დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი

დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი მისამართი:თბილისი.0144.წინანდლის ქ. #21.

08/06/2026
08/06/2026
🌿🌳2026 წლის 6 და 7 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო  გუერას  ფონდის  ორგანიზებით,  ქ.  თბილისის  მერიის...
08/06/2026

🌿🌳2026 წლის 6 და 7 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას ფონდის ორგანიზებით, ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით გაიმართა ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი ‘’მწვანე საღამოები/Serate Verdi’’. ღონისძიება მიეძღვნა გამოჩენილი იტალიელი პოეტის, მწერლის, მხატვრის, მოქანდაკის, დრამატურგის და კულტურის მოღვაწის, ტონინო გუერას ხსოვნას და წარმოგვიდგა, როგორც იტალიური და ქართული კულტურული ტრადიციების შეხვედრის უნიკალური სივრცე. 6 ივნისს, 20:00 საათზე, ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა იტალიელი მომღერლის კონსუელო ალფიერისა და მისი ბენდის კონცერტით 7 ივნისს ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის ‘’დავიწყებული ხეხილის ხეივანში’’ გაიმართა იშვიათი და დავიწყებული ქართული ხეხილის ნერგების დარგვის ცერემონია. აღსანიშნავია, რომ ტონინო გუერას ხეივანი ბოტანიკურ ბაღში გაშენდა 2020 წელს, სადაც იშვიათი ჯიშის ხეხილის ნერგებია დარგული, რომლებიც ტონინო გუერას ოჯახისა და მისი სახელობის ფონდის მხარდაჭერითაა შემოტანილი. ტონინო გუერას სახელობის ‘’დავიწყებული ხეხილის ხეივანში’’ დარგულია ნატა ვაჩნაძის, სოფიკო ჭიაურელის, ჭაბუა ამირეჯიბის, რეზო თაბუკაშვილის, ნოდარ დუმბაძის, სანდრო მრევლიშვილის, თენგიზ ცერცვაძისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების სახელობის ხეხილის ნერგები. ამჯერად, გამოჩენილ პირთა სახელზე ხეების დარგვის მორიგ ცერემონიაში მონაწილე ექვს ქართველ მოღვაწეთა შორის იყო ჩვენი კლინიკის დამფუძნებელი და დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრი-ნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ემერიტუსი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველ-ყოფის სამინისტროს ექსპერტი - ენდოკრინოლოგი დავით მეტრეველი. შ.პ.ს. „დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომელთა სახელით გვინდა გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება ტონინო გუერას ქართულ იტალიური ფონდისა და მისი პრეზიდენტის, მედიცინის საპატიო დოქტორის ნინო ჭუმბურიძის მიმართ, რომლის ინიციატივით ‘’დავიწყებული ხეხილის ხეივანში’’ სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად, დავით მეტრეველის სახელზეც დაირგა კიდევ ერთი ხის ნერგი, რაც ჩვენი საზოგადოების მხრიდან ყურადღების, პატივისცემისა და აღიარების გამოვლინებად მიგვაჩნია

Address

Tsinandali Street 21
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995591935007

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი:

Shortcuts

Share