04/02/2025
𝗕𝗶𝗮𝗻𝗰𝗼 𝗟𝗮𝘁𝘁𝗲 - გახლავთ იტალიური ნიშ პარფიუმერიის, ბრენდ Giardini Di Toscana -ს ბესტსელერი არომატი, რომელიც მოიცავს ვანილისა და კარამელის უნაზეს, ტკბილ ღრუბელს,სადაც ჰარმონიულად ერწყმის რძისა და თაფლის ნოტებს და ქმნის ბავშვობის ტკბილ მოგონებებს.
რომანტიული, აღმოსავლურ-გურმანული უნისექსი სუნამო, საკონდიტრო სიტკბოზე, რომელიც მოგვაგონებს ჰაეროვან რაფაელოს იმ თეთრ კრემს, რომელშიც ნუშია მოთავსებული,შეგვიძლია აგრეთვე წარმოვიდგინოთ შეგრილებული ლატე, წვეთი ქოქოსის სიროფითა და კარამელის ტოპინგით თავზე, ყველაფერი ეს კი დელიკატურ და უფაფუკეს თეთრი მუშკის თანხლებით.