ქალთა ჯანმრთელობა - Women’s Health

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ქალთა ჯანმრთელობა - Women’s Health

ქალთა ჯანმრთელობა - Women’s Health კეთილი იყოს შენი მობრძანება ქალთა სამყაროში! 🌸

🇬🇪🇹🇷სანდო გზა თურქეთის საუკეთესო კლინიკებამდე.გამოცდილი გუნდი, წამყვანი ექიმები და თანამედროვე სამედიცინო მომსახურება — ...
07/07/2026

🇬🇪🇹🇷სანდო გზა თურქეთის საუკეთესო კლინიკებამდე.
გამოცდილი გუნდი, წამყვანი ექიმები და თანამედროვე სამედიცინო მომსახურება — ყველაფერი ერთ სივრცეში.

დაგვიკავშირდით სამედიცინო ტურიზმი თურქეთში / Medical Tourism İn Turkey

ჯანმრთელობა და სამედიცინო ტურიზმი - Health & Medical Tourism

ქალთა ჯანმრთელობა - Women’s Health

📞+90 535 373 25 73
📩 [email protected]

🌸 PCOS (პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი) – რა უნდა იცოდეს ყველა ქალმა?  (პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი) ერთ-...
06/07/2026

🌸 PCOS (პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი) – რა უნდა იცოდეს ყველა ქალმა?

(პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰორმონალური დარღვევაა რეპროდუქციული ასაკის ქალებში.
▫️მისი დროული აღმოჩენა და სწორი მართვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. 💗

🔍 PCOS-ის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

🔹 არარეგულარული ან გამოტოვებული მენსტრუაცია;
🔹 აკნე და ცხიმიანი კანი;
🔹 ჭარბი თმის ზრდა სახეზე, მკერდზე ან სხეულის სხვა უბნებზე;
🔹 თმის შეთხელება ან ცვენა;
🔹 წონის მატება ან წონის დაკლების გაძნელება;
🔹 ორსულობის მიღწევის სირთულე.

❗ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სიმპტომის არსებობა PCOS-ის დიაგნოზს არ ნიშნავს. დიაგნოზი ისმება ექიმის კონსულტაციის, გასინჯვისა და საჭირო კვლევების საფუძველზე.

💚 სწორი ცხოვრების წესი, ექიმის რეკომენდაციების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა ხელს უწყობს სიმპტომების კონტროლს, მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებას და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

👩‍⚕️ თუ აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმეს ამჩნევთ, ნუ გადადებთ სპეციალისტთან ვიზიტს. დროული შეფასება საუკეთესო ნაბიჯია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

#ქალთაჯანმრთელობა #პოლიკისტოზურისაკვერცხეები #გინეკოლოგია #ჰორმონალურიჯანმრთელობა #პრევენცია 🌸

🤰🏼ორსულობა და ლაქტაცია🤱🏻 შემოგვიერთდით 🌹

ჯანმრთელობა და სამედიცინო ტურიზმი - Health & Medical Tourism

🩺 საკვერცხის ცისტა — რა არის და რამდენად საშიშია❔საკვერცხის ცისტა არის სითხით სავსე წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება საკვე...
27/06/2026

🩺 საკვერცხის ცისტა — რა არის და რამდენად საშიშია❔

საკვერცხის ცისტა არის სითხით სავსე წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება საკვერცხეზე. ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გინეკოლოგიური მდგომარეობაა და უმეტეს შემთხვევაში არ არის საშიში.

ცისტები შეიძლება სხვადასხვა ტიპის იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება „ფუნქციური ცისტები“, რომლებიც მენსტრუალური ციკლის ბუნებრივი პროცესების დროს ჩნდება. ასეთი ცისტები ხშირად თავისით ქრება რამდენიმე კვირაში ან 1–2 ციკლის განმავლობაში და მკურნალობას არ საჭიროებს, მხოლოდ დაკვირვებას.

🔹 უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები საერთოდ არ არის
🔹 ზოგჯერ შეიძლება იყოს მსუბუქი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
🔹 შესაძლებელია შებერილობა ან დისკომფორტი
🔹 ზოგ შემთხვევაში ირღვევა მენსტრუალური ციკლი

🔬ცისტა ხშირად შემთხვევით ვლინდება ექოსკოპიური კვლევის დროს, რადგან ქალების დიდი ნაწილი ვერაფერს გრძნობს.

მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა კეთილთვისებიანია, მნიშვნელოვანია კონტროლი, რადგან ექიმმა უნდა შეაფასოს მისი ზომა, ტიპი და დინამიკა.

⚠️ აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ:
• ტკივილი გახშირდა ან ძლიერდება
• ცისტა იზრდება ზომაში
• ციკლი მნიშვნელოვნად ირღვევა
• ჩნდება უეცარი, ძლიერი ტკივილი ან დისკომფორტი

რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმება და ექოსკოპია არის საუკეთესო გზა, რომ მსგავსი მდგომარეობები დროულად აღმოჩნდეს და სწორად მართოს ექიმმა.

💗 გახსოვდეთ: ცისტა ხშირ შემთხვევაში არ ნიშნავს სერიოზულ პრობლემას, მაგრამ ყოველთვის საჭიროებს ყურადღებას და სწორ კონტროლს.

ჯანმრთელობა და სამედიცინო ტურიზმი - Health & Medical Tourism შემოგვიერთდით 🌸

🤰🏼ორსულობა და ლაქტაცია🤱🏻 🌸

ქალთა ჯანმრთელობა - Women’s Health

🌸 შენი სხეული გელაპარაკება — უსმენ❓ქალები ხშირად ზრუნავენ ყველას ჯანმრთელობაზე, საკუთარი თავის გარდა.თუმცა ორგანიზმი ხში...
21/06/2026

🌸 შენი სხეული გელაპარაკება — უსმენ❓

ქალები ხშირად ზრუნავენ ყველას ჯანმრთელობაზე, საკუთარი თავის გარდა.

თუმცა ორგანიზმი ხშირად გვიგზავნის სიგნალებს, რომლებსაც ყურადღება სჭირდება:

🔹 მუდმივი დაღლილობა და სისუსტე
🔹 თმის ჭარბი ცვენა
🔹 მენსტრუალური ციკლის დარღვევა
🔹 წონის უეცარი მატება ან კლება
🔹 უძილობა ან ხშირი გაღვიძება ღამით
🔹 გაღიზიანება და განწყობის ცვლილებები
🔹 კანისა და ფრჩხილების ცვლილებები
🔹 გულისცემის აჩქარება და ა.შ

ეს სიმპტომები ყოველთვის სერიოზულ დაავადებას არ ნიშნავს, მაგრამ ხშირად შეიძლება დაკავშირებული იყოს რკინის დეფიციტთან, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევასთან, ვიტამინების ნაკლებობასთან ან ჰორმონულ დისბალანსთან.

💗 ნუ დაელოდებით, სანამ სიმპტომები ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.

პროფილაქტიკური გამოკვლევები ჯანმრთელობაზე ზრუნვის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა.

📌 რომელი სიმპტომი შეგიმჩნევიათ საკუთარ თავში ყველაზე ხშირად?

ჯანმრთელობა და სამედიცინო ტურიზმი - Health & Medical Tourism შემოგვიერთდით 💙

#ქალთაჯანმრთელობა #პროფილაქტიკა #ჯანმრთელიქალი

დედობას საზომი არ აქვს ❤️არ აქვს მნიშვნელობა, შენი პატარა ძუძუთი კვებაზეა თუ ხელოვნურ კვებაზე…არ აქვს მნიშვნელობა, მშობი...
21/06/2026

დედობას საზომი არ აქვს ❤️

არ აქვს მნიშვნელობა, შენი პატარა ძუძუთი კვებაზეა თუ ხელოვნურ კვებაზე…

არ აქვს მნიშვნელობა, მშობიარობა ფიზიოლოგიური იყო თუ საკეისრო კვეთით…

არ აქვს მნიშვნელობა, ღამე რამდენჯერ ადგები, რამდენჯერ ინერვიულებ, რამდენჯერ იტირებ ჩუმად, როცა ყველას სძინავს…

შენ დედა ხარ! ♥️

დედა, რომელიც ყოველდღე ცდილობს საუკეთესო მისცეს საკუთარ შვილს.
დედა, რომელიც ზოგჯერ იღლება, მაგრამ არ ნებდება.
დედა, რომელიც საკუთარ თავს ხშირად აკრიტიკებს, მაშინ როცა მისი შვილი მის სამყაროს ყველაზე უსაფრთხო ადგილად მიიჩნევს.

ბავშვს არ ემახსოვრება რა რძეს სვამდა,
არ ემახსოვრება რომელი ბოთლი ჰქონდა,
არ ემახსოვრება რამდენი გრამი მოიმატა კონკრეტულ თვეში.

მაგრამ ყოველთვის იგრძნობს სიყვარულს, სითბოს, ჩახუტებას და იმ გულს, რომელიც მისთვის ცემს.

ამიტომ, დედიკო, თუ დღეს გგონია, რომ საკმარისი არ ხარ — გახსოვდეს:
შენი შვილი შენში ხედავს ყველაფერს, რაც სჭირდება. ❤️

ყველა დედა განსაკუთრებულია. ყველა დედა საკმარისია. 🌷

🤰🏼ორსულობა და ლაქტაცია🤱🏻 შემოგვიერთდით

ჯანმრთელობა და სამედიცინო ტურიზმი - Health & Medical Tourism 🌸

ქალთა ჯანმრთელობა - Women’s Health

🌸 მომავალო და უკვე დედებო, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ❤️რომელი გზა აირჩიეთ ან აირჩევდით?🤱 ფიზიოლოგიური მშობიარობა❤️ ...
21/06/2026

🌸 მომავალო და უკვე დედებო, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ❤️

რომელი გზა აირჩიეთ ან აირჩევდით?

🤱 ფიზიოლოგიური მშობიარობა
❤️ საკეისრო კვეთა

💬 რა იყო თქვენი არჩევანის მთავარი მიზეზი?
💬 როგორ ჩაიარა აღდგენის პროცესმა?
💬 რას ურჩევდით სხვა ქალებს?

❗️გავითვალისწინოთ, რომ ყველა ორსულობა და მშობიარობა ინდივიდუალურია, მთავარი დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაა.

მოუთმენლად ველოდებით თქვენს ისტორიებს კომენტარებში. 🌷

🤰🏼ორსულობა და ლაქტაცია🤱🏻 შემოგვიერთდით 💗

✨ქალთა ჯანმრთელობა - Women’s Health ✨

👶თუ გსურთ სწორი და ზუსტი ინფორმაცია მიიღოთ ბავშვების კვებასთან, ზრდასთან, განვითარებასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთ...
20/06/2026

👶თუ გსურთ სწორი და ზუსტი ინფორმაცია მიიღოთ ბავშვების კვებასთან, ზრდასთან, განვითარებასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, გირჩევთ ელ-წიგნს, სადაც ყველაფერი დეტალურად დაგხვდებათ 📘💓

✨ ბავშვთა კვების აკადემია - Baby & Kids Nutrition Academy ✨

🥕სასარგებლო და მარტივი რეცეპტები პატარებისთვის 👶🥕

✅ ინფორმაციას სრულად ჩვენს ელ-წიგნში 📘 ნახავთ , სადაც დეტალურად არის ახსნილი პორციები, ინგრედიენტები და ასაკის შესაბამისი კვების რეკომენდაციები.

✨ასევე დამატებით ინფორმაცია, რაც ბავშვის განვითარების ეტაპებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება 💗

✨ ბავშვთა კვების აკადემია - Baby & Kids Nutrition Academy ✨

🤰 ორსულობის პირველი ტრიმესტრი (0-13 კვირა)ორსულობის პირველი ტრიმესტრი განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგა...
20/06/2026

🤰 ორსულობის პირველი ტრიმესტრი (0-13 კვირა)

ორსულობის პირველი ტრიმესტრი განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან სწორედ ამ დროს იწყება თქვენი პატარას ყველა ძირითადი ორგანოსა და სისტემის ჩამოყალიბება.

👶 ნაყოფის განვითარება კვირების მიხედვით

🔹 4-5 კვირა – იწყება ნერვული მილისა და გულის ფორმირება.

🔹 6-7 კვირა – უკვე შესაძლებელია გულისცემის დაფიქსირება ულტრაბგერითი კვლევით.

🔹 8 კვირა – ყალიბდება ხელებისა და ფეხების ჩანასახები, ვითარდება ტვინი და შინაგანი ორგანოები.

🔹 10 კვირა – ნაყოფი უკვე მოძრაობს, თუმცა დედა ჯერ ვერ გრძნობს.

🔹 12-13 კვირა – თითქმის ყველა ძირითადი ორგანო ჩამოყალიბებულია, ნაყოფის სიგრძე დაახლოებით 6-8 სმ-ს აღწევს.

🤍 პირველი ტრიმესტრის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები

✔️ გულისრევა და ღებინება
✔️ დაღლილობა და ძილიანობა
✔️ მკერდის მგრძნობელობა
✔️ ხშირი შარდვა
✔️ მადის ცვლილება
✔️ სუნებისადმი მომატებული მგრძნობელობა
✔️ განწყობის ხშირი ცვლილებები

👀 რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

✅ ფოლიუმის მჟავის მიღება
✅ ჯანსაღი და მრავალფეროვანი კვება
✅ საკმარისი სითხის მიღება
✅ ალკოჰოლისა და თამბაქოს თავიდან აცილება
✅ ექიმთან რეგულარული ვიზიტები

🩺 მნიშვნელოვანი კვლევები პირველ ტრიმესტრში

• სისხლის საერთო ანალიზი
• შარდის საერთო ანალიზი
• სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა
• ინფექციების სკრინინგი
• პირველი ტრიმესტრის ულტრაბგერითი კვლევა

⚠️ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:

🔸 სისხლიანი გამონადენი
🔸 ძლიერი მუცლის ტკივილი
🔸 მაღალი ტემპერატურა
🔸 ძლიერი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა

💗 პირველი ტრიმესტრი ახალი სიცოცხლის დასაწყისია. ამ პერიოდში საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა თქვენი პატარას ჯანმრთელ მომავალში ინვესტიციაა.

ქალთა ჯანმრთელობა - Women’s Health 🌸

#ორსულობა #პირველიტრიმესტრი #მომავალიდედა #ქალთაჯანმრთელობა #პრენატალურიმეთვალყურეობა

20/06/2026

🌟 შანსი სიცოცხლის ხელახლა დასაწყებად:

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია
როდესაც მედიკამენტები უძლურია, თანამედროვე მედიცინა გამოსავალს გვთავაზობს. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია არის შანსი სრულიად განიკურნოთ იმ დაავადებებისგან, რომლებიც ადრე განუკურნებლად ითვლებოდა.
ჩვენი პარტნიორი წამყვანი კლინიკები წარმატებით მკურნალობენ შემდეგ პათოლოგიებს:
✅ ლეიკოზები (მწვავე და ქრონიკული ლეიკემია)
✅ სისხლის გენეტიკური და თანდაყოლილი დაავადებები:
თალასემია (დიდი თალასემია),
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია,
პირველადი იმუნოდეფიციტები.
✅ ლიმფომები (ჰოჯკინის და არაჰოჯკინის)
✅ აპლასტიური ანემია და ძვლის ტვინის სხვა უკმარისობები.

რატომ ჩვენ?

მსოფლიო დონის აკრედიტაციის მქონე კლინიკები და გამოცდილი ჰემატოლოგები.
საერთაშორისო დონორთა ბაზებთან (თავსებადობის შესარჩევად) პირდაპირი წვდომა.
სრული სამედიცინო მხარდაჭერა და კოორდინაცია თქვენს მშობლიურ ენაზე – გამგზავრებიდან გამოჯანმრთელებამდე.

გაეცით იმედი, აირჩიეთ სიცოცხლე. 🩺✨

💬 დაგვიკავშირდით დღესვე უფასო პირველადი კონსულტაციისთვის: WhatsApp &Viber : ⁨0535 373 25 73⁩
სამედიცინო ტურიზმი თურქეთში / Medical Tourism İn Turkey
#ლეიკემია #მკურნალობა #თურქეთი #სტამბული #ონკოჰემატოლოგი

💗 დედა…დედა ის ადამიანია, რომელსაც შენს დაბადებამდე უყვარხარ ის არის პირველი გული, რომლის ცემაც გესმის და პირველი ხელები...
19/06/2026

💗 დედა…

დედა ის ადამიანია, რომელსაც შენს დაბადებამდე უყვარხარ

ის არის პირველი გული, რომლის ცემაც გესმის და პირველი ხელები, რომლებიც დაცულობას გაძლევს.

დედა ღამეებს ათენებს, როცა შენ გძინავს.
იღიმის, როცა შენ ბედნიერი ხარ.
დარდობს, როცა შენ გტკივა.
და ყოველთვის პოულობს ძალას მაშინაც კი, როცა თავად დაღლილია.

🌷 დედობა არ არის მხოლოდ სტატუსი — ეს არის უპირობო სიყვარული, მოთმინება, ზრუნვა და ყოველდღიური თავდადება.

ხშირად დედები საკუთარ სურვილებს, დროსა და კომფორტს გვერდზე დებენ, რათა შვილებს საუკეთესო მისცენ.

დღეს კი უბრალოდ გავჩერდეთ და ვუთხრათ:

💖 მადლობა, დედა.
მადლობა ყოველი გათენებული ღამისთვის.
მადლობა უსაზღვრო სიყვარულისთვის.
მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემი სახლი ხარ.

✨ დედის სიყვარული ერთადერთი გრძნობაა, რომელიც დროს, მანძილსა და გარემოებებს არ ემორჩილება.

🤰🏼ორსულობა და ლაქტაცია🤱🏻 შემოგვიერთდით 🌸

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალთა ჯანმრთელობა - Women’s Health posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share