15/08/2026
🌟დისკალკულია არის დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს რიცხვების წაკითხვაზე, რაოდენობის გაგებასა და მათემატიკური უნარების განვითარებაზე.
🩵დისკალკულიის მქონე ბავშვს შეიძლება უჭირდეს დათვლა, გამოთვლა, რაოდენობების შედარება, საათის ცნობა ან ფულის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხშირად ვერ იმახსოვრებდეს მათემატიკურ წესებს, ერეოდეს რიცხვების თანმიმდევრობა ან ძალიან ნელა ასრულებდეს მათემატიკურ დავალებებს.
🧠მათემატიკური ამოცანების დროს თავის ტვინი იყენებს ნაკლებად ეფექტურ ნეირონულ გზებს, ნაცვლად იმ უბნებისა, რომლებიც უკეთ ახერხებენ რიცხვითი ინფორმაციის/ დამუშავებას. შედეგად, ამოცანის შესრულებას სჭირდება მეტი დრო და ენერგია და იზრდება შეცდომების რაოდენობა.
🔷მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დისკალკულიის მქონე ბავშვი არ „ზარმაცობს“ — მას უბრალოდ მეტი დრო, განსხვავებული ახსნა და მხარდაჭერა სჭირდება. როდესაც ბავშვს ვეუბნებით „უფრო მეტად მოინდომე“, ეს პრობლემას ვერ აგვარებს და ხშირად მის თვითშეფასებას აზიანებს.
📍 https://www.facebook.com/share/p/14iNB1vR9HL/