Parents Organization for Type 1 Diabetes/მშობლების ორგ. ტიპი 1 დიაბეტისთვის

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Parents Organization for Type 1 Diabetes/მშობლების ორგ. ტიპი 1 დიაბეტისთვის

Parents Organization for Type 1 Diabetes/მშობლების ორგ. ტიპი 1 დიაბეტისთვის ინფორმაცია ტიპი 1 დიაბეტისთვის

ვუსამძიმრებთ , სრულიად საქართველოსა და მართლმადიდებლურ სამყაროს - სულიერი მამის გარდაცვალებას  😞🥺„მთავარია, უმძიმეს მდგო...
18/03/2026

ვუსამძიმრებთ , სრულიად საქართველოსა და მართლმადიდებლურ სამყაროს - სულიერი მამის გარდაცვალებას 😞🥺

„მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა"

ილია მეორე
1933-2026

მოგესალმებით📢📢გიზიარებთ, ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს  ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოპასუხს მარაგების შესახებ და ასევე ი...
11/03/2026

მოგესალმებით📢📢

გიზიარებთ, ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
პასუხს მარაგების შესახებ და ასევე ინსულინების გაცემის პუნქტის ცვლილებასთან დაკავშირებით PSP სააფთიაქო ქსელში 1 აპრილიდან, ვურთავთ როგორც პასუხს, ისე სააფთიაქო ქსელის მისამართებს რეგიონების მიხედვით

📢📢📢მოგესალმებით გიზიარებთ, 30.10.2025 წლიდან ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტთან  ფიზიკური შეხვედრის შემდგომ , ჩვენს მიმო...
21/02/2026

📢📢📢მოგესალმებით

გიზიარებთ, 30.10.2025 წლიდან ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტთან ფიზიკური შეხვედრის შემდგომ , ჩვენს მიმოწერებსა და აქტივობას 18+ სახელმწიფო პროგრამის განხილვა/ცვლილებასთან დაკავშირებით დდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთან,📱 📩📧ყველა გზით ვცადეთ თქვენთან კომუნიკაცია თუმცა უშედეგოდ! შუალედური უკუკავშირიც კი არ ყოფილა ამ საკითხთან დაკავშირებით, გასულია ყველანაირი გონივრული ვადა პირველი განცხადების შემდეგ

პ.ს ოფიციალური ფორმამდე - ნებისმიერ შეხვედრაზე წლების განმავლობაში, ჩვენი მხრიდან 18➕სახელმწიფო პროგრამის ცვლილებასთან დაკავშირებით კომპეტენტურ პირებთან შეხვედრის დაორგანიზებას ვითხოვდით , რისი ნებაც 30 ოქტომბრამდე არ გამოხატულა.

05/02/2026

Mateus T1D ❤️

📢📢📢 💉💉დღეს საქართველოში გვაქვს სასტიკი რეალობა: თუ ბენეფიციარი არის 17 წლის ბავშვი T1D დიაბეტით, სახელმწიფო პროგრამის ფა...
01/02/2026

📢📢📢

💉💉დღეს საქართველოში გვაქვს სასტიკი რეალობა: თუ ბენეფიციარი არის 17 წლის ბავშვი T1D დიაბეტით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მას გადაეცემა : სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა(CGM), აქვს არჩევანი თანამედროვე ბაზალურ ინსულინებზე, რომ მოირგოს ორგანიზმზე, გლუკაგონის ჰიპოკიტი და გლუკომეტრი ( თავისივე ტესტ ჩხირებით ) ; ამ რესურსებით ბენეფიციარს ( მის მშობელს ) შეუძლია მართოს დაავადება, იცხოვროს სწავლობდეს და გეგმავდეს მომავალს, მაგრამ როცა ბენეფიციარ(ებ)ი 18 წლის ხდება – ერთ დღეში, ერთ საათში – ეს ყველაფერი ქრება. დაავადება არ იცვლება, საჭიროებები არ იკლებს,მაგრამ სახელმწიფო უბრალოდ ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე ტოვებს მათ და პასუხისმგებლობას აკისრებს საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებაზე - ფინანსურად, ემოციურად, ფიზიკურად - ბენეფიციარ(ებ)სა და მათ ოჯახს

18 წელი - ეს არის ის ასაკი, როდესაც ახალგაზრდები ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ, აბიტურიენტები არიან , აგებენ საკუთარ მომავალს, ეძებენ თავიანთ გზას ცხოვრებაში , სურთ განათლების მიღება , უნივერსიტეტში ჩაბარება; ეს უნდა იყოს შესაძლებლობების, აღმოჩენების, ზრდის დრო, მაგრამ პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ეს ემსგავსება გადარჩენისთვის ბრძოლას.

Ბატონო მიხეილ, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმოიდგინეთ:

🩸თქვენ ხართ სტუდენტი, რომელსაც სჭირდება ყოველდღე რამდენჯერმე შეამოწმოს სისხლში გლუკოზის დონე , დაითვალოს ნახშირწყლები ყველა საკვებში, გამოთვალოს ინსულინის დოზა, აკონტროლოს სტრესი (რომელიც ზრდის გლუკოზის დონეს), დაიძინოს საკმარისად და ეს ყოველივე უნდა გააკეთოს სწორად, რადგან ერთი შეცდომაც კი შეიძლება იყოს ფატალური.

🩸ახლა დაამატეთ ამას ფინანსური სტრესი: როგორ იყიდოთ ტესტ-ჩხირები, როცა დახმარება არ ყოფნის საარსებო მინიმუმსაც კი? როგორ იზრუნოთ ჯანმრთელ / ბალანსირებულ კვებაზე (რაც დიაბეტით მცხოვრები ადამიანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია), როცა თქვენი ბიუჯეტი იძულებულია დაიხარჯოს სასიცოცხლო მედიკამენტებზე? როგორ იფიქროთ გამოცდებზე, როცა შფოთავთ, გაიღვიძებთ თუ არა ხვალ დილით?

🩸ამ დაავადების მქონე ადამიანებს უწევთ დიეტა, ნაცვლად დაბალანსებული კვებისა (ხშირად იაფი, მაღალნახშირწყლოვანი საკვები), გლუკოზის მონიტორინგის გამოტოვება (რადგან ტესტ ჩხირები ძვირია), ცხოვრება მუდმივ შიშსა და გაურკვევლობაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვთ მეტი გართულებების რისკი მომავალში და ბევრს უჭირს სწავლის პროცესი თუ პროდუქტიული მუშაობა და ცხოვრება , რადგან ძნელია კონცენტრაცია, როცა სხეული არასტაბილური მდგომარეობაშია.

🩸დღევანდელი პროგრამის ფარგლებში , სახელმწიფო უარს ამბობს უზრუნველყოს სასიცოცხლო საშუალებები ქრონიკული დაავადების მქონე სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის, რაც თავის მხრივ ნიშნავს, არსებული დაავადების მხრიდან გამოწვეულ გართულებებს, უფრო მაღალი ლეტალობის რისკს - არა იმიტომ, რომ მედიცინა ვერ ეხმარება, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ ჩათვალა მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად და არ აღიარებს ტიპი 1 დიაბეტს , როგორც ქრონიკული დაავადებას, რომელიც არ ქრება 18 წლის ასაკში.

🌎მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჯანდაცვა არის ადამიანის ძირითადი უფლება და არა პრივილეგია , ამიტომ მოგმართავთ თხოვნით დიაბეტის სახელმწიფო პროგრამის გააფართოების შესახებ 18 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებზე, რათა ამავე პროგრამის ფარგლებში მოხდეს სახელმსიფოს მხრიდან ჩამოთვლილის უზრუნველყოფა

🩸 სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა(CGM და სენსორები)

🩸 გლუკაგონი, ლეტალობის რისკის დასაძლევად

🩸ბაზალურ ინსულინი - ტრესიბა

🩸გლუკომეტრი და ტესტ ჩხირები;

CGM-ის და ადეკვატური მონიტორინგის გარეშე, პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანები უფრო მეტად განიცდიან:

• მძიმე ჰიპოგლიკემიის ეპიზოდებს (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე), რაც იწვევს გონების დაბინდვას, კრუნჩხვებს, კომას და ლეტალობასაც კი

• ჰიპერგლიკემიასა და მის შემდგომ გართულებებს (სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონე), რაც აზიანებს თირკმელებს, გულს, თვალებს, ნერვულ სისტემას

• დიაბეტური კეტოაციდოზის (DKA) რისკს – სასიცოცხლოდ საშიშ გართულებას

• ისეთ გართულებებს როგორიცაა : ნეიროპათია, რეტინოპათია, ნეფროპათია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

• ფსიქოლოგიურ პრობლემებს: დეპრესია, შფოთვა, გადაღლილობა მუდმივი სტრესისგან

ეს ყველაფერი კი არის რეალობა, რომელშიც უწევთ ცხოვრება 18+ ათასობით ახალგაზრდა ადამიანს ჩვენს ქვეყანაში. ყოველი სტატისტიკის უკან არის ადამიანი- ბენეფიციარი რომელსაც ეშინია ჰიპოგლიკემიური კომის, მშობელი, რომელიც ყოველ ღამე ამოწმებს შვილის სუნთქვას, ამ ქვეყნის ახალგაზრდა პროფესიონალი, რომელსაც უწევს არჩევანი მედიკამენტებსა და საკვებს შორის. ეს არიან ჩვენი შვილები, დები-ძმები, მეგობრები, მომავალი ექიმები, მასწავლებლები, მეცნიერები, მხატვრები.

მათ აქვთ ოცნებები, გეგმები, პოტენციალი. მაგრამ პირველ რიგში, მათ სჭირდებათ უბრალოდ გადარჩენის შესაძლებლობა. სჭირდებათ საშუალებები, რომლებიც დღეს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მიიჩნევა დიაბეტის მართვის სტანდარტად.

ყოველი დღე, ყოველი კვირა, ყოველი თვე – ეს არის დრო, როდესაც ათასობით ახალგაზრდა ცხოვრობს სიკვდილის შიშში, როდესაც ოჯახები ხარჯავენ თავიანთ უკანასკნელ რესურსს, როდესაც პოტენციალი იკარგება, ჯანმრთელობა უარესდება, სიცოცხლე ხდება უფრო მოკლე და უფრო მძიმე.

ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფო ჯანდაცვა არ იქნება გულგრილი ამ პრობლემის მიმართ. გვჯერა, რომ მოისმენთ ათასობით ოჯახის ხმას, რომლებიც ყოველდღე ებრძვიან ამ დაავადებას . გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა აირჩევს თანადგომას, ჯანმრთელობას - დაავადების ნაცვლად, სიცოცხლეს- სიკვდილის ნაცვლად.

გთხოვთ, პირველი ტიპის დიაბეტის კქონე ბენეფიციარებს , მათი ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს შეავსოთ ➡️➡️➡️ მოთხოვნა 🩸
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdJ16XD1OKHjPKovWyQMgSN22o7-NjDqOn1BJVi0NX6WPWqxw/viewform?usp=header

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველოს მთავრობა

World Health Organization (WHO)

ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით ვადასტურებ, რომ მითითებული მონაცემები არის სწორი და ვეთანხმები განცხადების ში....

29/01/2026

🔻მოგესალმებით, დიაბეტის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ინსულინის , შაქრის საზომი ჩხირების გაცემა ხდება კონკრეტულ ობიექტებზე. ობიექტებზე მისულ ბენეფიციარებს განუცხადეს რომ ვერ მიიღებენ მათ კუთვნილ ნივთებს , რადგან პროგრამის გადამისამართება ხდება სხვა აფთიაქებში.

⭕️იხილეთ ჯანდაცვის პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით :

➡️ "გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე სააფთიაქო ქსელებთან ურთიერთობის საკითხი განხილვისა და შეფასების პროცესშია. აღნიშნული პროცესი მოიცავს შესაბამისი პირობების დაზუსტებასა და ხელშეკრულებითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
სააფთიაქო ქსელის შერჩევისა და მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, დამატებით გაცნობებთ გაცემის მექანიზმის შესახებ.

დამატებით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვლის თვის ბოლომდე შპს „მედფარმა პლუსის“ ქვეკონტრაქტორი აფთიაქების ადგილმდებარეობა უცვლელი რჩება."

04/12/2025

Abbott recalls 3 million Libre 3 CGMs after detecting potential low glucose reading errors, impacting user safety with 736 reported adverse events and 7 deaths.

დღეს 15 ნოემბერს,  ბორის პაიჭაძის სახელობის  დინამო არენა სტადიონზე, საქართველო-ესპანეთის მატჩზე ორგანიზაციის აქტივობის ...
15/11/2025

დღეს 15 ნოემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა სტადიონზე,
საქართველო-ესპანეთის მატჩზე ორგანიზაციის აქტივობის შედეგად ფეხბურთელების ფეიერ (Player Escorts) ესკორტს წარმოადგენენ დიაბეტიანი ბავშვები.

#14 ნობერი დიაბეტის საერთაშორისო დღე!

წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს.

მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation

1922 წლის 11 იანვარს ტორონტოში, საავადმყოფოში დიაბეტით გამოწვეულ კომაში მყოფ ბავშვებს გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ. ამ დრო...
14/11/2025

1922 წლის 11 იანვარს ტორონტოში, საავადმყოფოში დიაბეტით გამოწვეულ კომაში მყოფ ბავშვებს გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ.
ამ დროს კლინიკაში სრულიად უცნობი პრეპარატი მიიტანეს და მორიგეობით ყველა ბავშვს გაუკეთეს ინექცია.
სანამ ბოლო ბავშვამდე მივიდნენ ამასობაში პირველმა თვალი გაახილა.
ეს ბავშვი 14 წლის ამერიკელი ბიჭუნა - ლეონარდ ტომპსონი იყო.
კაცობრიობის ისტორიაში ის გახდა პირველი ადამიანი ვისაც ინსული გაუკეთეს და ვინც სწორედ მისი წყალობით გადაურჩა გარდაუვალ სიკვდილს.
1921 წლის 7 აგვისტოს ფრედერიკ ბანტინგმა და 22 წლის სტუდენტმა ჩარლზ ბესტმა აღმოაჩინეს ინსულინი.
დღეს 14 ნოემბერია , და დიაბეტიანი ბავშვის მშობლები და თავად დიაბეტიანები აღვნიშნავთ ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღეს (მსოფლიო დიაბეტის დღე), ადამიანის, რომლის დამსახურებაა დღეს მილიონობით ბავშვის სიცოცხლე.

1923 წელს მსოფლიოსთვის ინსულინის ჩუქების გამო ფრედერიკ ბანტინგმა და ჩარლზ ბესტმა ნობელის პრემია მიიღეს.

09/11/2025

საღამო მშვიდობისა,
დღეს 9.11.2025 გვქონდა კომუნიკაცია , საქართველოში Novo Nordisk-ის წარმომადგენელთან,
რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია საქართველოში ინსულინ ნოვორაპიდის შემოტანასთან დაკავშირებით :

❗️" -ორშაბათს ინიცირდება პროცესი, უნდა შეირჩეს ავია რეისი და შემდგომ უნდა გამოიგზავნოს მედიკამენტი. შეიძლება 20 ნოემბერზე ადრეც ჩამოვიდეს, როგორც წესი 7-10 დღე სჭირდება, ეს ყველაფერი დამოკიდებულია შესაბამისი ავია რეისის დადასტურებაზე

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Parents Organization for Type 1 Diabetes/მშობლების ორგ. ტიპი 1 დიაბეტისთვის posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Parents Organization for Type 1 Diabetes/მშობლების ორგ. ტიპი 1 დიაბეტისთვის:

Share