ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"/Drug addiction treatment clinic Libertas

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"/Drug addiction treatment clinic Libertas

ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"/Drug addiction treatment clinic Libertas ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"


საკონტაქტო ნომრები:0 32 2 051 959, +995 599 56 32 96

ნარკოლოგიური კლინიკა „ლიბერტასი“ გთავაზობთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე (ალკოჰოლი, სხვადასხვა ჯგუფის ნარკოტიკები, საძილე და სედაციური საშუალებები ) დამოკიდებულების, ფხიზლად ცხოვრებაზე ორიენტირებული, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის სრულ
კურსს დეტოქსიკაციიდან რეაბილიტაციამდე. კლინიკა ევროპული სტანდარტების დაცვით არის აშენებული, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალი

თ უზრუნველყოფილი. მკურნალობა მიმდინარეობს მულტიპროფილურად. ჩვენთვის ყველაზე
პრიორიტეტული საკითხი სანდო, კვალიფიციური მომსახურეობის უზრუნველყოფაა. კლინიკის მიზანია შეუქმნას პაციენტს კომფორტული და დაცული გარემო, რაც დაეხმარება მას ორიენტირდეს მკურნალობის პროცესზე და მიაღწიოს სასურველ შედეგს.
კლინიკა „ლიბერტასის“ გუნდი გამოირჩევა ნარკოლოგიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით და წარმატებული შემთხვევების სიმრავლით,
რაც თანამედროვე ტექნოლოგიების, მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპიული მიდგომების სინთეზითაა განპირობებული . კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ექიმი ნარკოლოგი, ფსიქიატრი, თსსუ დოქტორანტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი - თათა
ასათიანი;
ექიმი ნარკოლოგები: თამარ სხიერელი, ნინო კერესელიძე.
ფსიქოთერაპევტი - მაია მინაშვილი; არტთერაპევტი - გიორგი
ჭანტურია.
ფიზიოთერაპევტი - მაკა სალუქვაძე.

გთავაზობთ ვიდეოს სრულ ვერსიას: ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"-ს კლინიკური დირექტორი თათა ასათიანი სტუმრად პოდკასტში გა...
27/02/2026

გთავაზობთ ვიდეოს სრულ ვერსიას: ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"-ს კლინიკური დირექტორი თათა ასათიანი სტუმრად პოდკასტში გაბედე სარეაბილიტაციო ცენტრ გამოსავლის დღის ცენტრის ხელმძღვანელ - გიორგი სერგიასთან ერთად.

25/02/2026

ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"- ს კლინიკური დირექტორი თათა ასათიანი , სარეაბილიტაციო ცენტრ გამოსავლის დღის ცენტრის ხელმძღვანელ - გიორგი სერგიასთან ერთად სტუმრად პოდკასტში გაბედე საუბრობს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, მათ მოქმედებასა და მკურნალობის გზებზე.
ვიდეოს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია 26 თებერვალს გაბედეს YouTube არხზე.
https://www.facebook.com/share/v/1AkXBHHKoo/

კლინიკა "ლიბერტასი"-ს ფსიქოთერაპევტები: მაია მინაშვილი და გიორგი ჭანტურია გახდნენ Bulgarian Psychoanalityc Association-ი...
13/02/2026

კლინიკა "ლიბერტასი"-ს ფსიქოთერაპევტები: მაია მინაშვილი და გიორგი ჭანტურია გახდნენ Bulgarian Psychoanalityc Association-ის წევრები.
ასოციაციის წევრობა წარმოადგენს პროფესიული სტანდარტების, ეთიკური პასუხისმგებლობისა და უწყვეტი განვითარების მნიშვნელოვან აღიარებას.
ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ პროფესიულ წინსვლას.

"ლიბერტასში მუშაობამ გამიმყარა რწმენა , რომ დაავადების მიმართ გააზრებული და კომპლექსური მიდგომის შემთხვევაში  შეუძლებელი...
21/01/2026

"ლიბერტასში მუშაობამ გამიმყარა რწმენა , რომ დაავადების მიმართ გააზრებული და კომპლექსური მიდგომის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია , ყოველი წარმატებული შემთხვევა კი ჩემთვის პროფესიული ბედნიერებაა".

კლინიკა "ლიბერტასის" ექიმი - ნარკოლოგი ნინო კერესელიძე.

"ნარკოლოგია ჩემთვის უბრალოდ პროფესია არ არის. ეს არის სფერო, სადაც ადამიანის სხეული, ფსიქიკა და სოციალური გარემო ერთიანდ...
12/01/2026

"ნარკოლოგია ჩემთვის უბრალოდ პროფესია არ არის. ეს არის სფერო, სადაც ადამიანის სხეული, ფსიქიკა და სოციალური გარემო ერთიანდება. დამოკიდებულება მხოლოდ მედიკამენტებით არ იკურნება — ის მოითხოვს გაგებას, მხარდაჭერას და კომპლექსურ მიდგომას. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს გზა: ადამიანების დახმარება, სტიგმის შემცირება და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება."

კლინიკა "ლიბერტასის" გამოცდილი ექიმი ნარკოლოგი - თამარ სხიერელი.

✨🎄 გილოცავთ ახალ წელს! 🎄✨ახალი წელი ყოველთვის ახალი დასაწყისის, იმედისა და ცვლილების სიმბოლოა. ეს არის დრო, როცა საკუთარ...
31/12/2025

✨🎄 გილოცავთ ახალ წელს! 🎄✨
ახალი წელი ყოველთვის ახალი დასაწყისის, იმედისა და ცვლილების სიმბოლოა. ეს არის დრო, როცა საკუთარ თავს ვაძლევთ შანსს, გადავდგათ პირველი ნაბიჯი ჯანმრთელობის, სიმშვიდისა და უკეთესი მომავლისკენ.
ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ — მხარდაჭერისთვის, დახმარებისა და თანადგომისთვის❤️

“ეს პროფესია მაძლევს საშუალებას იმ ადამიანებს დავეხმარო, რომლებიც ხშირად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან და საკუთარ მო...
15/12/2025

“ეს პროფესია მაძლევს საშუალებას იმ ადამიანებს დავეხმარო, რომლებიც ხშირად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან და საკუთარ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ჩემთვის განსაკუთრებულია ის მომენტი, როცა პაციენტი ფხიზელ ცხოვრებას უბრუნდება, ნელ-ნელა იძენს კონტროლს საკუთარ თავზე და იწყებს იმ გზის გავლას, რასაც მანამდე შეუძლებლად მიიჩნევდა. ნარკოლოგიაში თითოეული ნაბიჯი, თითოეული წარმატება პირდაპირ აისახება პაციენტის, მისი ოჯახის და საბოლოოდ - მთელი საზოგადოების კეთილდღეობაზე.

იმიტომ ვარ ამ პროფესიაში, რომ მჯერა: სწორი მხარდაჭერა, პროფესიონალური მიდგომა და ადამიანური დამოკიდებულება ერთად ქმნის ცვლილებას, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენის ძალა აქვს.”

კლინიკა “ლიბერტასის” გუნდს შემოუერთდა ექიმი ნარკოლოგი თეონა ძნელაძე 💫

02/12/2025

"ვფიქრობ, ჩემი, როგორც ექიმი ნარკოლოგის მისია, გარდა იმისა, რომ დავეხმარო ადამიანებს აღკვეთის მდგომარეობის შემსუბუქებაში, დეტოქსიკაციაში, არის ის, რომ დავეხმარო მათ საკუთარი თავის პოვნაში, რომელიც ამ ძალიან რთულ გზაზე ცოტა არ იყოს და დაკარგეს. დავეხმარო მათ იმის გახსენებაში თუ როგორები იყვნენ ფხიზლები და იმ პირველი ნაბიჯების გადადგმაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დამოკიდებულების, როგორც დაავადების მკურნალობაში."

ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი" და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "გამოსავალი" აგრძელებენ სანდო და მზრუნველი გარემოს შექმნას დამოკიდებულების გადალახვის მსურველთათვის. 💙💚

15/10/2025

"ლიბერტასის" კლინიკური დირექტორი თათა ასათიანი საუბრობს ალკოჰოლის მოხმარებასა და მის მავნე შედეგებზე.

კლინიკა “ლიბერტასი” 4 წლისაა 💙ესაა დიდი და მნიშვნელოვანი მოგზაურობა, სადაც ყველა წარმატების უკან დგას საკუთარ საქმეზე შე...
27/09/2025

კლინიკა “ლიბერტასი” 4 წლისაა 💙

ესაა დიდი და მნიშვნელოვანი მოგზაურობა, სადაც ყველა წარმატების უკან დგას საკუთარ საქმეზე შეყვარებული პროფესიონალთა გუნდი, რომელთა თავდადება, ძალა და სიყვარულიც ხდის ყველაფერს შესაძლებელს.

მადლობას გიხდით თითოეულ პაციენტს თქვენი გამბედაობისა და ჩვენი ნდობისთვის 💚
მადლობას გიხდით სტაფის თითოეულ წევრს თქვენი საქმისადმი ერთგულებისთვის 💚

მადლობა რომ ჩვენი გჯერათ 💚

ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენი მისიის შესრულებას, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ფხიზელი ცხოვრებით ტკბობა 💙

31 აგვისტო ზედოზირებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რამდენად ...
31/08/2025

31 აგვისტო ზედოზირებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა.

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რამდენად მნიშვნელოვანია დროული მოქმედება, გვახსენებს, რომ ზედოზირების თავიდან აცილება შესაძლებელია. ზიანის შემცირების სწორი სტრატეგიების შემუშავების, ნალოქსონის გამოყენების ტექნიკის ცოდნისა და მკურნალობაში მხარდაჭერის კომბინაციით ჩვენ არაერთი სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია.

ამ დღისთვის 2025 წლის კამპანიის თემაა: “ერთი დიდი ოჯახი, რომელსაც იმედი ამოძრავებს”. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ პრობლემასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ ყველანი კავშირში ვართ, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ პრობლემის გადასაჭრელად ერთად მუშაობენ, სწორედ იმედი ამოძრავებთ.

ყოველ ჯერზე, როდესაც სტიგმას მხარდაჭერით ვანაცვლებთ, როდესაც ნალოქსონის გამოყენების საჭიროებაზე ვსაუბრობთ, როდესაც კარს გიღებთ მკურნალობისა და მხარდაჭერისთვის, ვქმნით იმ რეალობას, სადაც ზედოზირების თავიდან აცილება შესაძლებელია 💜

ფსიქოთერაპია მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამოკიდებულების მკურნალობაში. ის მიმართულია ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებ...
16/08/2025

ფსიქოთერაპია მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამოკიდებულების მკურნალობაში. ის მიმართულია ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური, სოციალური და გარემო ფაქტორების დარეგულირებისკენ, რაც ეხმარება დამოკიდებულ ადამიანებს გამკლავების მექანიზმების პოვნასა და მათ გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში.

დამოკიდებულების მკურნალობაში ფსიქოთერაპიის დანიშნულებაა:
- გამომწვევი მიზეზების დადგენა: დამოკიდებულება ხშირად გამკლავების მექანიზმია, რასაც თან ერთვის ღრმად დამალული ტრავმები, შფოთვა, დეპრესია, დაბალი თვითშეფასება. ფსიქოთერაპია ადამიანისთვის უსაფრთხო სივრცეს ქმნის, რაც მას ეხმარება ჯანსაღი გამკლავების მექანიზმების ჩამოყალიბებაში.
- ქცევის ცვლილება: თერაპიის დროს ადამიანები აღმოაჩენენ დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ აზროვნებისა და ქცევის ნეგატიურ პატერნებს. თერაპიის მიზანი კი თვითდესტრუქციისკენ მიმართული ჩვევების პოზიტიური და ადაპტირებადი ჩვევებით ჩანაცვლებაა.
- გამკლავების მექანიზმების განვითარება: ფსიქოლოგი ეხმარება ადამიანს იმ უნარების გამომუშავებაში, რითაც ლტოლვის, სტრესისა და სხვა მატრიგერებელი ფაქტორების წინააღმდეგ იმუშავებს, რათა რეციდივი აირიდოს. ეს უნარები მოიცავს რელაქსაციის ტექნიკებს, კომუნიკაციის უნარებს, თავის მოვლის პრაქტიკებს…
- რეციდივის პრევენცია: დამოკიდებულების მკურნალობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც მოიცავს სარისკო, გამაფრთხილებელი სიგნალების ამოცნობასა და რისკის შემცველი სიტუაციების გამკლავების სტრატეგიების შემუშავებას.
- მხარდამჭერი სისტემის შექმნა: ფსიქოთერაპია ხშირად მოიცავს ოჯახურ და ჯგუფურ შეხვედრებსაც, რაც დამოკიდებული ადამიანის ახლობლებს სწორ ინფორმაციას აწვდის მათი მდგომარეობისა და საჭირო მხარდაჭერის შესახებ.

დამოკიდებული ადამიანის, რთული წარსულის, სხვადასხვა ნივთიერებებისა და მათ მიმართ ლტოლვის უკან ყოველთვისაა ადამიანი, ვისი გადარჩენაც შესაძლებელია 💙

როგორც კარლ იუნგი ამბობს, “ჩვენ არც მარტონი ვზიანდებით და ვერც მარტონი განვიკურნებით” 💚

Address

Vaja-Pshavela 83/11
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"/Drug addiction treatment clinic Libertas posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"/Drug addiction treatment clinic Libertas:

Share