ციციშვილის მალამო LTD CURE

ციციშვილის მალამო LTD CURE ჩირქოვანი ჭრილობები
ტროფიკული წყლულ N3

„ციციშვილის მალამო“
“Ungentum Tsitsishvili”
პარასამკურნალო საშუალება
შემადგენლობა:
ფიჭვის ფისი 1.0 გრ
თაფლის სანთელი 10.0 გრ
მზესუმზირის ზეთი 75.0 გრ
კალციუმის კარბონატი 14.0 გრ
ქაფურის ზეთი 10 % 1.0 მლ

გარეგნული აღწერილობა:
მსუბუქი, დამახასიათებელი სუნი. მოყვითალო კრემისფერი მალამო.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური , ტკივილგამაყუჩებელი, ანთებითი პროცესის საწინააღმდეგო, კანის მარეგენერირებელი საშუალება.
ჩვენება :
ჩირქოვანი ჭრილობები
ტროფიკული წყლულები
ნაწოლები
ჰემოროის (ბუასილი) გარეგანი კვანძები

გამოყენების წესი:
ჩირქოვანი ჭრილობების , ტროფიკული წყლულების, ნაწოლების შემთხვევაში :
ამოვურიოთ მალამოს, ავიღოთ ბამბა , ზემოდან დავაფინოთ ორფენა მარლა , მარლაზე თანაბრად დავიტანოთ მალამო და საფენი დავადოთ ჭრილობას , სავალდებულოა საფენის ცვლა 24 სთ - ში 2 ჯერ (დილას , საღამოს). საფენი დავიმაგროთ ნებისმიერი ჰაერგამტარი მატერიით (დაუშვებელია კომპრესის დადება).
ჰემოროის (ბუასილი) გარეგანი კვანძების შემთხვევაში:
მალამო დავიტანოთ ბამბის სქელ ფენაზე , საფენი მივიმაგროთ ჰემოროიდულ კვანძებზე. სავალდებულოა საფენის ცვლა 24 სთ - ში 2 ჯერ (დილას , საღამოს).
ყურადღება!
პრეპარატის გამოყენების პერიოდში არ მოიხმაროთ :
ალკოჰოლი, თევზეული, მწარე, ცხარე, ნიგვზიან საკვები, ხიზილალა, ბატის ხორცი, ყურძენი, კაკაო, შოკოლადი.

გვერდითი მოქმედება:
პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება :
არ აღენიშნება.
შენახვის პირობები :
სინათლისაგან მოფრთხილებით , არაუმეტეს +200c - ზე
შეფუთვის ფორმა:
35 გრ; 50გრ; 100გრ - პოლიეთილენის ფლაკონებში.
ვარგისიანობის ვადა :
2 წელი.
გაცემის რეჟიმი:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს „ბიორამ - L“
საქართველო, ქ.თბილისი, გოთუას ქ.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ციციშვილის მალამო LTD CURE posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share