ცხელება 39,6 - 42,0 0C
გაითვალისწინეთ! შუბლსა და პირის ღრუში მაჩვენებლები 0,4 0C-ით მაღალია, ყურში ან სწორ ნაწლავში გაზომვისას - 0,60C-ით.

📌 სად გავზომავთ სიცხეს ყველაზე სწორად?
1. ყველაზე სწორად სხეულის ტემპერატურა იზომება ელექტრონული თერმომეტრით ყურში ან უკანა ტანში (რექტალური გაზომვა). გასათვალისწინებელია! ყურში გაზომვისას არასწორი მონაცემი შეიძლება მიიღოთ შუა ყურის ანთების დროს ან სასმენ მილში გოგირდის საცობის არსებობისას. რექტალური გაზომვა გამოიყენება ძირითადად მხოლოდ ბავშვებში (გაზომვის წინ თერმომეტრის „წვერზე“ თხლად წაუსვით რაიმე დამარბილებელი მალამო).
2. იღლიაში გაზომვისას იღლია კარგად გამოიმშრალეთ და გაათავისუფლეთ ტანსაცმლის ნაკეცებისგან.
! იღლიაში არ უნდა იყოს ცარიელი სივრცე, თერმომეტრი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს კანს.
3. პირის ღრუში გაზომვისას, ძირითადად გამოიყენება ელექტრონული თერმომეტრი. თერმომეტრის „წვერი“ მოათავსეთ ენის ქვეშ და პირი მჭიდროდ დახურეთ. გაზომვამდე რამოდენიმე ხნით ადრე, არ მიიღოთ არც ცივი და არც ცხელი საკვები ან სითხე, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგზე.
! გაზომვის ეს მეთოდი არ გამოდგება თუ დარღვეულია პაციენტთან კონტაქტი ან როცა ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამო, პაციენტი პირს ვერ კუმავს.

📌 როდის მივმართოთ ექიმს?
განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებთან.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:
🔹 ცხელება გრძელდება სამ დღეზე მეტ ხანს, ან ტემპერატურა დაქვეითდა და მალე (დროის მოკლე ინტერვალში) ისევ აიწია;
🔹 ცხელებას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, მაგ., ფაღარათი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, გამონაყარი;
🔹 ცხელებას ახლავს გულყრა;
🔹 ტემპერატურა არ იკლებს და მდგომარეობა უარესდება;
🔹 ტემპერატურა არის 38,50C-ზე მეტი;
🔹 თუ ავადმყოფი მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს სხვა დაავადებების გამო;
🔹 ავადმყოფს აღენიშნება მტკივნეული შარდვა (შესაძლოა საშარდე გზების ინფექციის არსებობა).

📌 როდის გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება?
🔹 როდესაც საერთო მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ხანმოკლე დროის განმავლობაში;
🔹 ავადმყოფი აღარ შემოდის კონტაქტში ან შეეცვალა ცნობიერება.

📌 რა შემთხვევაში უნდა ვიხმაროთ სიცხის დამწევი საშუალებები?
როდესაც სახეზე გვაქვს შემდეგი ნიშნები:
🔹 მაღალი ცხელება;
🔹 ავადმყოფი უარს ამბობს სითხის მიღებაზე;
🔹 ცნობილია მიდრეკილება ფებრილური გულყრებისადმი;
🔹 თანმხლები ქრონიკული დაავადებები;
🔹 გამოხატული თანმხლები სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, როცა პაციენტს ძლიერად „ამტვრევს ტანში“;
🔹 ხანდაზმული ან ჩვილი ასაკის პაციენტი.

📌 რა პრეპარატები ვიხმაროთ სიცხის დასაწევად?
სიცხის დამწევებად იხმარება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებსაც ძირითადად აქვთ სამმაგი მოქმედება: ტემპერატურის დამწევი, ტკივილდამაყუჩებელი და ანთების საწინაარმდეგო. ყველაზე ხშირად იხმარება პარაცეტამოლის, იბუპროფენის ან აცეტილსალიცილის მჟავას პრეპარატები სხვადასხვა კომერციული დასახელებით.

📌 ოჯახში ვინმე "ლოგინად ჩავარდა" ან მომვლელად იწყებთ მუშაობას და გამოცდილება გაკლიათ? 📌 რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ავ...
17/07/2020

📌 ოჯახში ვინმე "ლოგინად ჩავარდა" ან მომვლელად იწყებთ მუშაობას და გამოცდილება გაკლიათ?
📌 რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ავადმყოფის ან უძლურებაში მყოფი ადამიანის მოვლისას?

📌 ხშირად გვსმენია, რომ მომვლელს უნდა შეეძლოს მაგ. პამპერსის, ზეწრის გამოცვლა, ან ავადმყოფის დაბანვა.მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოვლისას, ყველაზე მნიშვნელოვანია შევეცადოთ შეუმსუბუქოთ ადამიანს ყოფა და სულიერ თანადგომა აღმოუჩინოთ მას.

🔹 პრაქტიკული თვალსაზრისით კი, იმისთვის რომ მომვლელმა შეძლოს დროულად დახმრების აღმოჩენა, ყოველდღიური ჰიგიენური თუ ყოფითი პროცედურების გვერდით, უმნიშვნელოვანესია, მას შეეძლოს ძირითად სასიცოცხლო ფუნქციებზე დაკვირვება და მათი შეფასება.

📌 რას ვგულისხმობთ? ეს არის სწორად სხეულის ტემპერატურის და არტერიული წნევის გაზომვა, პულსის და სუნთქვის სიხშირის შეფასება, შარდვასა და ნაწლავთა მოქმედებაზე დაკვირვება.

ვფიქრობთ, აქტუალურია ამ თემების განხილვა ჩვენს მომდევნო საუბრებში 😊

👉 თუ უვლით უძლურებაში მყოფ ადამიანს , აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მაქციოთ ფრჩხილების მოვლას. ვინაიდან გრძელი, მ...
09/07/2020

👉 თუ უვლით უძლურებაში მყოფ ადამიანს , აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მაქციოთ ფრჩხილების მოვლას. ვინაიდან გრძელი, მოუვლელი და წატეხილი ფრჩხილები, ხშირად ჭუჭყის და ინფექციის წყარო ხდება.

გახსოვდეთ !!

📌 არ ამოაჭრათ ავადმყოფს ნუნები !
📌 არ დაამუშაოთ ჩაზრდილი ფრჩხილი ! ეს სპეციალისტის საქმეა !
📌 კოსმეტიკურ საშუალებებს არ უნდა ჰქონდეს სუნი ან ეს სუნი სასიამოვნო უნდა იყოს ავადმყოფისთვის !

🔹 სისტემატიურად დაუთვალიერეთ ავადმყოფს ხელის მტევნები და ფეხის ტერფები, შეაფასეთ კანისა და ფრჩხილების მდგომარეობა. განსაკუთრებული ყtურადღება დაუთმეთ ტერფებს, რადგან მწოლიარე ავადმყოფებთან მაღალია ნაწოლების გაჩენის რისკი.
🔹 სიმშრალისას კანზე შეაზილეთ დამნამავი კრემი.
ნუნების მიდამოებში ნუნების ან კოსმეტიკური ზეთი
🔹 თუ მუშაობის დროს კანი გაგეჭრათ, უნდა მობანოთ საპნით, დაამუშაოთ იოდინოლით ან ბეტადინით (ერიდეთ სპირტის გამოყენებას), თუ საჭიროა დაადეთ ნახვევი.

👉  თუ უვლით უძლურებაში მყოფ ადამიანს , აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მაქციოთ ფრჩხილების მოვლას. ვინაიდან გრძელი, ...
03/07/2020

👉 თუ უვლით უძლურებაში მყოფ ადამიანს , აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მაქციოთ ფრჩხილების მოვლას. ვინაიდან გრძელი, მოუვლელი და წატეხილი ფრჩხილები, ხშირად ჭუჭყის და ინფექციის წყარო ხდება.

🔹 წყლის ოპტიმალური ტემპერატურა რჩება +36 - 37OC.

🔹 თუ ხელზე ან ფეხზე კანი არის დაზიანებული, წყლიან ჯამში თხევად საპონს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი სოდა და წყლის აბაზანა (ჩალბობის დრო) გაახანგრძლივეთ 10 წუთამდე.

📌 ფეხის ფრჩხილებზე კარგ შედეგს იძლევა დამარბილებელი კომპრესი.

📌 გთავაზობთ მომზადების ორ ვარიანტს:

🔹 პედიკურამდე რამოდენიმე დღე, ფრჩხილებზე შეაზილეთ ხოლმე ბავშვის კრემი ან მკვებავი. ამოაცვით ბამბის წინდები და გააჩერეთ დაახლოებით 4-5 საათის ან მთელი ღამის განმავლობაში.

🔹 ანტისეპტიკური საპონი გახეხეთ, მოათავსეთ სველ ხელსაწმენდებზე, სათითაოდ შემოახვიეთ ფრჩხილს და დააფიქსირეთ პოლიეთილენის სახვევით. შემდეგ ამოაცვით ბამბის წინდა და გააჩერეთ 4-5 საათი.

29/06/2020

წარმოდგენილ ვიდეოში, "ციცინათელების ქვეყანას" ექიმი ნანა მეტრეველი, გესაუბრებათ სახლის პირობებში ნაზოგასტრალური ზონდის მოვლაზე.

ვაგრძელებთ ფრჩხილების ჰიგიენასთან დაკავშირებული პროცედურების აღწერას:📌 ხელის მტევნის ან ტერფის ქვეშ დააფინეთ შემწოვი საფ...
22/06/2020

ვაგრძელებთ ფრჩხილების ჰიგიენასთან დაკავშირებული პროცედურების აღწერას:

📌 ხელის მტევნის ან ტერფის ქვეშ დააფინეთ შემწოვი საფენი და მასზე მოათავსეთ წყლიანი ჯამი. წყლის ოპტიმალური ტემპერატურა +39-37C (ერიდეთ უფრო მაღალ ტემპერატურას, რადგან შეიძლება დააზიანოთ პაციენტი). წყალში ჩაასხით რამდენიმე წვეთი თხევადი საპონი ან ჩაყარეთ გახეხილი ანტისეპტიკური საპონი.

📌 თასში, რომელშიც წყალი ასხია, 4-5 წუთით ჩააყოფინეთ ხელის მტევანი ან ფეხის ტერფი (მწოლიარე ადამიანს წინასწარ ფეხი მუხლებში მოახრევინეთ)

📌 ხელის მტევანი ან ტერფი საფენით კარგად გაამშრალეთ.

📌 დაუზიანებელი ფრჩხილი სიფრთხილით მოჭერით მაკრატლით, დაზიანებული მოჭერით "კუსაჩკით" ფრჩხილი უნდა მოიჭრას, ჰორიზონტალურად, ბოლოებში მომრგვალებული კუთხით - მომრგვალებული კვადრატი. (ოვალურ ფორმას უნდა ვერიდოთ, რადგან მატულობს ფრჩხილის ჩაზრდის რისკი)

📌 საჭიროებისამებრ, ხის სპეციალური წკირით ჩავწიოთ ნუნები, შეგვიძ₾ია ფრთხილად გამოვიყენოთ რბილი ჯაგრისი და მოვაშოროთ ფრჩხილებს ჭუჭყი. ვეცადოთ, რომ ჭუჭყი არ დარჩეს ფრჩხილებს ქვეშ.

📌 ფრჩხილის ბასრი კიდეები ფაქიზად უნდა მოიქლიბოს ქლიბით.

📌 ხელის მტევანი ან ფეხის ტერფი ჩამოვბანოთ სუფთა, თბილი წყლით და შემდეგ გულდასმით გავამშრალოთ, განსაკუთრებით თითებს შორის ადგილი.

📌მსუბუქი მასაჟით ფრჩხილებსა და კანზე შევაზილოთ მკვებავი მსუბუქი კრემი.

21/06/2020

ბავშვთა ჰოსპისი "ციცინათელების ქვეყანა"
ვიდეო, ნაწოლებისა და მისი მოვლის შესახებ 😊

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პალიატიური მოვლა - რჩევები/Palliative Care - Advice posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to პალიატიური მოვლა - რჩევები/Palliative Care - Advice:

Share