თერაპიის სახლი Therapie Haus

თერაპიის სახლი Therapie Haus ქართულ - გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი

ჰოლისტიკური მკურნალობა - კლასიკური და ალტერნატიული მედიცინის მიღწევების გაერთიანება

"თერაპიის სახლში" მკურნალობა ეფუძნება ანთროპოსოფიულ მედიცინას, რომელიც კლასიკური მედიცინის სულის მეცნიერების საფუძველზე განვრცობას წარმოადგენს. ანთროპოსოფია შემეცნების გზაა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში მოგვცა ავსტრიელმა მეცნიერმა, ფილოსოფიისა და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა რ. შტაინერმა. ის სამყაროს, ადამიანს და მისი ქმედების ყველა სფეროს შეისწავლის და აცოცხლებს სულიერი იმპულსით.

ანთროპოსოფიულად განვრცობილი მედიცინის ამოსავალი არის ის, რომ დედამიწა, ბუნება და ადამიანი უძველეს წარსულში ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. განვითარების საერთო გზაზე თანდათანობით მოხდა მინერალების, მცენარეების და ცხოველების ამ მთლიანობიდან გამოყოფა, ისე, რომ დღეს ადამიანის წინაშეა ბუნების სამყარო. ადამიანში მიმდინარე ავადმყოფობის ყოველი პროცესი მსგავსია ბუნებაში მიმდინარე ტიპიური პროცესისა. თერაპიული ხელოვნების არსია წამლის გამოყენებით ამ ორი მონათესავე პროცესის ერთმანეთთან დაკავშირება. ბუნების ყველა საუფლოს კი შემორჩა თავისი უძველესი მიმართება ადამიანთან. ამიტომაც ანთროპოსოფიული სამკურნალო საშუალებები მზადდება მინერალური, მცენარეული და ცხოველური სამყაროდან მოპოვებული სუბსტანციებიდან.

მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა ანთროპოსოფიულ მედიცინაში გამოიყენება არამედიკამენტოზური დამხმარე თერაპიები. თერაპიის განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენს „სამკურნალო ევრითმია“ – ეს მოძრაობის თერაპიაა, რაც სასიცოცხლო პროცესებზე მოქმედებს, აღძრავს თვითგანკურნების ძალებს და ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის ჯანმრთელ ფუნქციონირებას.

შემდეგი დამხმარე მეთოდებია:
ხელოვნებით თერაპია;
პლასტიკური ფორმირება, ფერში, გრაფიკაში მუშაობა;
მუსიკით თერაპია;
მეტყველებით თერაპია.
კომპლექსურ მკურნალობაში მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი ფიზიოთერაპიული ღონისძიებები: რიტმული შეზელვა, რიტმული მასაჟი, ზეთის დისპერსიული აბაზანები და სხვა გარეგანი პროცედურები. მკურნალობის ეს მეთოდი ორიენტირებულია მთლიან ადამიანზე, რომელიც წარმოადგენს განუმეორებელ ინდივიდუალურობას თავისი ბიოგრაფიით და სოციალური კავშირებით. პაციენტის ირგვლივ შეკრებილი თერაპიული ერთობა ეხმარება მას ჯანმრთელობის აღდგენაში და ჯერ კიდევ გამოუყენებელი შესაძლებლობების განხორციელებაში.

ანთროპოსოფიული მედიცინა ევროპაში 1920 წლიდან დღემდე 13 ქვეყანაში ხორციელდება (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია ესპანეთი, ირლანდია, ინგლისი, იტალია ჰოლანდია, პორტუგალია, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია. გარდა ევროპისა ანთროპოსოფიული მედიცინა ხორციელდება: აშშ, კანადა, სამხრეთ ამერიკა, ბრაზილია, არგენტინა, პერუ, ჩილე, ავსტრალია და სხვა).

ანთროპოსოფიული წამლები გამოიყენება ავსტრიის, გერმანიის, იტალიის, ჰოლანდიის, შვეციის, შვეიცარიის დიდი ბრიტანეთის კლინიკებში. ყოველწლიურად 6 მილიონი პაციენტი იტარებს ანთროპოსოფიული მეთოდით მკურნალობას გერმანიაში. ანთროპოსოფიული მედიცინის საფუძვლები ისწავლება გერმანიის, შვეიცარიის და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში.

7 სექტემბერი -  დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. დღევანდელი თარიღი მიზნად ისახა...
07/09/2026

7 სექტემბერი - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა.

დღევანდელი თარიღი მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების გამახვილებას იმ გამოწვევებზე, რომლებსაც იშვიათი გენეტიკური დარღვევების მქონე პაციენტები და მათ გვერდით მდგომი ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან.

დიუშენის სინდრომი ნეიროკუნთოვანი სისტემის დაზიანებით ხასიათდება და მოძრაობითი ფუნქციების ეტაპობრივ შეზღუდვას იწვევს. თანამედროვე სამედიცინო მიდგომებში განსაკუთრებული ადგილი უკავია დოზირებულ ფიზიკურ თერაპიასა და პერსონალიზებულ მეთოდოლოგიას, რადგან არასწორმა დატვირთვამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს კუნთოვან ქსოვილზე.

„თერაპიის სახლის“ პრიორიტეტია თითოეული პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების სიღრმისეული შეფასება. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს უსაფრთხო, მულტიდისციპლინურ გარემოს, სადაც მკურნალობის პროცესი ორიენტირებულია მოძრაობითი დამოუკიდებლობის ხანგრძლივად შენარჩუნებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ მაღალი სტანდარტის სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.
🔗 therapiehaus.ge

04/09/2026

ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები - უპირატესობები და უსაფრთხოება...

თერაპიის სახლის დირექტორი, ოჯახის ექიმი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ლალი ანდრიაშვილი საუბრობს ანთროპოსოფიული მედიცინის შესახებ....

Wala.ge #ვალა

29/08/2026

„თერაპიის სახლში“ ჯანმრთელობის აღდგენისა და პრევენციისთვის აქტიურად ვიყენებთ ბუნებრივ, უსაფრთხო და საერთაშორისო აღიარების მქონე სამკურნალო საშუალებებს.
ჩვენი თერაპიული მიდგომების მნიშვნელოვანი ნაწილი, ისეთ წამყვან გერმანულ და შვეიცარიულ ბრენდებს უკავშირდება, როგორებიცაა WALA, Weleda და Iscador.

უყურეთ ვიდეოს, სადაც სამრეწველო ფარმაციის მაგისტრი და ანთროპოსოფი ფარმაცევტი - ანანო გაგუა ვრცლად საუბრობს WALA-ს ბუნებრივ სამკურნალო თვისებებსა და უსაფრთხოებაზე. 🌿✨

07/08/2026

თერაპიის სახლის დირექტორი, ოჯახის ექიმი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ლალი ანდრიაშვილი საუბრობს ანთროპოსოფიული მედიცინის შესახებ....

Wala.ge #ვალა

30/07/2026

გაცნობებთ, რომ აგვისტოს თვეში ჩვენი სამუშაო გრაფიკი იქნება:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-დან 15:00 საათამდე.

📌 შაბათობით "თერაპიის სახლი" არ იმუშავებს.

28/07/2026

👩🏻‍⚕️ "თერაპიის სახლის" პედიატრი - ლია ბუღაძე

✨ ''თერაპიის სახლი'' - ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრია, სადაც თქვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია.

თუ გსურთ პირადად გაეცნოთ ჩვენს კლინიკას და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით:
📞 0322 011 330
🌐 www.therapiehaus.ge

23/07/2026
💡 ეძებ პროფესიას, რომელიც ყოველთვის საჭირო და მოთხოვნადია?კავშირი „ადამიანი და ბუნება“ გიწვევს შინმოვლის სპეციალისტის აკ...
21/07/2026

💡 ეძებ პროფესიას, რომელიც ყოველთვის საჭირო და მოთხოვნადია?
კავშირი „ადამიანი და ბუნება“ გიწვევს შინმოვლის სპეციალისტის აკრედიტებულ, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ სასწავლო პროგრამაზე!
ჩვენ ვართ ამ პროფესიის ფუძემდებლები საქართველოში 30+-წლიანი გამოცდილებით. შემოგვიერთდი, შეიძინე საჭირო ცოდნა და გახდი სერტიფიცირებული პროფესიონალი.
რას გთავაზობთ პროგრამა?
📜 სახელმწიფო კვალიფიკაცია და ოფიციალური სერტიფიკატი
🗓 12-კვირიანი ინტენსიური კურსი: 21 სექტემბერი - 11 დეკემბერი
📍 მდებარეობა: თბილისი
🔞 ასაკი: 18+
სად შეძლებ დასაქმებას?
✅მუნიციპალური შინმოვლის სამსახური
✅მულტიდისციპლინარული გუნდი
✅საავადმყოფო
✅ჰოსპისი
✅პალიატიური მოვლის ცენტრი
✅მოხუცებულთა სახლი
👉🏻 დაეუფლე პაციენტის პროფესიონალურ მოვლას, მიიღე აღიარებული კვალიფიკაცია.
⏳ ადგილები შეზღუდულია!
🔗 დარეგისტრირდი ახლავე: vet.ge
📞 დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 593 99 39 39

🌿 ქართულ-გერმანულმა მედიცინის ცენტრმა „თერაპიის სახლმა“ ჯანმრთელი დღეგრძელობის მედიცინის სემინარს უმასპინძლა!20 ივნისს გ...
04/07/2026

🌿 ქართულ-გერმანულმა მედიცინის ცენტრმა „თერაპიის სახლმა“ ჯანმრთელი დღეგრძელობის მედიცინის სემინარს უმასპინძლა!

20 ივნისს გამართულ ინტერაქციულ შეხვედრაზე ნევროლოგმა, ოჯახის ექიმმა, ფიტნეს ტრენერმა და შეფ-მზარეულმა ისაუბრეს ცხოვრების წესის მიდგომებზე, ქცევის შეცვლის მეციერებაზე, დემენციების პრევენციაზე, ცხოვრების წესით განპირობებული დაავადებების მაღალ წილზე და მათი პრევენციის შესაძლებლობებზე.

სემინარი ჩატარდა მსოფლიო გამოცდილებაზე დამყარებული სარწმუნო სამედიცინო ინფორმაციის გაზიარების მიზნით ცხოვრების მაღალი ხარისხის მაძიებელთათვის. სემინარს უძღვებოდა ნევროლოგი ლელა სტურუა.

🧠 გონებრივი სიჯანსაღე - ჯანმრთელი დღეგრძელობის ქვაკუთხედი - ასაკის მატებასთან ერთად, გონებრივი სისხარტისა და კარგი მეხსიერების შენარჩუნება შესაძლებელია 6 ინტერვენციით:

• ჯანსაღი საკვები და ფიზიკური აქტივობა ანელებს დაბერების სიჩქარეს.
• სრულფასოვანი ძილი, სტრესის მართვა და მედიტაცია აუმჯობესებს მეხსიერებას.
• სოციალური კავშირის ძლიერ განცდას აქვს პოტენციალი გაზარდოს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

დღევანდელი სამეცნიერო მტკიცებულებებით, დემენციების რისკის 45%-ით შემცირება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით და ამ შესაძლებლობის ოპტიმალური ფანჯარა 45-70 წელია. დემენციის განვითარება არა ხანდაზმულობაში, არამედ ბევრად უფრო ადრე - შუა ასაკში იწყება.
შემოგვიერთდით ამ წამოწყებაში! შეინარჩუნეთ დამოუკიდებლობა და ცხოვრების მაღალი ხარისხი ნებისმიერ ასაკში!

ჯანსაღი ხადაზმულობის მაძიებლებს მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვმართოთ თერაპიის სახლში:

📍 კეკელიძის ქუჩა 54ა | 📞 0322 011 330

01/07/2026

🟣 ლიმფური სისტემა, ონკოლოგია და ქირურგია

👩🏻‍⚕️ „თერაპიის სახლის“ ლიმფოლოგი ლალი ზაუტაშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“

Address

კეკელიძის ქუჩა 54ა
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 15:00
Saturday 10:00 - 15:00

Telephone

+995322011330

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თერაპიის სახლი Therapie Haus posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to თერაპიის სახლი Therapie Haus:

Shortcuts

Share