07/07/2026
დიდი პატივი იყო ნეილ კონგრესში ჩვენი კომპანიის სახელით მონაწილეობა, სადაც დამსწრეებს წარვუდგინეთ ფრჩხილის ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო ბრენდები – In Love, OXXI, Mia, Spectrum და Lilu.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კომპანიის პარტნიორს, ზინაიდა გლინისტაიას, რომელმაც თავისი გამოცდილება და ცოდნა გაგვიზიარა და ჩაატარა საინტერესო მასტერკლასი ზედა ფორმებით მუშაობის ტექნიკაზე.
ეს დღე სავსე იყო ახალი ცოდნით, პროფესიული გამოცდილების გაზიარებით, საინტერესო გამოსვლებითა და შთამაგონებელი შეხვედრებით. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კონგრესზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო პოდოლოგიას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სფეროს მზარდ მნიშვნელობასა და განვითარების დიდ პერსპექტივას.
მოხარული ვარ, რომ გავიცანი უამრავი ნიჭიერი და პროფესიონალი სპეციალისტი, გავცვალეთ გამოცდილება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სფერო მუდმივად ვითარდება და წინ მიიწევს.
გულწრფელი მადლობა ამირა კოპალიანს ამ მასშტაბური, პროფესიონალურად ორგანიზებული და შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის. მსგავსი კონგრესები გვაძლევს ახალ ცოდნას, გვამოტივირებს განვითარებისთვის და ქმნის პროფესიული ურთიერთობების გაღრმავების საუკეთესო შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც სიამოვნებით ვიქნები ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების ნაწილი.