27/08/2026
👣 ფეხით სიარული ის უნივერსალური და ეფექტური წამალია, რომელიც უმრავლესი ჩვენგანის აფთიაქში სრულიად უფასოდ მოიპოვება (თან პრაქტიკულად გვერდითი მოვლენების გარეშე).
🟢 გიზიარებთ იმ სარგებელთა გრძელ ჩამონათვალს, რისი მოტანაც ფიზიკური აქტივობის ამ უმარტივეს ფორმას შეუძლია ჩვენი ორგანიზმისთვის.
⭕️ ერთია ფეხით სიარულის მნიშვნელობა ზოგადად ჯანმრთელობისთვის და ცალკე გამოსაყოფია ის ფაქტიც, რომ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის ფონზე მისი დანიშნულება და სარგებელი ასმაგად იზრდება, რადგან სხვა გავლენების პარალელურად, ფიზიკური აქტივობის პირდაპირი ზემოქმედების შედეგია ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის მომატება.
✔️ იმდენად, რომ ფიზიკური აქტივობა მედიკამენტებთან ერთად დიაბეტური რეცეპტის შემადგენელი ნაწილიც კი არის.
👉 30-45 წუთი კვირაში ხუთჯერ - ის მინიმალური დროა, რაც ფეხით სიარულს უნდა ეთმობოდეს დიაბეტის, პრედიაბეტის და ინსულინრეზისტენტობის დიაგნოზის დროს.
🟢 დადებითი ეფექტების სრული ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
ფეხით სიარული ⬇️
🌱 ხელს უწყობს წონაში კლებას
🌱 აუმჯობესებს გულის მუშაობას
🌱 ამცირებს არტერიულ წნევას
🌱 ამცირებს ქრონიკული დაავადებების, მათ შორის დიაბეტის რისკს
🌱 ამცირებს დიაბეტის გართულებების რისკს
🌱 ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს
🌱 ასტიმულირებს იმუნურ სისტემას
🌱 ზრდის ფილტვების სუნთქვით მოცულობას
🌱 ამცირებს ტკბილზე მოთხოვნილებას
🌱 აადვილებს ჩაძინებას და ხელს უწყობს ძილის ნორმალიზებას
🌱 აძლიერებს ძვლებს
🌱 აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას და ახდენს დეპრესიის პრევენციას
🌱 ზრდის ყურადღებას, კონცენტრირების და გადაწყვეტილების მიღების უნარებს
🌱 ავარჯიშებს და აძლიერებს სხვადასხვა ჯგუფის კუნთებს
🌱 აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესს
🌱 აუმჯობესებს ვარიკოზული ვენების მდგომარეობას
🌱 ამცირებს ხანდაზმულობაში ფიზიკური უუნარობის და დემენციის რისკებს ✅
💬 გაგვიზიარეთ, რა დრო ეთმობა თქვენს ყოველდღიურობაში ფეხით სიარულს?
#ენდოკრინოლოგია #ჯანმრთელობა