ნუტრიციოლოგი მაია გაბრიჭიძე/Dr. Maia Gabrichidze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნუტრიციოლოგი მაია გაბრიჭიძე/Dr. Maia Gabrichidze

ნუტრიციოლოგი მაია გაბრიჭიძე/Dr. Maia Gabrichidze 👩🏼‍⚕️ნუტრიციოლოგი მაია გაბრიჭიძე
🌱ჯანსაღი კვება
🥗კვების ინდივიდულური გეგმის შედგენა
სასარგებლო რეცეპტები

ყურადღება! კვების ტიპების ანალიზი და მენიუს ნიმუშები საჩუქრად! ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები (ცცხ)- წარმოადგენენ ორგანიზ...
24/07/2026

ყურადღება! კვების ტიპების ანალიზი და მენიუს ნიმუშები საჩუქრად!
ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები (ცცხ)- წარმოადგენენ ორგანიზმის ცხოველქმედებისათვის აუცილებელ მაკრონუტრიენტებს. ისინი ადამიანის კვების შეუცვლელი კომპონენტებია, რადგან ორგანიზმში მიმდინარე მრავალრიცხოვან ბიოქიმიურ რეაქციებში მონაწილეობენ.

კლასიკურ დიეტოლოგიაში დღემდე დომინირებდა წესები, რომლებიც საკვებთან ერთად ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების გარკვეული ოდენობის ყოველდღიურ მიღებას არეგულირებდა.
ქვემოდ წარმოგიდგენთ მიღებული მაკრონუტრიენტების განაწილების ერთ-ერთ კლასიკურ სქემას, რომლის თანახმადაც დღიური ნორმა გულისხმობდა საკვებში შემდეგ თანაფარდობას:
50% — ნახშირწყლები
25% — ცილები
25% — ცხიმები
ამჟამად არსებობს მაკრონუტრიენტების მიღების უამრავი ახალი სქემა. ერთ-ერთი მათგანი წონის კლებისთვისაც გამოიყენება. ამ შემთხვევაში მაკრონუტრიენტების პროპორცია ცილებისა და ცხიმების სასარგებლოდ იცვლება:
20% — ნახშირწყლები
40% — ცილები
40% — ცხიმები
უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ზოგადი სტანდარტებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მათი კორექტირება უნდა მოხდეს ადამიანის ინდივიდუალური კონსტიტუციის (აგებულების) გათვალისწინებით.
მაგალითი: გიზიარებთ მაკრონუტრიენტების მიღების (გამოცდილებით) ნაპოვნ სქემას შერეული კონსტიტუციისთვის:
65% — ნახშირწყლები
15% — ცილები
20% — ცხიმები
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება: პროდუქტებს, რომლებიც ძირითადად ნახშირწყლებს შეიცავს, მიეკუთვნება არა ფუნთუშეული, მაკარონი და ტორტები, არამედ ჩვენთვის საყვარელი ბოსტნეული: კომბოსტო, ისპანახი, ნიახური და ხილი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოსტნეული (კომბოსტო, ისპანახი, ნიახური) ნახშირწყლების ჯგუფს მიეკუთვნება, მათი კონცენტრაცია ამ პროდუქტებში ბევრად დაბალია ცომეულთან შედარებით. ამას გარდა, ისინი მდიდარია უჯრედისით (ბოჭკოთი), რაც ანელებს გლუკოზის შეწოვას სისხლში.
განვიხილოთ მენიუ-მაგალითები
1. კლასიკური ბალანსირებული მენიუ (50/25/25), რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის თანაბარ გადანაწილებას დღის განმავლობაში.
საუზმე: შვრიის ფაფა წყალზე ან რძეზე, მცირე რაოდენობით კენკრით და ერთი ჩაის კოვზი თაფლით.
სადილი: მოხარშული ქათმის ფილე (150გ), გარნირად ყავისფერი ბრინჯი და ახალი ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთით.
სამხარი: ერთი ვაშლი და მუჭა ნიგოზი (ან ნუშის რამდენიმე ლებანი).
ვახშამი: გამომცხვარი თევზი (ხეკი ან ორაგული) და მოთუშული ბროკოლი/ყვავილოვანი კომბოსტო.

2. წონის კლებაზე ორიენტირებული მენიუ (20/40/40), სადაც აქცენტი გადატანილია ცილებსა და სასარგებლო ცხიმებზე, რათა შემცირდეს ინსულინის დონის მკვეთრი ცვალებადობა.
საუზმე: ომლეტი 2-3 კვერცხისგან ისპანახითა და ავოკადოთი. მცირე ნაჭერი ყველი.
სადილი: საქონლის ხორცის სტეიკი ან გრილზე მომზადებული ფილე, გარნირად დიდი პორცია მწვანე სალათი (სალათის ფოთლები, კიტრი, ნიახური) ბევრი ზეითუნის ზეთით.
სამხარი: ხაჭო (ცხიმიანი) 100გ, შაქრის გარეშე.
ვახშამი: მოთუშული ზღვის პროდუქტები ან ქათმის ხორცი ყაბაყთან და მწვანე ლობიოსთან ერთად.

3. "შერეული ტიპის" (P/K) მენიუ (65/15/20). სქემა, რომელიც მდიდარია რთული ნახშირწყლებით და შედარებით მსუბუქია ცილებისა და ცხიმების მხრივ.
საუზმე: ხილის სალათი ან წიწიბურას ფაფა მცირე რაოდენობით კარაქით.
სადილი: ბოსტნეულის სუპი (კარტოფილით, სტაფილოთი) და ნაჭერი მთლიანი მარცვლის პური. მცირე პორცია მოხარშული ინდაურის ხორცი.
სამხარი: გამომცხვარი გოგრა ან ჩირი (გარგარი, ქლიავი).
ვახშამი: მაკარონი მყარი ჯიშის ხორბლისგან, ბოსტნეულის სოუსით (პომიდორი, რეჰანი) და მცირე რაოდენობით გახეხილი ყველით.
ყველა მენიუს ტიპთან აუცილებელია შემდეგი ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინება:
• ჰიდრატაცია: ნებისმიერი სქემის დროს აუცილებელია დღეში მინიმუმ 1.5-2 ლიტრი წყლის მიღება.
• ბოჭკოს დამატება მენიუში: ბოსტნეული (ისპანახი, ნიახური, კომბოსტო), ფსილიუმი. რადგან ისინი დაბალკალორიულია, წარმოადგენს საკვებს სასარგებლო მიკროფლორისთვის და აუმჯობესებს საკვების მონელებას.

19/06/2026

მეტაბოლურ სინდრომთან გასამკლავებლად ნუტრიციოლოგი გირჩევთ ძველი, არაჯანსაღი ჩვევების ახლით შეცვლას:
• მოერიდეთ შაქრის შემცველ პროდუქტებს და სასმელებს: ტკბილი საჭმელი და გაზიანი სასმელები,ლიმონათები, წვენები, ტკბილი ჩაი/ყავა, ენერგეტიკული სასმელები- დიდი რაოდენობით კალორიას შეიცავს, მაგრამ ნაკლები კვებითი ღირებულება გააჩნია. ადამიანები, რომლებიც იღბნ ასეთ საკვებს და სვამენ ამ ტიპის სასმელებს ვერ ახდენენ კალორიების სწრაფ გახარჯვას და როგოც შედეგი აქვთ ჭარბი წონა. უმეტეს შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ წყალი,უშაქრო ჩაი ან უცხიმო რძე.
• ვარჯიში. რეგულარული ფიზიკური აქტივობა წვავს კალორიებს და აუმჯობესებს კუნთოვანი ქსოვილის სტრუქტურას. გაზარდეთ თქვენი ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, ან შეცვალეთ იგი. თუ გსურთ მეტი კალორიის დაწვა, გაზარდეთ ვარჯიშის ინტენსივობა, დაამატეთ გასავლელი მანძილი და სხვა.
• შეამცირეთ გაჯეტების ეკრანებთან გატარებული დრო. რაც მეტ დროს ატარებთ ტელევიზორთან,კომპიუტერთან და ტელეფონტან მით უფრო მეტად აგროვებთ ჭარბ წონას. დააწესეთ თქვენზე მორგებული გონივრული შეზღუდვა ტქნიკის გამოყენებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული სწავლასა და სამსახურთან. დაძინებამდე მინიმუმ 15 წ ადრე გამორთეთ ყველა ეკრანი და დაიძინეთსრულიად გათიშულიტექნიკის ფონზე.
აკონტროლეთ საკვები რაციონი.
რაციონის შედგენისას დაუკვირდით რამდენად სასარგებლო პროდუქტს შეიცავს ესა თუ ის კერძი,ასევე აკონტროლეთ მათში შემავალი პროდუქტების კალორიულობა.
გააკეთეთ კვების პროცესის ორგანიზება.
ჭამეთ ერთსადაიმავე დროს. დაიცავით კვების მიღების თანმიმდევრობა (საუზმე,ლანჩი,სადილი,ვახშამი). ინტერვალებში მიიღეთ საჭირორაოდენობის წყალი .გამოიყენეთ ფსიქოლოგიური ხრიკები: საკვები განათავსეთ მცირე ზომის თეფშზე, მიიღეთ მრავალფეროვნი პროდუქტების მცირე ულუფები. გაზარდეთ საჭმლის პირის ღრუში დამუშავების პერიოდი.
მიანიჭეთ უპირატესობა ბოსტნეულს და მწვანე ფერის ხილს . ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებთ და მინერალებით, ასევე შეიცავს უამრავ ბოჭკოს რაც კვებავს ნაწლავებში მცხოვრებ მიკროფლორას და ზრდის საკვების გადაადგილების უნარს.
სცადეთ ინტერვალური შიმშილი
ინტერვალური შიმშილი ფიზიკურ აქტივობასთა ერთად საუკეთესო შედეგს გვაძლევს მეტაბოლური სინდრომის დროს.
საჭიროა დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჩვევად ჩამოვიყალიბოთ სწორი კვება და ფიზიკური აქტიურობა. გენეტიკური წინასწარგანწყობისა და რისკის ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, რეგულარულად მიმართოთ ენდოკრინოლოგს, ჩაიტაროთ საჭირო კვლევები. და ექიმის დანიშნულებaსთან ერთად კვებითი კორექციის პრობლემის გადასაწყვეტად მიმართეთ ნუტრიციოლოგს.
შეუძლებელი არაფერია. თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია .
ექიმები მკურნალბენ დაავადებებს,ჯანმრთელობის მოპოვება თითოეულის პირადი ამოცანაა!

გირჩევთ ყველას ,ვისაც ამა თუ იმ ტიპის ალერგია  ან საკვების აუტანლობა გაწუხებთ!!საუკეთესო ფასია!!!
17/06/2026

გირჩევთ ყველას ,ვისაც ამა თუ იმ ტიპის ალერგია ან საკვების აუტანლობა გაწუხებთ!!საუკეთესო ფასია!!!

შაბათის აქცია ალერგიის კვლევის პანელზე: ხშირად გაწუხებთ ცემინება, სურდო, თვალების ქავილი, კანის გამონაყარი, ქოშინი ან სხვა ალერგიული სიმპტომები?

🔬 გაიგეთ, რა იწვევს თქვენს ალერგიას!

„მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრი“ გთავაზობთ ალერგიის გაფართოებულ კვლევას – 107 ალერგენის პანელს, რომელიც საშუალებას გაძლევთ ერთ კვლევაში გამოავლინოთ ალერგიული რეაქციის გამომწვევი მიზეზები.

✅ საკვები ალერგენები
✅ სახლის მტვერი და მტვრის ტკიპები
✅ მცენარეთა მტვერი (პოლენი)
✅ ცხოველების ეპითელიუმი და ბეწვი
✅ ობის სოკოები
✅ მწერების შხამები
✅ ლატექსი და სხვა გარემო ალერგენები

📌 ალერგენის ზუსტი იდენტიფიკაცია დაგეხმარებათ:
• სიმპტომების გამომწვევი მიზეზის დადგენაში
• ალერგენთან კონტაქტის შემცირებაში
• ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში
• ეფექტური მკურნალობის დაგეგმვაში
ლუბლიანას ქ.N11
0322 36 95 20; 599 369520

აპრილის სპეციალური შეთავაზება ✨�ჩაეწერეთ კონსულტაციაზე და მიიღეთ ბიოიმპედანსომეტრიული კვლევა სრულიად უფასოდ!📑 კვლევის შე...
19/04/2026

აპრილის სპეციალური შეთავაზება ✨�ჩაეწერეთ კონსულტაციაზე და მიიღეთ ბიოიმპედანსომეტრიული კვლევა სრულიად უფასოდ!

📑 კვლევის შედეგები გიჩვენებთ როგორია თქვენი ორგანიზმის რეალური პარამეტრები დიეტის და ვარჯიშის პერიოდში: რას კარგავთ კილოგრამებთან ერთად- ცხიმს თუ კუნთს? როგორია სითხის და მინერალების ბალანსი , რამდენით განისაზღვრება ბაზალური მეტაბოლიზმი. ყოველივე ეს მონაცემი საშუალებას მოგცემთ სწორად განსაზღვროთ საჭირო კალორიების ოდენობა და კვების ხარისხი თქვენი მიზნების მისაღწევად.

📌 ბიოიმპედანსომეტრია არის იდეალური არჩევანი თუ:
* გსურთ ეფექტურად და ჯანსაღად დაიკლოთ ან მოიმატოთ წონაში
* ვარჯიშობთ და გინდათ პროგრესის კონტროლი
* იწყებთ დიეტას და გჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა
* ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე და გინდათ თქვენი სხეულის მოვლის პრინციპების გაგება.

ჩაეწერეთ დღესვე — რაოდენობა შეზღუდულია 📩
📞 +995 551 270 627

#ნუტრიციოლოგი #სწორიკვება #ვარჯიში #წონაშიკლება #დიეტა #სპორტსმენებისკვება #ფიტნესი
#სპეციალურიშეთავაზება #

📌 7 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ბიოიმპედანსომეტრიაზეთუ გინდათ გაიგოთ რა არის ბიოიმპედანსომეტრია, როგორ მოემზადოთ სწორა...
16/04/2026

📌 7 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ბიოიმპედანსომეტრიაზე

თუ გინდათ გაიგოთ რა არის ბიოიმპედანსომეტრია, როგორ მოემზადოთ სწორად და რას უნდა ელოდოთ კვლევისგან — ეს პოსტი სწორედ თქვენთვისაა 👉

🎁 აღმოაჩინეთ აპრილის განსაკუთრებული შეთავაზება ბოლო სურათზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 👩‍⚕️✨

#ბიოიმპედანსომეტრია
#ვარჯიშიდასწორიკვება #ჯანმრთელობა #აქცია

თუ თქვენი წელის გარშემოწერიოლობა 80 სმ-96 სმ-მეტია, გაწუხებთ ჭარბი წონა, უძილობა, ენერგიის ნაკლებობა, ჭამის შემდეგ გონებ...
29/03/2026

თუ თქვენი წელის გარშემოწერიოლობა 80 სმ-96 სმ-მეტია, გაწუხებთ ჭარბი წონა, უძილობა, ენერგიის ნაკლებობა, ჭამის შემდეგ გონების დაბინდულობა, და ტკბილზე გაზრდილი მოთხოვნილება, ასევე ღამით გულის რითმის აჩქარება, კიდურების დაბრუჟება ან სახსრების ტკივილი - გამოიკვლიეთ ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლა, რათა გამორიცხოთ ინსულინრეზისტენტობა და მეტაბოლური სინდრომი - მდგომარეობები, რომლების შედეგადაც ხშირად ვითარდება შაქრიანი დიაბეტი- ქრონიკული დაავადება მრავალი გართულებებით. კვლევები რომელიც უნდა ჩაიტაროთ ამ მდგომარეობის დიაგნოსტირებისთვის იხილეთ კომენტარში:

16/03/2026

დღეისათვის ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების ან სულაც გადაუდებელი მდგომარეობების სახით. ყველა დაავადება გამოწვევაა, მაგრამ სიმსივნესთან ბრძოლა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ყველა ეტაპზე. ამ ბრძოლაში ჩართული ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ყველაზე ღირებულია ახალი ინფორმაცია ახალი მეთოდური მიდგომების შესახებ, რომელსაც შეიძლება მათ სიცოცხლე შეუნარჩუნოს. .მეც ვეძებდი ასეთ ინფორმაციას და დღეს მინდა გაგაცნოთ PDT-ფოტოდინამიურ თერაპია. მომდევნო პოსტში გადმოგცემთ მას სტატიის სახით და იმედი მაქვს გამოადგებათ იმას ვინც ასევე ეძებს..შეეკითხეთ ამის შესახებ თქვენს ექიმებს: ონკოლოგებს, ქიმიოთერაპევტებს, ქირურგებს, ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია უკეთესი შედეგების მიღება, ხოლო ონკოპაციენტისთვის ეს შედეგი - სიცოცხლის გახანგრძლივების ტოლფასია...
ჩემგან - უფასო რჩევები კვების შესახებ რომელიც დაგეხმარებათ ამ პერიოდის მსუბუქად გავლაში (იხ.პოსტები: კვება სიმსივნის პრევენციისა და მკურნალობის დროს)
ჯანმრთელობას და გამძლეობას გისურვებთ ყველას:!ონკოპაციენტებს, მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

16/03/2026

სიმსივნის პრევენცია და მასთან ბრძოლა დღეს ერთერთი ყველაზე აქტუალური თემაა. მინდა მოგიყვეთ სიმსივნის მკურნალობის თანამედროვე მინიმალურად ინვაზიურ მეთოდის შესახებ-ეს ფოტოდინამიური თერაპიაა (PDT), რომელიც ეფუძნება სინათლის, ფოტოსენსიბილიზატორისა და ქსოვილოვანი ჟანგბადის ურთიერთქმედებას. იგი აქტიურად გამოიყენება კანის კიბოს (ბაზალიომა), საყლაპავის (ბარეტის საყლაპავი), ფილტვის, შარდის ბუშტისა და თავ-კისრის არეში ლოკალიზებული სიმსივნეების სამკურნალოდ, თუმცა მისი კომბინირება სხვა მეთოდებთან მრავალი სახის სიმსივნესთან ბრძოლაში იძლევა საუკეთესო შედეგს როგორც ადრეულ ეტაპებზე ასევე მეტასტაზების ალაგების და პალიატიური მიზნით.
PDT-ის თერაპიული ეფექტისთვის აუცილებელია სამი კომპონენტის სინქრონული არსებობა:
• ფოტოსენსიბილიზატორი: ნივთიერება, რომელიც გროვდება სიმსივნურ უჯრედებში და მგრძნობიარეა გარკვეული ტალღის სიგრძის სინათლის მიმართ.
• სინათლის წყარო: დაბალი ინტენსივობის ლაზერული გამოსხივება, რომლის ტალღის სიგრძე ფოტოსენსიბილიზატორის შთანთქმის სპექტრს შეესაბამება.
• მოლეკულური ჟანგბადი: რომელიც ქსოვილებში არსებობს და ზემოქმედების ქვეშ გარდაიქმნება აქტიურ/ რეაქტიულ ფორმად.
ფოტოდინამიური თერაპიის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
1. ფოტოსენსიბილიზატორის (ინტრავენურად ან ტოპიკურად )შეყვანა პაციენტის ორგანიზმში , რომელიც შერჩევითად გროვდება სიმსივნურ ქსოვილში.
2. სიმსივნურ უბანზე შესაბამისი ტალღის სიგრძის სინათლის დასხივება რის შემდეგაც სინათლის ენერგია ააქტიურებს ფოტოსენსიბილიზატორს,
3. სინგლეტური აქტიური ჟანგბადის (1O2) და სხვა თავისუფალი რადიკალების წარმოიქმნა.
4. რეაქტიული ჟანგბადის ფორმების მიერ უჯრედული სტრუქტურების (მიტოქონდრიები, ლიზოსომები, მემბრანები) დაზიანება და სიმსივნური უჯრედების სიკვდილი აპოპტოზის ან ნეკროზის გზით.
PDT სიმსივნეს ანადგურებს პირდაპირი უჯრედული დაზიანებით, რის შედეგადაც ხდება სიმსივნური უჯრედების უშუალო კვდომა, მათი მკვებავი მიკროცირკულაციის მოშლით, რაც იწვევს ქსოვილის იშემიას და ჰიპოქსიურ სიკვდილს და იმუნური პასუხის სტიმულაციით, მკვდარი უჯრედებიდან გამოთავისუფლებული ანტიგენების მიერ ორგანიზმის იმუნური სისტემის სიმსივნის წინააღმდეგ გააქტიურებით.
ფოტოდინამიკური თერაპიის მეთოდის უპირატესობებია:
• მაღალი სელექციურობა (ჯანსაღი ქსოვილები ნაკლებად ზიანდება).
• ქიმიოთერაპიასთან შედარებით მინიმალური სისტემური ტოქსიკურობა.
• პროცედურის მრავალჯერადი გამეორების შესაძლებლობა.
• დერმატოლოგიაში დადებითი კოსმეტიკური ეფექტი (ნაწიბურების მინიმალური რისკი).
მეთოდის შეზღუდვებია:შეღწევადობის სიღრმე და ფოტოსენსიტიურობა: ვინაიდან სინათლეს აქვს ქსოვილებში შეღწევის შეზღუდული უნარი (ჩვეულებრივ რამდენიმე მილიმეტრი),ეს ართულებს დიდი ზომის ან ღრმად მდებარე სიმსივნეების მკურნალობას. ხოლო (PDT ) გამოყენებისას პაციენტმა გარკვეული პერიოდი მზის სინათლეზე გასვლას უნდა მოერიდოს კანის რეაქციების თავიდან ასაცილებლად.პირველი შეზღუდვა თითქმის გადალახულია, რადგან დღეს ფოტოდინამიკური თერაპია (PDT) უკვე აღარ განიხილება, როგორც მხოლოდ ლოკალური სამკურნალო მეთოდი. მისი მთავარი ძალა სწორედ კომბინირებულ მიდგომებშია, სადაც PDT იყენებენ როგორც "ტრიგერს" ორგანიზმის სხვადასხვა თავდაცვითი მექანიზმების გასააქტიურებლად. ქვემოდ მოყვანილია PDT-ს კომბინირებული გამოყენების მაგალითების ძირითადი სქემები და მათი სარგებელი, რომლებსაც თანამედროვე ონკოლოგია იყენებს:
1 PDT და იმუნოთერაპია (ფოტოიმუნოთერაპია)- სარგებელი- მეტასტაზებთან ბრძოლა და "იმუნური მეხსიერება". ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება. PDT იწვევს სიმსივნური უჯრედების ე.წ. იმუნოგენურ სიკვდილს (ICD) . სიმსივნის განადგურების სედეგად გამოყოფილი ანტიგენები და "საშიშროების სიგნალები" (DAMPs) აფხიზლებენ იმუნურ სისტემას, რათა მან დაინახოს სიმსივნე, რომელიც მანამდე "შენიღბული" იყო. PDT-ს ხშირად ათავსებენ anti-PD-1/PD-L1 თერაპიასთან. იგი ანადგურებს პირველად კერას, ხოლო იმუნოთერაპია ეხმარება სისტემურ იმუნიტეტს "ინადიროს" მეტასტაზებზე.
2. PDT და ქიმიოთერაპია- სარგებელი- წამლის დოზის შემცირება და გვერდითი ეფექტების კლება. ეს კომბინაცია მიზნად ისახავს წამლის მიმართ რეზისტენტობის დაძლევას და ტოქსიკურობის შემცირებას.
PDT აზიანებს სიმსივნურ სისხლძარღვებს და ზრდის უჯრედული მემბრანის შეღწევადობას, რაც საშუალებას აძლევს ქიმიოპრეპარატებს (მაგალითად, დოქსორუბიცინს ან ცისპლატინს) უფრო ეფექტურად შეაღწიონ სიმსივნის სიღრმეში. არსებობს სპეციფიკური ტექნიკა PCI (ფოტოსინერგიული ინტერნალიზაცია), სადაც სინათლე გამოიყენება იმისთვის, რომ წამალი ენდოსომებიდან (უჯრედის შიდა "კაფსულებიდან") ციტოპლაზმაში გამოთავისუფლდეს.
3. PDT და რადიოთერაპია- სარგებელი- დიდი ზომის და ღრმად მდებარე სიმსივნესა და მათ მეტასტაზებზე ეფექტური ზემოქმედება. რადგან რადიაცია ჟანგბადზე დამოკიდებული პროცესია, საწყის ეტაპზე PDT-მ შეიძლება გააუმჯობესოს სიმსივნის ოქსიგენაცია (ჟანგბადით მომარაგება), რაც რადიოთერაპიას უფრო ეფექტურს ხდის. ხშირად ლოკალური კონტროლისთვის ჯერ ხდება PDT , ხოლო შემდეგ დარჩენილი უჯრედების გასანადგურებლად -რადიოთერაპია.
4. PDT და ქირურგიული ჩარევა - სარგებელი- რეციდივის პრევენცია საოპერაციო კიდეების გასუფთავებით. მას ინტრაოპერაციულ PDT-საც უწოდებენ. ამ დროს ქირურგი აცილებს სიმსივნის ძირითად მასას, ხოლო ოპერაციის დროს საოპერაციო არე მუშავდება PDT-ით. პროცესის მიზანი მიკროსკოპული ნარჩენი უჯრედების განადგურებაა, რომლებიც სკალპელისთვის უხილავია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რეციდივის (სიმსივნის დაბრუნების) რისკს.
PDT-ის გამოყენება სხვა მეთოდებთან ერთად საშუალებას სიმსივნეზე რამდენიმე ფრონტზე ერთდროული შეტევის საშუალებას იძლევა , რაც მკვეთრად ზრდის ონკოპაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობას და გადარჩენის შანსს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
#ონკოლოგია #სიმსივნის მკურნალობა # ახალი მეთოდები #სიმსივნე #ჯანმრთელობა

რა არის ჯანსაღი კვება? ჯანსაღი ანუ სწორი კვება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჩვევას წარმოადგენს, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნება...
28/02/2026

რა არის ჯანსაღი კვება?
ჯანსაღი ანუ სწორი კვება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჩვევას წარმოადგენს, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურება.სამწუხაროდ ადამიანების უმრავლესობას აქვს არასწორი წარმოადგენა/ სტერეოტიპი ჯანსაღ კვებაზე, რომელიც ხელს უშლის მათ ცხოვრების შესაცვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯის განხორციელებაში.
განვიხილოთ და ოპონირება გაუწიოთ ჯანსაღ კვებასთან დაკავშირვებულ რამდენიმე გავრცელებულ სტერეოტიპს :
1. ჯანსაღი კვება - უგემურია.
ეს სტერეოტიპი ყალიბდება სხვადასხვა დიეტებთან ასოციირების გამო, რომლებშიც ხშირად გამოიყენება კერძები მარილისა და სპეციების გარეშე.
სინამდვილეში - ჯანსაღი კვება შეიძლება საკმაოდ გემრიელი იყოს. კერძების მომზადებისას გამოყენებული საკმაზები, სოუსები და მწვანილი მარტივი პროდუქტებიდან კულინარიული შედევრების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. კვების რაციონში ახალი ბოსტნეულის, ხილის, უცხიმო ხორცის და თევზის შეყვანა არამარტო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, არამედ ნამდვილ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ.
2. ჯანსაღი კვება ერთფეროვანია.
სინამდვილეში - არსებობს დიდი რაოდენობით რეცეპტები, რომელთა გამოყენებით და ინგრედიენტებთან ექსპერიმენტების ჩატარებით მრავალი ახალი სასიამოვნო გემო და პროდუქტერის შეთავსება შეიძლება მიიღეოთ. მაგალითად: ქათამი-თაფლისა და მდოგვის სოუსში , სალათები ხილით და ნიგვზეულით, კინოა მოთუშული ბოსტნეულით. ეს არამარტო სასარგებლო, არამედ გემრიელი კერძებია.
3. ჯანსაღი კვების მომზადება დიდ დროს მოითხოვს.
სინამდვილეში -ნებისმიერი რთული კერძის მომზადება დროის საკმაო რესურს მოითხოვს. მაგალითად, ვიცით რამდენად შრომატევადია 7 ფენიანი კრემიანი ნამცხვარის მომზადება.. საპირისპიროდ ამისა, თუ ისწავლით კვირის მენიუს დაგეგმვას და მარტივი რეცეპტების გამოყენებას- მნიშვნელოვნად შეამცირებთ მომზადების დროს. მაგალითად დროის ეკონომიის საშუალებას მოგცემთ წინასწარ გამზადებული პორციების გაყოფა და მულტისახარშის, ორთქლის ქვაბის ან გრილის გამოყენება.
4. ჯანსაღი კვება - ძვირი სიამოვნებაა.
სინამდვილეში, იგი არ საჭიროებს დიდ ხარჯებს. კვების საბაზო პროდუქტები: მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული - ფაქტობრივად ბიუჯეტურ ფასებში არის ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ არსებობს ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო კერძები, რომლებიც ფაქტობრივად ნარჩენი ინგრადიენტებისგან მზადდება(მაგ. ძვლოვანი ბულიონი) რეცეპტს კომენტარში .
ჯანსაღი კვება ჯანმრთელი ცხოვრების სტილისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
მცდარია აზრი, რომ ეს გემრიელ საკვებზე სამუდამოდ უარის თქმის ტოლფასია და მას ცხოვრების ბოლომდე მკაცრი შეზღუდვების რეჟიმში გადასვლა მოჰყვება..
თუ ყველა ზემოთქმულ სტერეოტიპს დაძლევთ -გზას გაუხსნით მრავალფეროვან, გემრიელ და მისაწვდომ ჯანსაღ კვებას!
მომავალში ჩემი გვერდის კვირა დღის რუბრიკაში მოგაწოდებთ ჯანსაღი კვების რეცეპტებს .
გისურვებთ ჯანმრთელობას!

გლუტენი (იგივე წებოგვარა) არის ბუნებრივი ცილების ჯგუფი, რომელიც ძირითადად  მარცვლოვან კულტურებში გვხვდება, როგორიცაა ხორ...
23/02/2026

გლუტენი (იგივე წებოგვარა) არის ბუნებრივი ცილების ჯგუფი, რომელიც ძირითადად მარცვლოვან კულტურებში გვხვდება, როგორიცაა ხორბალი, ქერი და ჭვავი. სწორედ გლუტენი აძლევს ცომს ელასტიკურობას, ეხმარება მას აფუებაში და უნარჩუნებს ფორმას (ის მოქმედებს როგორც „წებო“).
რა შემთხვევაშია გლუტენი საშიში?
ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობისთვის გლუტენი სრულიად უსაფრთხოა. თუმცა, არსებობს სამი ძირითადი მდგომარეობა, როდესაც მისი მიღება ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს:
1. ცელიაკია (Celiac Disease)
ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც გლუტენის მიღება აიძულებს ორგანიზმს, შეუტიოს საკუთარი წვრილი ნაწლავის უჯრედებს. ამის შედეგად ზიანდება ნაწლავის ხაოები, რომლებიც პასუხისმგებელია საკვები ნივთიერებების შეწოვაზე.
ყოველივე ეს იწვევს ვიტამინების დეფიციტს, წონის კლებას, ანემიას და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.
2. გლუტენის მიმართ მგრძნობელობა (Non-Celiac Gluten Sensitivity)
ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ცელიაკიის მსგავსი სიმპტომები: მუცლის შებერილობა, დიარეა ან ყაბზობა, „ნისლიანი გონება“, სახსრების ტკივილი, თუმცა არ უფიქსირდებოდეთ ნაწლავის დაზიანება. გლუტენის რაციონიდან ამოღების შემდეგ სიმპტომები ქრება.
3. ალერგია ხორბალზე- წარმოადგენს კლასიკურ ალერგიულ რეაქციას ხორბალში არსებულ ცილებზე (არა მხოლოდ გლუტენზე). მისი სიმპტომებია : გამონაყარი კანზე, სუნთქვის გაძნელება ან ანაფილაქსიური შოკი.
ყოველივე ზემოთქმულიდან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად იმალება გლუტენი?
გარდა პურ-ფუნთუშეულისა, გლუტენი ხშირად გვხვდება იქ, სადაც არ ველოდებით:
• სოუსები და კეჩუპი (ფქვილს იყენებენ გასასქელებლად).
• ლუდი (მზადდება ქერისგან).
• ნახევარფაბრიკატები (სოსისი, ძეხვი).
• ზოგიერთი ტკბილეული.
ამგვარად, თუ პურის ან მაკარონის ჭამის შემდეგ მუდმივად გრძნობთ დისკომფორტს მუცლის არეში, გაქვთ გამონაყარი ან უმიზეზო დაღლილობა, რეკომენდებულია:
1. მიმართოთ გასტროენტეროლოგს, მისი რჩევით ჩააბარეთ სისხლის ანალიზი სპეციფიკურ ანტისხეულებზე.
2. დიაგნოზის დასმამდე თვითნებურად არ გადახვიდეთ უგლუტენო დიეტაზე, რომ ანალიზების ცრუუარყოფითი პასუხი არ მიიღოთ.
3. თუ ანალიზები უარყოფითია, მაგრამ სიმპტომები მაინც გაწუხებთ, შესაძლოა საქმე გვქონდეს გლუტენის მიმართ არაცელიაკიურ მგრძნობელობასთან, რომელსაც სპეციფიკური ტესტი არ აქვს და დგინდება ელიმინაციური დიეტით (მხოლოდ ნუტრიციოლოგის მეთვალყურეობით).
4. ზემოთ ჩამოთვლილი შედეგებით მიმართეთ ნუტრიციოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ კვების ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და მართვაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!!!

Address

Tbilisi

Telephone

+995551270627

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნუტრიციოლოგი მაია გაბრიჭიძე/Dr. Maia Gabrichidze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ნუტრიციოლოგი მაია გაბრიჭიძე/Dr. Maia Gabrichidze:

Shortcuts

Share