22/06/2023
Coag 2D ოპტიკური კოაგულომეტრი (Diagon / Hungary)
Coag 2D კოაგულომეტრი არის ყველაზე კომპაქტური და ყველაზე მრავალმხრივი 2 არხიანი ოპტიკური კოაგულომეტრი ამჟამინდელ ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ბაზარზე არსებულ კოაგულომეტრებს შორის.
ანალიზატორს აქვს სამგვარი ტალღის სიგრძის ორი საზომი არხი, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია 30-მდე PT ტესტის გაკეთება ერთ საათში. ასევე, აპარატს გააჩნია D-დიმერის და AT-III ტესტების მხარდაჭერა. საერთო ჯამში, Coag 2D უზრუნველყოფს კოაგულაციურ, ქრომოგენულ და ტურბიდიმეტრიული ანალიზების ჩატარებას.
მახასიათებლები:
• ფერადი სენსორული LCD მონიტორი
• ინოვაციური მომხმარებლის ინტერფეისი
• 2 საზომი არხი
• 2 რეაქტივის პოზიცია (2მლ, 5მლ)
• 4 საინკუბაციო არხი
• ხარისხის კონტროლის ფუნქცია
• რეაქტივების ადვილად დაკალიბრების შესაძლებლობა
• დიდი მოცულობის მეხსიერება - ინახავს 1000-მდე შედეგს
Coag 2D არის სრულყოფილი სისტემა. მისი კომპაქტურობის, მინიმალური ტექნიკური საჭიროებების, მარტივი გამოყენებისა და ხელმისაწვდომი ფასის გათვალისწინებით, Coag 2D არის ღირებული დანამატი ნებისმიერი ტიპის ლაბორატორიისთვის.
ძირითადი მომხმარებლები: მცირე ზომის ლაბორატორიები, კარდიოლოგიური ცენტრები, გადაუდებელი მედიცინის განყოფილებები.
____________
🏢 ინტერლაბი - ლაბორატორიის კომპლექსური მომარაგება
📧 [email protected]
📞 248-28-28
📍მირიან მეფის ქ.11ა