Gergily

Gergily ცხოვრების ჯანსაღი წესის კლუბი - Healthy Lifestyl

გუშინ დამთავრდა ჩვენი ტანადობის 110-ე მარათონი. სულ 4 გუნდი, ჯამში 35 ადამიანი, იღებდა მონაწილეობას. რეს შევახამეთ შედეგ...
16/02/2024

გუშინ დამთავრდა ჩვენი ტანადობის 110-ე მარათონი. სულ 4 გუნდი, ჯამში 35 ადამიანი, იღებდა მონაწილეობას. რეს შევახამეთ შედეგები და დავაჯილდოვეთ გამარჯვებულები. შემდეგ მარათონს ვიწყებთ 1 მარტს და ამის შემდეგ თვეში გვექნება 2, რომლებიც ყოველი თვის 1 და 15 რიცხვში დაიწყება. ზაფხული ახლოვდება და ვისაც უნდა კარგ ტანზე იყოს, მოგვწერეთ პირადში. ნებისმიერ საკითხზე გიპასუხებთ

30/07/2022

35 წელი

პლუს 5 კგ. თქვენ კვლავ აგრძელებთ მაკდონალდსის, ჰამბურგერების ჭამას და 2,5 ლიტრი კოკა-კოლას სმას და საერთოდ არ გესმით, რატომ გტკივათ პერიოდულად თავი, მსუბუქი სირბილით თუ მიირბინეთ ავტობუსამდე ან ბავშვთან, თვალები გიბნელდებათ და თავბრუ გესხმით, ხანდახან სისუსტად ვგრძნობთ თავს, აღგზნებისას სახე გიწითლდებათ და სისხლის მოწოლას გრძნობთ თავში. შემთხვევით წნევის გაზომვის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ წნევა 140/80-ზეა და შესაძლოა უფრო მაღალიც (ნორმა ამ ასაკში არის ვერცხლისწყლის 120/80 მმ).
მიდიხართ ექიმთან და ის გინიშნავთ წნევის დასაწევ აბებს. ის ასევე სასხვათაშორისოდ გვირჩევთ წონის დაკლებას და ვარჯიშს. თქვენ იღებთ აბებს, მაგრამ არარეგულარულად, მხოლოდ მაშინ, როცა თავს ცუდად გრძნობთ. თქვენი „ფიზიკულტურა“ კი ლუდისა და ჩიფსებისათვის უახლოეს გასტრონომამდე მირბენაში გამოიხატება.

26/07/2022

ცხოვრების არაჯანსაღი წესის შედეგები

გაგაცნობთ მოკლე მიმოხილვას ცხოვრების არაჯანსაღი წესის შედეგების შესახებ, მაგრამ იმისთვის, რომ მან იმუშაოს, ადამიანებმა, ვინც მას კითხულობენ, უნდა ამოიცნონ მასში საკუთარი თავი ..... მე ჩავანაცვლებდი მაკდონალდსს და გაზიან სასმელებს ღვეზელებით, ნამცხვრებით, ტორტებით, სენდვიჩებით და წვენებით - სტანდარტული კომპლექტი ნებისმიერ კორპორატიულ სამზარეულოში. ტელევიზორს კი კომპიუტერზე. მაშინ ფეისბუქის ბევრ მომხმარებელს გულში რეჩხი მოუვიდოდა.

30 წელი

თუ თქვენ გაქვთ +5 კილოგრამი
როდესაც ოცდაათი წლის ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხარ, ჭარბი წონა მხოლოდ ესთეტიკურ უკმაყოფილებას და ტანსაცმლის ყიდვისას გარკვეულ ასატან სირთულეებს იწვევს. არ ფიქრობ, რა გელოდება ათი წლის შემდეგ. საათობით წევხართ დივანზე და უყურებ ტელევიზორს ან ზიხართ კომპიუტერთან და არ გსურთ შეზღუდოთ თქვენი სიამოვნებები და სისუსტეები.

„ბრიტანელი მეცნიერების“ მოსაწყენი სტატისტიკა სიმსუქნის გამო, ზოგიერთი დაავადების განვითარების, გაზრდილი რისკის შესახებ ბევრს არაფერს გეუბნებათ. ეს სხვა ადამიანების ისტორიებია. თქვენ ხომ ისედაც აკონტროლებთ ყველაფერს! ამავდროულად კი, ყოველი განვლილი წელი და ყოველი ზედმეტი კილოგრამი, თქვენი ამ დაავადებების განვითარების რისკს პროგრესულად ზრდის. .

იქნებ უნდა შეეცადოთ შეხედოთ მომავალს? ასე რომ, თუ თქვენ ხართ ოცდაათი წლის მსუქანა (+/- ხუთი წელი), მაშინ ...

გაგრძელება ხვალ

23/07/2022

ჯანმრთელობის ფასი ‼️
ჯანმრთელობისთვის საჭიროა ყოველდღიურად შევავსოთ ანგარიში ჩვენი სილამაზისა და ჯანმრთელობის ბანკში. ყოველთვის, როცა მაგიდასთან ვჯდებით და მივირთმევთ საჭმელს, ჩვენ ან შეგვაქვს ამ ანგარიშზე ან ვიღებთ სესხს.
თუ ჭარბი წონა გვამძიმებს ან თავს ცუდად ვგრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ ანგარიშზე იშვიათად შეგვაქვს და ძირითადად ვსესხულობთ ჩვენი სხეულის ბანკიდან.
თითოეულ ჩვენგანს აქვს ჯანმრთელობისა და სილამაზის ასეთი პირადი ბანკი და ჩვენი სხეულის ეს რეზერვი არ არის შეუზღუდავი.
რას ვაკეთებთ უფრო ხშირად - ვავსებთ ჩვენ ანგარიშს თუ სესხად ვიღებთ?
ყოველთვის, როცა არჩევანს ვაკეთებთ სწრაფი კვების სასარგებლოდ, უგულვებელვყოფთ რეჟიმს, არ ვიღებთ საკმარის წყალს, ცოტას ვმოძრობთ დღის განმავლობაში, ..... ვიღებთ სესხს.
ადრე თუ გვიან დგება ვალის დაფარვის დრო.
და ეს დრო ყოველთვის მოულოდნელად დგება. თუ დიდი ხნის განმავლობაში არ შევავსებთ ანგარიშს, საქმე აუცილებლად მიდის მკურნალობამდე, შემდეგ კი არავინ იკითხავს, არის თუ არა ამისთვის ფული... უბრალოდ გამოგვიწერენ ანგარიშს მომსახურებისათვის ან/და რეცეპტს.
დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩვენი კეთილდღეობა და გარეგნობა 75%-ით არის დამოკიდებული ჩვეულებრივ კვებაზე.
კლუბი „გერგილი“ შეგირჩევთ კვების ინდივიდუალურ პროგრამას ფიგურის კორექციის, კეთილდღეობისა და გარეგნობის გასაუმჯობესებლად, რომლის ღირებულება 2 დაბალანსებული კვებით, პერსონალური კონსულტანტის თანხლებით და გუნდის ონლაინ მხარდაჭერით 10-დან 20 ლარამდეა დღეში. გასწავლით აგრეთვე როგორ შეამციროთ ეს ხარჯი.
ბევრია ეს თუ ცოტა ⁉️
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ გზას აირჩევთ ახლა:
გააკეთოთ ყოველდღიური ინვესტიცია თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაში, თუ შემდეგ გადაიხადოთ ძვირად და პროცენტებით.
ვინც დაინტერესდით, დაპლიუსდით აქ, ან მოგვწერეთ პირადში. ‼️

15/06/2022

რატომ ვცხოვრობთ სულ ხვალინდელი დღის იმედით? რატომ გადავდებთ ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანს სამომავლოდ და ვკარგავთ დროსა და ენერგიას უაზრო, მეორეხარისხოვან ქმედებებზე? დრაფტზე ცხოვრებაა, როდესაც ველოდებით წელიწადის შესაბამის დროს, სწორი და ჯანსაღი კვების დასაწყებად. ველოდებით ბავშვების გაზრდას, რომ საკუთარ თავს მივხედოთ. ველოდებით სანუკვარ, ციდან ჩამოვარდნილ სიმდიდრეს, ველოდებით ახალ წელს, რომ როგორც იქნა დავიწყოთ სრულყოფილი ცხოვრება. ველოდებით, რომ ღამის 12 საათამდე მაინც ვიგრძნოთ თავი პრინცესად, რომ მერე გადავიქცეთ კონკიად.
რატომ არ უნდა იყოთ პრინცესა ყოველდღე, რა გვიშლის ხელს, რომ ავიღოთ მაქსიმუმი ცხოვრებიდან აქ, ამ წამს და ახლა?
ჯანმრთელობა ის საფუძველია, რომლის გარეშეც ცხოვრების სხვა სფეროებში წარმატება პრაქტიკულად მიუღწეველია.
ჩვენ გვინდა
- ტანადი, ენერგიული სხეული
- ვიცოდეთ ყველაფერი ჯანმრთელობის შესახებ და როგორ მოამზადოთ გემრიელი, ჯანსაღი კერძები საკუთარი თავისა და ოჯახისათვის
- გვქონდეს საიმედო იმუნიტეტი და მშვენიერი თვითშეგრძნებები
- ლამაზი და ახალგაზრდული კანი
- საჭმლის მონელება მუშაობდეს 5+
- არ ვიყოთ დამოკიდებული ყავასა და ტკბილეულზე
- გვქონდეს წარმატებული ადამიანის ცხოვრების წესი
და ვისაც ყველაფერი ეს, ან ზემოთჩამოთვლილიდან რომელიმე გაინტერესებთ, იცოდეთ რომ ჩვენ, თქვენი კონსულტანტები, აქ ამიტომ ვართ!!!
და მომავალი კვირიდან ვიწყებთ ლექციების ციკლს - "კვებასთან დაკავშირებით სასაუბრო 10 თემა".
ჩაწერა პირადში

ცხადდება მიღება ტანადობის 53-ე მარათონის ახალ ჯგუფში, რომელიც 13 დეკემბერს დაიწყება. დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ პ...
28/11/2021

ცხადდება მიღება ტანადობის 53-ე მარათონის ახალ ჯგუფში, რომელიც 13 დეკემბერს დაიწყება. დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ პირადში.

P.S. სიტუაციის გასაცნობად შეგვიძლია დაგამატოთ დამკვირვებლად მარათონის დახურულ ჩატში.

26 ნოემბერს გვქონდა ჩვენი ტანადობის საერთაშორისო 51-ე მარათონის გამარჯვებულთა დაჯილდოების საღამო. მონაწილეობდა 10 გუნდი ...
28/11/2021

26 ნოემბერს გვქონდა ჩვენი ტანადობის საერთაშორისო 51-ე მარათონის გამარჯვებულთა დაჯილდოების საღამო. მონაწილეობდა 10 გუნდი 86 მონაწილით, რომლებმაც ამ 10 დღეში 126,65კგ-ით შეიმცირა საკუთარი წონა.

გმადლობთ მეგობრებო ჩვენი გვერდით, რომ დაინტერესდით. ჩვენ დიდი ხანია არ ვფუნქციონირებდით და ორშაბათიდან განვაახლებთ მუშაო...
28/11/2021

გმადლობთ მეგობრებო ჩვენი გვერდით, რომ დაინტერესდით. ჩვენ დიდი ხანია არ ვფუნქციონირებდით და ორშაბათიდან განვაახლებთ მუშაობას.

ჩვენი პროექტი საგანმანათლებლოა და მისი მიზანია დაინტერესებული პირების ინფორმირება.

ჩვენ გიპასუხებთ კვებასთან დაკავშირებულ, თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე.

Address

Zakaria Paliashvili Str. , 62
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 07:30 - 20:00
Tuesday 07:30 - 20:00
Wednesday 07:30 - 20:00
Thursday 07:30 - 20:00
Friday 07:30 - 20:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Gergily posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Gergily:

Share