Apnsc კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Apnsc კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ

Apnsc კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Apnsc კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ, 8, ელიზბარ და ვლადიმერ უბილავების ქუჩა, Tbilisi.

თუ ჩვენთან ერთხელ მაინც ყოფილხარ, მე თუ არა, ბიძინას აუცილებლად ემახსოვრები. ალბათ შენც ვერ დაივიწყებდი მის დიდ თვალებს,...
28/05/2026

თუ ჩვენთან ერთხელ მაინც ყოფილხარ, მე თუ არა, ბიძინას აუცილებლად ემახსოვრები. ალბათ შენც ვერ დაივიწყებდი მის დიდ თვალებს, შავ-შავ ულვაშებს და თბილ გულს.
ზრუნავ, გიყვარდება და ვითარდები.
თვალი გვადევნე, თუ კიდევ მეტის გაგება გინდა ჩვენზე. 💫

If you’ve been with us even once, maybe I don’t remember you — but Bidzina definitely does. And you probably wouldn’t forget him either: his big eyes and those thick black mustaches.

Here, you care, fall in love, and grow as a person.
Follow along. 💫

14/05/2026

💧 💙 (English version below) 🙏✨ როგორც უკვე შეგატყობინეთ, ჩვენი ორგანიზაციისთვის წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად აუცილებელია 3000 ლარის შეგროვება 💧
ამ დროისთვის უკვე შეგროვდა 1389 ლარი 💙
გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, რომელმაც უკვე გამოგვიწოდა დახმარების ხელი 🙏✨
ჩვენთვის უდიდესი მხარდაჭერა იქნება, თუ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში თქვენც შეიტანთ წვლილს დარჩენილი თანხის შეგროვებაში 🤝🌱
გვაქვს დიდი იმედი თქვენი გულშემატკივრობის 💫
თქვენი თანადგომა ჩვენთვის ძალაა 💚
ჩვენი საბანკო ანგარიში: ტერა ბანკი
💳 GE46KS0000000000425916
მიმღები:
კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ
დანიშნულება: შემოწირულობა წყლისთვის 💙
წინასწარ დიდი მადლობა თქვენი სიკეთისთვის, ზრუნვისთვის და მხარდაჭერისთვის 🙏✨
💧 Dear Friends, Together We Can 💙 🙏✨
As we previously shared, our organization urgently needs 3000 GEL to repair and improve the water system 💧
So far, we have already collected 1389 GEL 💙
We sincerely thank everyone who has already supported us and extended a helping hand 🙏✨
It would mean a great deal to us if you could contribute, within your possibilities, to help us raise the remaining amount 🤝🌱
We truly hope for your kindness and support 💫
Your solidarity gives us strength 💚
Bank account:
💳 GE46KS0000000000425916
Recipient:
Union for People in Need of Special Care
Reference:
Donation 💙
Thank you so much for your kindness, care, and support 🙏✨

14/05/2026

კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ
აცხადებს სტუდენტების მიღებას
ბაზისურ კურსზე ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ ადამიანთმცოდნეობასა და სოციალურ თერაპიაში
კურსი პასუხს გასცემს კითხვებს:
• ვინ არის ადამიანი?
• რა არის მისი ცხოვრების მიზანი?
• როგორ ვითარდება იგი?
• როგორ აღვზარდოთ საკუთარი შვილები?
• რას ნიშნავს ჯანსაღი ურთიერთობები თანამედროვე ეპოქაში?
• რას ნიშნავს შეფერხება განვითარებაში?
• როგორ ჩავრთოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები საზოგადოებრივ ცხოვრებაში?
სოციალური თერაპიის მიზანია:
შესაძლებელი გახადოს განვითარების შეფერხების მქონე სრულწლოვან ადამიანთა ინდივიდუალური სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი განვითარება, ადამიანის ღირსების შესაფერისი ცხოვრება, სოციალური ინტეგრაცია, საზოგადოების მიერ ერთობლივ ცხოვრებაში მათი წვლილის აღქმა.
კურსის მიზანია: სოციალ-თერაპევტების, პედაგოგების, სპეცპედაგოგების, სოც. მუშაკების მომზადება-გადამზადება, რათა მათ შეძლონ ურთიერთობა და მუშაობა განვითარების შეფერხების მქონე ახალგაზრდებთან და ზრდასრულებთან როგორც ყოფით, ისე შრომით პირობებში; მშობლებისა და მომავალი მშობლებისათვის პედაგოგიური ცოდნის მიწოდება.
კურსის ხანგრძლივობაა ორი წელი.
სწავლება მოიცავს თეორიულ, მხატვრულ და პრაქტიკულ კურსებს.
კურსის განმავლობაში დამუშავებული იქნება შემდეგი თემები:
• ადამიანი, როგორც ფიზიკურ-მშვინვიერ-სულიერი არსება
• ადამიანი, როგორც განვითარებადი არსება. დაბადება და გარდაცვალება
• ადამიანის განვითარების შვიდწლიანი ფაზები. კრიზისული ასაკები
• ცნობიერების ფორმები
• ხატოვანი და ცნებითი ცნობიერება
• ბავშვის ფსიქიკური ფუნქციების განვითარება
• ტემპერამენტი და მისი როლი ბავშვის აღზრდაში
• შეფერხება განვითარებაში და მისი ფორმები
• საზოგადოება, როგორც სამწევრა ორგანიზმი
• ორგანიზაციის ელემენტები და მისი განვითარების ფაზები
• სოციალური კონფლიქტები და სოციალური სენსიტიურობის გამომუშავება
• განვითარების შეფერხების მქონე ადამიანების სოციალური ინტეგრაცია და მათი უფლებების დაცვა
• სამკურნალო პედაგოგიკისა და სოციალური თერაპიის ისტორია
• მხატვრული საქმიანობები მოიცავს:
• ხატვას, ძერწვას, ევრითმიას, დრამას, თექისა და რბილი თოჯინების დამზადებას
• სწავლა მიმდინარეობს სამუშაოდან მოუწყვეტლად.
კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს მიეცემათ კავშირის სერთიფიკატი.
საუკეთესო სტუდენტს კურსის დამთავრების შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს პრაქტიკა გერმანიის სოციალურ-თერაპიულ დაწესებულებაში.
კურსში მონაწილეობის მსურველთა ასაკი - არანაკლებ 21 წლის.
სწავლების დასაწყისი – 2026 წლის სექტემბერი.
კურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს გთხოვთ, რეგისტრაციისთვის მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე:
595 343448 მარინა ბულია
მისამართი: თბილისი, ელიზბარ და ვლადიმერ ელიზბარ და ვლადიმერ უბილავების ქ. 8
E-mail: [email protected]
facebook: APNSC Day home

Address

8, ელიზბარ და ვლადიმერ უბილავების ქუჩა
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

+995551787923

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Apnsc კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Apnsc კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ:

Share