18/02/2026
🙌🏻💛
🏥 იაშვილის ჰოსპიტლის ყბა–სახის ქირურგიის განყოფილებაში პედიატრიული პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია სერვისების სრულ სპექტრი - როგორც ამბულატორიული მომსახურება, ასევე 24-საათიანი სტაციონარული სერვისი.
განყოფილებაში წარმატებით ტარდება პირის ღრუსა და ყბა–სახის მიდამოს გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციები მაქსიმალურად დამზოგველი, კოსმეტიკური მეთოდებით.
🔷 ჩვენი გუნდი ახორციელებს:
🔹 ყბის განვითარების ანომალიების ქირურგიულ მკურნალობას
🔹 ინფექციების, ანთებითი პროცესებისა და ტრავმების მართვას
🔹 სახისა და პირის ღრუს თანდაყოლილი პათოლოგიების მკურნალობას
🔹 სასისა და ტუჩის ნაპრალის მქონე პაციენტების მკურნალობას
🔹 სიმსივნეების ქირურგიას
🔹 რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ოპერაციებს
🔹 სანერწყვე ჯირკვლებისა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებების მკურნალობას
👉🏼 ERN CRANIO-ს პარტნიორობის ფარგლებში ყბა–სახის ქირურგიული განყოფილების ექიმები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა იშვიათი თანდაყოლილი ანომალიების მიმართულებით შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ევროპულ კლინიკურ სტანდარტებთან შესაბამისი მიდგომების დანერგვას.
☎️ ექიმთან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 05 15 15
ან დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ: https://shorturl.at/vJRmH