Mziuri Med - Medical Center

Mziuri Med - Medical Center Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Mziuri Med - Medical Center, Medical and health, 3 Levan Gotua Street, Tbilisi.

მზიურიმედის მიზანია, კომფორტულ გარემოში უზრუნველვყოთ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ვიზრუნოთ მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე. ჩვენ ვემსახურებით სრულ პედიატრიულ სპექტრს – ახალშობილიდან ზრდასრულობის ასაკამდე.
თქვენ – მშობლები იღებთ გადაწყეტილებას, თუ ვის ანდობთ ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ჩვენი კი გვსურს, ვიყოთ თქვენი პარტნიორები ბავშვის განვითარების სწორი მონიტორინგის პროცესში.
ჩვენი გუნდი

ს ექიმები და მშობლები ერთად ზრუნავენ ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. ვითვალისწინებთ თითოეული თქვენგანის საჭიროებებს და პრიორიტეტს ვანიჭებთ ინდივიდუალურ მიდგომას.
ის არჩევანი, რომელსაც თქვენი შვილებისათვის იღებთ, არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ პედიატრიულ ასაკში კვალიფიციურად დაგეგმილი და წარმართული მკურნალობა არის ბავშვის ჯანმრთელი მომავლის გარანტი.
მზიურიმედის ვებგვერდი მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას ჩვენს კლინიკაში არსებული მომსახურებებისა და დანერგილი სიახლეების შესახებ. ეწვიეთ და თვალყური ადევნეთ ჩვენს შემოთავაზებებსა და მიმდინარე პროცესებს.

მზიური მედი ზრუნავს პაციენტებზე ❤️🔬მზიური მედი პეციენტებს სთავაზობს ლაბორატორიული სერვისების ფართო სპექტრს, როგორც კლინი...
02/08/2026

მზიური მედი ზრუნავს პაციენტებზე ❤️
🔬მზიური მედი პეციენტებს სთავაზობს ლაბორატორიული სერვისების ფართო სპექტრს, როგორც კლინიკაში ასევე ბინაზე მომსახურებით. ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ფრანგული დანადგარებით, კვლევები ტარდება მხოლოდ ფრანგული რეაქტივებით და შედეგების მიღება შესაძლებელია დროის მოკლე მონაკვეთში. 

ბინაზე ლაბორატორიული სერვისებისთვის დაგვიკავშირდით:
-——————
☏ 032 243 41 88 / 599 43 41 88
www.mziurimed.ge
#ჯანმრთელიბავშვი #ჯანმრთელიმომავალი

🌞 ვიტამინი D ბავშვის ასაკისა და განვითარების სტადიის გათვალისწინებით იძლევა ინფორმაციას განვითარებულ პრობლემებზე, როგორი...
30/07/2026

🌞 ვიტამინი D ბავშვის ასაკისა და განვითარების სტადიის გათვალისწინებით იძლევა ინფორმაციას განვითარებულ პრობლემებზე, როგორიც არის:
✔️ რკინის დეფიციტი (ანემია),
✔️ ანთებითი და ინფექციური პროცესები,
✔️ ალერგიული რეაქციები,
✔️ რაქიტი,
✔️ ოსტეომალაცია,
✔️ იმუნური სტატუსი.
☀️☀️რეკომენდაცია 👉 კვლევები:
• სისხლის საერთო ანალიზი & ედს
• რკინა
• იმუნოგლობულინი E (IgE)
• ვიტამინი D (საერთო)

💛Ჩვენი გუნდის წამყვანი სპეციალისტები ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას გაგიწევენ როგორც კლინიკაში, ასევე ბინაზე.
———————————————————
☎️ 032 243 41 88 / 599 43 41 88
www.mziurimed.ge
-———————————————————
#ჯანმრთელიბავშვი #მზიურიმედი #დედები

🌞 ბავშვთა ნაწლავური ინფექციები➡️ როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ?🌞ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვთა ნაწლა...
26/07/2026

🌞 ბავშვთა ნაწლავური ინფექციები
➡️ როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ?
🌞ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვთა ნაწლავური ინფექციები. ეს ინფექციები უმეტესად გამოწვეულია ვირუსებით ან ბაქტერიებით და საჭიროებს სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას.
🌞ძირითადი სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
✔️ღებინება და დიარეა ➡️ ეს ყველაზე ხშირი სიმპტომებია, რომელიც იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას;
✔️მუცლის ტკივილი ➡️ შეიძლება იყოს მსუბუქი ან ძლიერი, კრუნჩხვების სახით;
✔️ ტემპერატურის მატება ➡️ სიცხე შესაძლოა თან ახლდეს ინფექციის მიმდინარეობას;
✔️ მადის დაქვეითება და სისუსტე.

როგორ მოვიქცეთ?
✅ ჰიდრატაცია: ყველაზე მნიშვნელოვანია სითხის მიღება. შესთავაზეთ ბავშვს წყალი, სპეციალური ელექტროლიტური ხსნარები. მოერიდეთ გაზიან სასმელებს და წვენებს;
✅ კვების რეჟიმი: პირველი 24 საათის განმავლობაში შეზღუდეთ საკვები და თანდათან დაუბრუნდით ჩვეულებრივ რაციონს.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
მიმართეთ პედიატრს, თუ:
♥️ ბავშვი უარს ამბობს სითხის მიღებაზე;
♥️ ღებინება გრძელდება 24 საათზე მეტხანს;
♥️ დიარეა გრძელდება 2-3 დღეზე მეტხანს;
♥️ აღინიშნება ძლიერი მუცლის ტკივილი, მაღალი სიცხე ან სისხლიანი დიარეა;
♥️ ბავშვი ლეთარგიულია.

📞 დაგვიკავშირდით:
☎️ 032 243 41 88 / 599 43 41 88
www.mziurimed.ge
📍მისამართი:
თბილისი, ლევან გოთუას #3.
—————————————
#პედიატრია #ლაბორატორია #პედიატრი

ბავშვები და ხილი 🍒🍓🍊 ყველა მშობელს სურს მისი შვილი მეტ ვიტამინს და სასარგებლო ნივთიერებას იღებდეს.ხილის დამატება  შესაძლ...
20/07/2026

ბავშვები და ხილი 🍒🍓🍊

ყველა მშობელს სურს მისი შვილი მეტ ვიტამინს და სასარგებლო ნივთიერებას იღებდეს.
ხილის დამატება  შესაძლებელია 4-დან 6 თვემდე ასაკში. დამატებითი საკვების შეთავაზების კონკრეტული ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია 4-6 თვემდე კვების ტიპზე და ბავშვის განვითარებაზე.
ჟერ ვთავაზობთ მცირე ულუფებით, დაახლოებით 1-2 ჩ/კ. მცირე ულუფების შეთავაზება გრძელდება 2-3 დღე.
ხილის დამატებისას შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქცია. ამიტომ არის რეკომენდებული სამდღიანი დაკვირვების პერიოდი ახალი ხილის დამატებისას და ამ სამი დღის მანძილზე მცირე რაოდენობით 1-3 ჩაის კოვზის შეთავაზება.
🌞 ენდეთ ჩვენი კლინიკის გამოცდილ ექიმებს ❤️
დაგვიკავშირდით და დაჯავშნეთ ვიზიტი — თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა ჩვენი მთავარი საზრუნავია❤️
☎️ 032 243 41 88 / 599 43 41 88
www.mziurimed.ge
——————————————————
#ჯანმრთელიბავშვი #ჯანმრთელიმომავალი
#მზიურიმედი #ჯანმრთელობა  #ალერგია

🌞მზე უამრავ დადებით და უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე. როგორ დავიცვათ ბავშვები ...
16/07/2026

🌞მზე უამრავ დადებით და უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე. როგორ დავიცვათ ბავშვები და როგორ გამოვიყენოთ მზის სხივები სწორად?
მზის დადებითი მხარეები:
🌟 D ვიტამინის წყარო: მზის სხივების ზემოქმედებით ჩვენი კანი გამოიმუშავებს D ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის. ის აძლიერებს ძვლებსა და იმუნურ სისტემას და ხელს უშლის ისეთი დაავადების განვითარებას, როგორიცაა რაქიტი.
🌟 განწყობის გაუმჯობესება: მზის სხივები გავლენას ახდენს სეროტონინის — “ბედნიერების ჰორმონის” — გამომუშავებაზე, რაც ხელს უწყობს კარგი განწყობის შექმნას და სტრესის შემცირებას.
🌟 ძილის რეგულაცია: დღისით მზის სხივების მიღება ხელს უწყობს ღამით უკეთეს და ჯანსაღ ძილს.

მზის უარყოფითი მხარეები:
🌟 მზის დამწვრობა: ბავშვის ნაზი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ. დამწვრობამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, სიწითლე, წყლულები და გრძელვადიან პერსპექტივაში, ზრდის კანის კიბოს რისკს.
🌟 მზის დაკვრა: სიცხეში დიდი ხნით ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს სითბური დაკვრა, რომლის სიმპტომებია: თავბრუსხვევა, გულისრევა, დაღლილობა და სხეულის ტემპერატურის მომატება. ეს განსაკუთრებით საშიშია პატარა ბავშვებისთვის.
🌟 თვალების დაზიანება: მზის ულტრაიისფერი სხივები აზიანებს თვალებს და შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის, კატარაქტა.

როგორ დავიცვათ ბავშვები?
🌟 გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი: შეარჩიეთ კრემი მინიმუმ 30 SPF-ით და წაუსვით ბავშვს კანზე ყოველ ორ საათში ერთხელ, ასევე, წყლიდან ამოსვლის შემდეგ.
🌟 მოერიდეთ დღის ყველაზე ცხელ პერიოდს: ეცადეთ, ბავშვი 11:00-დან 16:00 საათამდე მზის პირდაპირ სხივებს მოარიდოთ.
🌟 დაიცავით ბავშვის თვალები და თავი: დაახურეთ ქუდი და გაუკეთეთ სათვალე ულტრაიისფერი დაცვით.
🌟 შეინარჩუნეთ ჰიდრატაცია: დარწმუნდით, რომ ბავშვი საკმარისი რაოდენობით სვამს წყალს.
—————————
☏ 032 243 41 88 / 599 43 41 88
www.mziurimed.ge

ანემია ბავშვებში 🫶ანემია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ზრდასრულებში და განსაკუთრებით ბავშვებში. პატარებში ყველაზე ხშირ...
12/07/2026

ანემია ბავშვებში 🫶
ანემია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ზრდასრულებში და განსაკუთრებით ბავშვებში. პატარებში ყველაზე ხშირად გვხვდება რკინადეფიციტური, ვიტამინდეფიციტური და ცილადეფიციტური ანემია. რაც შეეხება ახალშობილებს, გავრცელებულია ჰემოლიზური და დღენაკლთა ანემია.
 
რა იწვევს ანემიას?
• სისხლის დაკარგვა (ტრავმა, ჭრილობები)
• არასრულფასოვანი კვება
• ხშირი ავადობა
• კუჭის დაავადებები
• ბაქტერიული ინფექცია
• ლეიკემია
• სეფსისი
• ლეიშმანიოზი
ანემია -  სიმპტომები
საწყის ეტაპზე დაავდებას გამოკვეთილი სიმპტომები არ გააჩნია, თუმცა ღრმა ანემიის დროს ვლინდება: სისუსტე, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა, უმადობა, თმის ცვენა, კუნთების ტკივილი, კბილების კარიესი, შარდის შეუკავებლობა, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. ბავშვი ხდება ფერმკრთალი, მოდუნებული, ადვილად ღიზიანდება, მალე იღლება თამაშის დროს, ჩამორჩება სწავლაში, საზეპირო მასალას ცუდად ითვისებს, აქვს უძილობა ან პირიქით – მოჭარბებული ძილიანობა.
მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ანემიასთან გვაქვს საქმე.

🌞 მზიური მედის პედიატრები დაგეხმარებიან ანემიის დროულ დიაგნოსტიკაში, პრევენციასა და მკურნალობაში.
———————————————————
☎️ 032 243 41 88 / 599 43 41 88
www.mziurimed.ge
-———————————————————
#ჯანმრთელიბავშვი #მზიურიმედი #ანემია

🧑‍⚕️👩‍⚕️👨‍⚕️ჩვენი პედიატრების ასისტენტებს 🥇ელენე უზნაძეს🥇გიორგი ბარამიძეს და🥇მაკა ლომთათიძეს ვულოცავთ თბილისის სახელმწიფ...
10/07/2026

🧑‍⚕️👩‍⚕️👨‍⚕️ჩვენი პედიატრების ასისტენტებს
🥇ელენე უზნაძეს
🥇გიორგი ბარამიძეს და
🥇მაკა ლომთათიძეს
ვულოცავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტის წარმატებით დამთავრებას!
👨‍⚕️👩‍⚕️👨‍⚕️მზიური მედის გუნდის სახელით ვუსურვებთ წარმატებას პროფესიულ გზაზე👏🏻

🩺🔬 ინფექციების დროს მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. 🌡️ მზიური მედის სპეციალისტ...
06/07/2026

🩺🔬 ინფექციების დროს მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. 🌡️ მზიური მედის სპეციალისტების მომსახურების და ლაბორატორიული სერვისების მიღება ბინაზეც შესაძლებელია.
🌞 მზიური მედი - მაღალპროფესიონალ  ექიმთა გუნდი ♥️
—————————————
☏ 032 243 41 88 / 599 43 41 88
www.mziurimed.ge
-———————————————————
#ჯანმრთელიბავშვი #მზიურიმედი #ლაბორატორია

მენჯ-ბარძაყის დისპლაზია — ჩვილებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თანდაყოლილი მდგომარეობაა, რომლის ადრეული აღმოჩენა და დრ...
30/06/2026

მენჯ-ბარძაყის დისპლაზია — ჩვილებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თანდაყოლილი მდგომარეობაა, რომლის ადრეული აღმოჩენა და დროული მკურნალობა ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

✔️ მენჯ-ბარძყის დისპლაზია არის მენჯ-ბარძაყის სახსრის განვითარების შეფერხება, რომელიც იწყება მუცლად ყოფნის პერიოდიდან.
✔️ დისპლაზიის რისკი მაღალია იმ ახალშობილებში, რომლებიც მუცლად ჯდომითი პოზიციით იყვნენ.
✔️ ასევე, რისკ-ფაქტორია სანაყოფე წყლების ნაკლებობა. 
🔶 მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის დასადგენად რეკომენდებულია
3 თვემდე ასაკის ჩვილებში სახსრის ექოსკოპიის გაკეთება.
✔️ ბავშვის ორთოპედთან ვიზიტი აუცილებელია 1, 3, 6 და 12  თვის ასაკში, ხოლო შემდეგ -  წელიწადში ერთხელ.

☀️ ლაშა ძიძიგური - მზიური მედის ბავშვთა ორთოპედი
-————————————————
☎️ 032 243 41 88 / 599 43 41 88
www.mziurimed.ge
-————————————————
#ჯანმრთელიბავშვი #მზიურიმედი #ორთოპედია #დისპლაზია

🌞ბავშვებში თავის ტკივილის ბევრი მიზეზი არსებობს. მაგრამ არის სამი ძირითადი:❤️ დაძაბვის თავის ტკივილი,  რომელიც ყველაზე ხ...
25/06/2026

🌞ბავშვებში თავის ტკივილის ბევრი მიზეზი არსებობს. მაგრამ არის სამი ძირითადი:
❤️ დაძაბვის თავის ტკივილი,  რომელიც ყველაზე ხშირია;
❤️ შაკიკი და
❤️ ფსიქოგენური თავის ტკივილი.

☀️ როდესაც პაციენტს აწუხებს თავის ტკივილი, საჭიროა ნევროლოგის ჩარევა.
ნევროლოგის კონსულტაცია, სწორი რეკომენდაციების მიცემა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თავის ტკივილების სიხშირე შემცირდეს და ბავშვის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს

📞 დაგვიკავშირდით:
☎️ 032 243 41 88 / 599 43 41 88
www.mziurimed.ge
📍მისამართი:
თბილისი, ლევან გოთუას #3.
—————————————
#პედიატრია #ჯანმრთელიბავშვი

Address

3 Levan Gotua Street
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 22:00
Tuesday 10:00 - 22:00
Wednesday 10:00 - 22:00
Thursday 10:00 - 22:00
Friday 10:00 - 22:00
Saturday 10:00 - 18:00

Telephone

+995322434188

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Mziuri Med - Medical Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Mziuri Med - Medical Center:

Shortcuts

Share