NCDC სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • NCDC სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი

NCDC სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from NCDC სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი, Health/Medical/ Pharmaceuticals, Tbilisi.

11/07/2026
🗣️ სკრინინგის აქცია აბაშაში
11/07/2026

🗣️ სკრინინგის აქცია აბაშაში

13/03/2026

თირკმლის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, მარტის მეორე ხუთშაბათს აღინიშნება. მსოფლიო დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ყურადღების გამახვილება თუ როგორ დავიცვათ თირკმელი და ავირიდოთ თირკმლის ქრონიკული დაავადებები.

მსოფლიოში დაახლოებით 850 მილიონი ადამიანი ცხოვრობს თირკმლის სხვადასხვა პათოლოგიით; შემთხვევათა დაახლოებით 90%-ში პაციენტებს არ აქვთ ინფორმაცია საკუთარი დიაგნოზის შესახებ.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, რადგან შესაძლოა განვითარდეს თირკმლის უკმარისობა, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სიცოცხლისთვის. გარდა ამისა, თირკმლის ქრონიკული დაავადებები მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკს, ამცირებს სიცოცხლის ხარისხს და, შესაძლოა, პროგრესირდეს ტერმინალურ სტადიამდე. ასეთ შემთხვევებში, სიცოცხლის შესანარჩუნებლად, აუცილებელი ხდება დიალიზი ან ტრანსპლანტაცია.

თირკმლის ქრონიკული დაავადებების განვითარების მაღალი რისკი აქვთ ოჯახურ ანამნეზში თირკმლის დაავადების მქონე პირებსა და დიაბეტის, ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნის დიაგნოზის პაციენტებს.

8 ოქროს წესი თირკმლის დაავადების თავიდან ასაცილებლად

• იყავით ფიზიკურად აქტიური
• იკვებეთ ჯანსაღად (მათ შორის, მარილის მიღება ≤ 5 გრ დღეში)
• აკონტროლეთ სისხლში გლუკოზის დონე
• უარი თქვით თამბაქოზე
• ნუ მიიღებთ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს ექიმის რეკომენდაციის გარეშე
• რეგულარულად აკონტროლეთ არტერიული წნევა
• თუ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებით, ჩაიტარეთ გამოკვლევები.
საქართველოში მოქმედებს „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც უზრუნველყოფს თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა მკურნალობას და მათი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას.

თირკმლის ქრონიკული დაავადების გავრცელების შესამცირებლად საუკეთესო საშუალება პრევენციაა.
#თირკმლისმსოფლიოდღე

11/03/2026

მარტი კოლორექტული (მსხვილი ნაწლავის) კიბოს ცნობიერების ამაღლების თვედ 2000 წლიდან აღინიშნება. კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება კოლორექტული კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ.

კოლორექტული კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადება და კიბოთი გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია.

2022 წელს დაახლოებით 1.9 მილიონი ახალი შემთხვევა და 900 000-ზე მეტი სიკვდილი დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება უმეტესად 50+ ასაკში გვხვდება, უკანასკნელ წლებში შემთხვევების ზრდა აღინიშნება უფრო ახალგაზრდა ასაკშიც.

დაავადება, საწყის ეტაპზე, ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც ზრდის სკრინინგის მნიშვნელობას. ადრეული გამოვლენა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მკურნალობის შედეგებს და გადარჩენის შანსებს.

საქართველოში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო და „დაავადებათა სკრინინგის“ მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ქალებისა და კაცებისთვის 2 წელიწადში ერთხელ უფასოდ ხორციელდება.

კოლორექტული კიბოს პრევენციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - ჩაიტარეთ სკრინინგი!
კიბოს ადრეული აღმოჩენა იცავს სიცოცხლეს.
#კოლორექტულიკიბო #იზრუნეჯანმრთელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ყველაზე ეფექტური გზებია ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საშვილო...
28/01/2026

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ყველაზე ეფექტური გზებია ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარული სკრინინგი.

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების სიაში შედის და ტარდება 10-11-12 წლის გოგონებსა და ბიჭებში.

დამატებითი ღონისძიების სახით ვაქცინაცია, ასევე, ტარდება 13 - 45 წლის გოგონებსა და ქალბატონებში და იმავე ასაკის ბიჭებსა და მამაკაცებში. ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში. საქართველოში აპვ-ს საწინაღმდეგო ვაქცინაცია ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული 9 ვალენტიანი ვაქცინით, რომელიც ეფექტურია აპვ-ს ყველაზე გავრცელებული ტიპების წინააღმდეგ.

„დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოდ ეკუთვნით 25-60 წლის ქალებს. სკრინინგის მეთოდიკა განსხვავებულია ასაკის შესაბამისად: 25-დან 30 წლამდე სკრინინგი 3 წელიწადში ერთხელ ტარდება პაპ-ტესტით, 30-დან 60 წლამდე კი 5 წელიწადში ერთხელ აპვ დნმ-ის განსაზღვრის ტესტით. სკრინინგი ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში.

სიცოცხლე საჩუქარია - იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის ჯანმრთელობაზე! ნაკლების ჩვენება

Address

Tbilisi
0144

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when NCDC სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share