Remedy Aesthetics

Remedy Aesthetics კომპანია რემედი აერთიანებს ესთეტიკასა და მედიცინას

კომპანია „რადიანსმა“ თავისი არსებობის მანძილზე დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე და დღეს დღეობით მჭიდროდ თანამშრომლობს მრავალ სამედიცინო და ესთეტიკურ კლინიკებთან, დერმატო-კოსმეტოლოგიურ ლაბორატორიებთან, ფარმაცევტულ ბაზებთან, ექიმ-კოსმეტოლოგებთან, არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის დამფუძნებლის, ამ სფეროში მოღვაწეობის 18 წლიანმა გამოცდილებამ და სწორად შერჩეულმა გუნდა, კომპანი

ის მთავარ პრიორიტეტად ხარისხი და სანდოობა აირჩია, მისიად კი სილამაზისა და ესთეტიკის საკითხებში მომხმარებლის საიმედო, ძლიერ, კომპეტენტურ მეგზურად გახდომა დაისახა.

სწორედ მომხმარებლის დიდმა ინტერესმა და გამოხმაურებამ განაპირობა არეალის გაფართოება, მოთხოვნა გაჩნდა ადგილზე გაგვეწია მათთვის მომსახურება, სწორად შეგვეთავაზებინა როგორც პროცედურურული თანმიმდევრობა ასევე მედიკამენტური მკურნალობის სქემა, ინდივიდუალურად შეგვერჩია სპეციალისტი.

კომპანია “რადიანსმა” 2020 წლიდან შეითავსა ესთეტიკური ცენტრის ფუნქციაც, თანამედროვე მეთოდოლოგიით აღჭურვილმა და წამყვანი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა კომპანიამ, კაბინეტში პაციენტების მიღება და მათთვის მომსახურების გაწევა დაიწყო. მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული თანამშრომელთა გუნდით, მომსახურების მრავალფეროვნებითა და სილამაზეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მეცნიერულ დონეზე აყვანით, კომპანია ლოკალურ ბაზარზე მოწინავე პოზიციას იკავებს.

“რადიანსის” მთავარი აქტივია ბრენდის განსხვავებული კონცეფცია, როგორც შიდა სტრუქტურული, ასევე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. კომპანია ცდილობს აწიოს და აამაღლოს ხარისხის მაჩვენებელი, თანამშრომლობს ნებისმიერ ბაზარზე არსებულ სხვა ესთეტიკურ ცენტრებთან თუ სპეციალისტებთან, ახდენს მათ გადამზადებას, დატრეინგებას, უზიარებს საკუთარ გამოცდილებას ახალ ტექნოლოგიურ თუ პრაქტიკულ ცოდნას.

წარმატებული საქმიანობის შედეგად მიზანშეწონილად მივიჩნიეთ კვლავ გავაფართოვოთ ჩვენი მოქმედების არეალი, სწორედ ამიტომ ჩვენი ჯგუფი სასწავლო ცენტრის დაარსების პროექტზე მუშაობს, რომელსაც 2021 წლის ბოლოს წარვადგენთ.

Address

Giorgi Akhvlediani Street #12
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 22:00
Tuesday 09:00 - 22:00
Wednesday 09:00 - 22:00
Thursday 09:00 - 22:00
Friday 09:00 - 22:00
Saturday 09:00 - 22:00
Sunday 09:00 - 22:00

Telephone

+995599972827

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Remedy Aesthetics posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Remedy Aesthetics:

Shortcuts

Share