22/07/2026
🌟
🔈აუტოიმუნური დაავადებების გაფართოებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკა თოდუას კლინიკაში!
✔️HumaBlot 44FA - თანამედროვე, სრულად ავტომატიზებული სისტემა, რომელიც აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება და სხვადასხვა ტიპის აუტოანტისხეულების ერთდროულად, მაღალი სიზუსტით შეფასების საშუალებას იძლევა.
▫️ახალი ტექნოლოგია დაფუძნებულია Line Immunoassay (LIA) მეთოდზე და ავტომატურად ახორციელებს კვლევის ძირითად ეტაპებს - ნიმუშის დამუშავებას, ტესტირებას, სკანირებასა და შედეგების პროგრამულ ინტერპრეტაციას.
HumaBlot 44FA-ის საშუალებით შესაძლებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულების შეფასება:
🔹 ANA-LIA XL - სისტემური შემაერთებელი ქსოვილისა და აუტოიმუნურ-რევმატული დაავადებების შესაფასებლად
🔹 ARTHRITIS-LIA - რევმატოიდული ართრიტისა და დაკავშირებული მდგომარეობების დიაგნოსტიკისთვის
🔹 GASTRO-LIA - კუჭ-ნაწლავის აუტოიმუნური დაავადებების, მათ შორის ცელიაკიისა და კრონის დაავადების გამოსავლენად
🔹 LIVER-LIA - ღვიძლის აუტოიმუნური პათოლოგიების შესაფასებლად;
🔹 VASCULITIS-LIA - სისტემური ვასკულიტებისა და შესაბამისი აუტოიმუნური პროცესების დიაგნოსტიკისთვის.
👉🏻აუტოიმუნური დაავადებების დროს ხშირად სხვადასხვა მდგომარეობას მსგავსი სიმპტომები აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი მარკერის, არამედ აუტოანტისხეულების სრული პროფილის შეფასება.
✔️ახალი სისტემა ექიმებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი სისხლის ნიმუშიდან მიიღონ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს დიაგნოსტიკის სიზუსტის გაზრდას და პაციენტის მართვის პროცესის უკეთ დაგეგმვას.
👉🏻თოდუას კლინიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა კიდევ ერთი ნაბიჯია ზუსტი დიაგნოსტიკისა და პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის განვითარებისკენ.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 📞 *5757