ექიმ ირაკლი შელიას გვერდი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ექიმ ირაკლი შელიას გვერდი

ექიმ ირაკლი შელიას გვერდი ბლოკადით(ინექციით) ტკივილის მოხსნა და მკურნალობა.
პრეპარატი კეთდება ტრიგერულ წერტილში.
(1)

განათლება, ხარისხი: 2003 წელს –დავამთავრე წალენჯიხის არასახელმწიფო
საერო მრავალპროფილიანი საშუალო
სკოლა „ქიაჩი“
2003–2009 – თბილისის სახწლმწიფო სამედიცინო

უნივესიტეტის მედიცინის ფაკულტეტი.
მომენიჭა დიპლომირებული მედიკოსის
აკადემიური ხარისხი სამკურნალო საქმის
სპეციალობაში
2010–2012 –წლებში გავიარე მოსკოვის ი.სეჩენოვის
სახელობის პირველი სახელმწიფო
უნივერსიტეტის ორდინატურის
კურსი ქირურგიაში - რეაბილიტოლოგიაში
2010-2012-წლებში გავიარე მოსკოვში რევმატოლოგიის სრული კურსი და რეაბილიტოლოგიაში

სამუშაო გამოცდილება: 2010–2012 - წლებში ორდინატურის გავლის პერიოდში
ვმუშაობდი შემდეგ კლინიკებში:

მოსკოვის ი.სეჩენოვის სახელობის პირველი
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
№1 ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის
რევმატოლოგიურ განყოფილებაში ორდინატორად რეაბილიტოლოგ რევმატოლოგად


მუცლის ღრუს ქირურგია

მოსკოვის მრავალპროფილიანი კლინიკის
" PremierMedicaდა ესთეტიკური
ქირურგიის განყოფილებაში ასვე რეაბილიტიაციის განყოფილებაში. მიღებული აქ მრავალი სიგელი. ასე ასე სეჩონოვის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო ექიმი .

მოსკოვში პროფესორ ს. ბლოხინის
ქირურგიის და რეაბილიტაციის კლინიკაში

2008–2009– აკ..ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური
საუნივერსიტეტო კლინიკის
კრიტიკული მედიცინის სექციის
უმცროსი ექიმი

2007–2008 – თბილისის სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ცენტრში

სტაჟირება: 2010–2012 წლებში გავიარე სტაჟირება მოსკოვის ი.სეჩენოვის სახელობის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №1 ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში . რევმატოლოგიაში და რეაბილიტაციის განყოფილებაში
ტრენინგები: გავიარე ტრენინგი მოსკოვის ი.სეჩენოვის სახელობის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №1 ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში

2013-2021წლამდე ვმუშაობ- აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში

კომპიუტერული პროგრამები: MSWord, MS Excel, MS PowerPoint, Internet Explorer

პიროვნული თვისებები:

პასუხისმგებლობის გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება,
გუნდთან მუშაობის გამოცდილება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის
უნარი, ემოციური გაწონასწორებულობა, მაღალი მოტივირებულობა,
დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა.

06/02/2022
მუხლის სახსრის ოსტეოართროზის(გონართროზის) დიაგნოსტიკა გააზიარეთართროზის (ოსტეოართროზის, გონართროზის) დროს მუხლის სახსრის...
29/12/2021

მუხლის სახსრის ოსტეოართროზის(გონართროზის) დიაგნოსტიკა გააზიარეთ
ართროზის (ოსტეოართროზის, გონართროზის) დროს მუხლის სახსრის დისტროფიული დაავადებების საფუძველს ქმნის ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვაგვარი დარღვევები, მსგავსი ცვლილებების შედეგად იცვლება მუხლის სახსრის ქსოვილებში მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციები. შედეგად მუხლის სახსრის ხრტილოვანი ქსოვილი განიცდის დეგენერაციას, ადგილ-ადგილ იშლება, მასში გროვდება სხვადასხვა სახის მარილები. ყველაფერი ეს ცვლის ანთების მქონე მუხლის სახსრის ზედაპირს და მისი ხრტილის სტრუქტურას, ანთების მქონე მუხლის სახსრის ღრუში ართროზის (ოსტეოართროზის, გონართროზის) დროს შეიძლება დაგროვდეს გამონადენი.
(ოსტეოართროზის, გონართროზის) დიაგნოსტიკის დროს.
ართროზის (ოსტეოართროზის, გონართროზის) დროს მუხლის სახსარში ცვლილებების ხასიათის დასადგენად საჭიროა:
პაციენტის გასინჯვა
მუხლის სახსრის რენტგენოგრაფია
მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
მუხლის სახსრის კომპიუტერული ტომოგრაფია
მუხლის სახსრის (იოგები, მენისკი, სასახსრე ხრტილი) ართროზი (ოსტეოართროზი, გონართროზი).
მუხლის სახსრის ოსტეოართროზის (გონართროზის) მკურნალობა
მუხლის სახსრის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით ართროზის (ოსტეოართროზის, გონართროზის) დროს პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სახის მკურნალობა:
მედიკამენტოზური მკურნალობა (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანალგეტიკები, ჰორმონები)
ბლოკადები — პრეპარატების (ჰორმონალური პრეპარატები,ან ხელოვნური სახსრის სითხე) ინექცია მუხლის სახსარში
ინექციის სახით მუხლის სახსრის სივრცეში შესაძლოა ჰორმონალური პრეპარატების, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის (PRP) ან ხელოვნური სახსრის სითხის შეყვანა, რაც ამსუბუქებს ტკივილის სიმპტომს, ანთებითი პროცესს და ხელს უწყობს სასახსრე ზედაპირის (ხრტილის) აღდგენას
ჩაეწერეთ ექიმ ირაკლი შელიასთან ტელ 555787772
პაციენტების საყურადღებოდ !!ვმუშაობთ 4 იანვრამდე , პაციენტების მიღება განახლდება 13 -იანვარს

ოსტეოპოროზი  გააზიარეთ  ძვლების სისტემური დაავადებაა, რომელიც ძვლოვანი მასის შემცირებით, ძვლების სიმყიფის ზრდითა და მოტე...
17/12/2021

ოსტეოპოროზი გააზიარეთ
ძვლების სისტემური დაავადებაა, რომელიც ძვლოვანი მასის შემცირებით, ძვლების სიმყიფის ზრდითა და მოტეხილობების განვითარების სიხშირით ხასიათდება. ოსტეოპოროზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 50 წლის ასაკის ზევით, ყოველი მე-3 ქალი და მე-5 მამაკაცი ოსტეოპოროზით არის დაავადებული
ოსტეოპოროზი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მას ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს. გართულების შემთხვევაში კი ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით იჩენს თავს. ოსტეოპოროზის დროული გამოვლენა და მკურნალობა შესაძლებელია, რაც მოტეხილობის თავიდან აცილების საწინდარია.

ოსტეოპოროზის სიმპტომები

ოსტეოპოროზს „ჩუმ“ დაავადებას უწოდებენ. ის შეიძლება წლების განმავლობაში ჩივილის გარეშე მიმდინარეობდეს. ოსტეოპოროზი ხშირად მოტეხილობის განვითარების შემდეგ ვლინდება. თუმცა, მის პროგრესირებასთან ერთად, ხშირად ვლინდება გარკვეული სიმპტომები:

• აღნაგობის ცვლილება: სიმაღლის კლება, ხერხემლის გამრუდება და სიარულის მანერის შეცვლა;
• წელის ტკივილი;
• ზურგის ტკივილი მძიმე საგნის აწევის ან მოუხერხებელი მოძრაობის შემთხვევაში;
• ადვილად დაღლა და ყრუ ტკივილები ზურგის არეში, სიარულის ან ერთსა და იმავე პოზაში დგომის დროს;
• სახსრების ტკივლი, რომელიც ერთ პოზაში ყოფნის ან მოძრაობის დროს იმატებს, დაწოლისას კი ქრება.
ოსტეოპოროზი ხასიათდება ძვლის მასის შემცირებით, რაც ძვლის სისუსტეს განაპირობებს. მდგომარეობის გამო იზრდება მოტეხილობის რისკი, მცირედი დატვირთვის შედეგადაც კი.
ოსტეოპოროზი და მოტეხილობა
ყველაზე ხშირად ოსტეოპოროზისას გამოხატულია შემდეგი სახის მოტეხილობები:
• ხერხემლის კომპრესიული;
• წინამხრის დისტალური ნაწილი;
• მხრის პროქსიმალური ნაწილი;
• ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილი.
აღსანიშნავია, რომ ოსტეოპოროზისთვის არ არის დამახასიათებელი კონკრეტული, კლინიკური ნიშანი, მაგრამ შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ყველაზე ხშირია და არ არის სპეციფიკური ამ დაავადებისთვის:
• ქრონიკული ან პირველად აღმოცენებული ტკივილი ხერხემლის სვეტის არეში;
• სიმაღლეში დაპატარავება 2 ან მეტი სანტიმეტრით ბოლო 3 წლის განმავლობაში, ან 4 სანტიმეტრი და მეტი 25 წლის ასაკთან შედარებით, რაც ხერხემლის მალათაშორის მანძილის შემცირებაზე მეტყველებს;
• როცა სიმაღლეში გაზომვისას, მანძილი კისერსა და საზურგე საყრდენს შორის 5 სანტიმეტრზე მეტია, რაც გულმკერდის კიფოზზე (კიფოზი – მოხრა ხერხემლის, გულმკერდის არეში “კუზი“) მეტყველებს;
• მანძილი ქვედა ნეკნებსა და თეძოს ძვლის ფრთებს შორის 2 თითი (4-5სმ) ან ნაკლებია, რაც მიუთითებს ხერხემლის სვეტის დამოკლებასა და ხერხემლის მალთაშუა კომპრესიაზე (კომპრესია – შეკუმშვა).
• ოსტეოპოროზი ძირითადად გავრცელებულია ქალებში, პოსტმენოპაუზური პერიოდის შემდეგ, როდესაც ორგანიზმში ესტროგენების რაოდენობა მცირდება. ამ დროს ძვალში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში ხდება დისბალანსი, უფრო დიდი რაოდენობით ძვლოვანი ქსოვილი შთაინთქმება, ვიდრე წარმოიქმნება, რის შედეგადაც ირღვევა ძვლოვანი არქიტექტონიკა და ძვალი ხდება უფრო სუსტი. ეს პროცესები ყველაზე მეტად გამოხატულია ძვლის ღრუბლისებრ ქსოვილში.
• – რა იწვევს ოსტეოპოროზს, რისკ–ფაქტორები, რა ზრდის ამ დაავადების განვითარების რისკს?
• – ოსტეოპოროზის კონკრეტული გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს რისკ–ფაქტორები, რომლის გამოც ოსტეოპოროზის რისკი იზრდება. ეს რისკ–ფაქტორები შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორები.
• მოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორები:
• თამბაქო;
• კვების რაციონში კალციუმით მდიდარი საკვების დეფიციტი;
• D ვიტამინის დეფიციტი;
• ალკოჰოლის სისტემატიური მიღება;
• ხანგრძლივი დროის მანძილზე დაბალი ფიზიკური აქტივობა, იმობილიზება (უმოძრაობა).
არამოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორები:
• ასაკი 65 წელზე მეტი;
• მდედრობითი სქესი;
• ევროპული რასა;
• წარსულში მოტეხილობა;
• დაბალი ძვლოვანი მინერალური სიმკვრივე;
• გენეტიკური მიდრეკილება;
• ჰიპერგონადიზმი (დიდი რაოდენობით სასქესო ჰორმონების გამომუშავება) როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში;
• კრეატინინის კლირენსის დაქვეითება, გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება;
• სხეულის მასის ინდექსი 2 ან 57კგ-ზე დაბალი წონა.
ასევე შეიძლება ამ რისკ–ფაქტორებს მივამატოთ ფაქტორები, რომელიც ზრდის დაცემის რისკს, შესაბამისად, მოტეხილობების საფრთხეს, მაგალითად:
• დაბალი ფიზიკური აქტივობა;
• თავბრუსხვევის გამომწვევი პრეპარატები;
• სისუსტე;
• მხედველობის დაქვეითება;
• ძილის დარღვევა.
ოსტეოპოროზი ძალიან ბევრ დაავადებასთანაა შეჭიდული!
ენდოკრინული სისტემის დაავადებები:
• ენდოგენური ჰიპერკორტიციზმი „იცენკო კუშინგის სინდრომი“;
• თირეოტოქსიკოზი;
• ჰიპერგონადიზმი;
• ჰიპერპარათირეოზი;
• პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი.
რევმატოიდული დაავადებები:
• რევმატოიდული ართრიტი;
• სისტემური წითელი მგლურა;
• მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი „ბეხტერევის დაავადება“;
• თირკმლის დაავადება;
• თირკმლის უკმარისობა;
• აციდოზი;
• ფანკონის სინდრომი.
სისხლის დაავადებები:
• მიელომა;
• თალასემია;
• ლეიკოზი;
• ლიმფომა.
მკურნალობაზე მიმართეთ ექიმ ირაკლი შელიას ტელ :555787772

გაწუხებს პოდაგრა (ნიკრისის ქარი ) დეზი გააზიარეთ. იმკურნალე ჩვენთანჩაეწერე ტელ; 555787772 მის ქ.თბილისი ლუბლიანას 66 ღუდ...
13/12/2021

გაწუხებს პოდაგრა (ნიკრისის ქარი ) დეზი გააზიარეთ. იმკურნალე ჩვენთან
ჩაეწერე ტელ; 555787772 მის ქ.თბილისი ლუბლიანას 66 ღუდუშაურის საავადნყოფო პირველი სართული კაბინეტი 1.

მკურნალობა ერთ ფეხზე -100 ლარი ჯდება
კეთდება ინექცია .

საჭიროა რენტგენი

პოდაგრა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ართრიტის ნიშნები.
პოდაგრამ შეიძლება დააზიანოს ნებისმიერი სახსარი: თითები, მტევნები, მუხლები, მაგრამ ყველაზე ხშირად პოდაგრა ჩნდება ფეხის თითების სახსრებზე, განსაკუთრებით დიდი თითი, რაც დაკავშირებულია მისი ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერატიულ-დისტროფიული პროცესისადმი მიდრეკილებასთან.
მიზეზები
პოდაგრას გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის ორგანიზმში შარდის მჟავას მომატება.
ასევე მემკვიდრეობითი მიდრეკილება, რაც მდგომარეობს პურინების ცვლის თავისებურებასთან.
მაპროვოცირებელი ფაქტორები
პოდაგრას განვითარება ხდება შემდეგი მაპროცირებელი ფაქტორების შემდეგ:

· ალკოჰოლის მიღება;
· კვების რეციონის ცვლილება;
· ტრავმა ან გადატვირთვა;
· მთელი რიგი მედიკამენტების, განსაკუთრებით შარდმდენი პრეპარატების მიღება.

13/12/2021

თბილისელები

პაციენტებს  რომლებსაც აწუხებთ :1)ტკივილი სახსრებში;2)სახსრების შეშუპება;3)სიმძიმის შეგრძენება;4)მოძრაობის შეზღუდვა;5)კიდ...
05/10/2021

პაციენტებს რომლებსაც აწუხებთ :
1)ტკივილი სახსრებში;
2)სახსრების შეშუპება;
3)სიმძიმის შეგრძენება;
4)მოძრაობის შეზღუდვა;
5)კიდურების მოძრაობის დროს სახსრებში დამატებითი ხმიანობა;
6)წარსულში ტრავმის არსებობა;
7)სხვა ნებისიმერი დისკომფორტი სახსრებში
შესაძლებელია გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება ინექციით, უშუალოდ -სახსარში წამლის შეყვანით.
სახსარში და სახსრის ირგვლივ გლუკოკორტიკოიდების ან ჰიალურონის მჟავის ლოკალური შეყვანა ძალიან ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს !
ინექციები კეთდება:სხივ-მაჯის ,იდაყვის,მხრის,მენჯ-ბარძაყის,კოწვივის,მტევნის,
ტერფის წვრილ სახსრებში.
1)თუ გაწუხებთ წელის ტკივილი
2)ხერხემლის მალთაშუა თიაქარი
3).მუხლები( ართრიტი, ართროზი. გონართროზი,
4) მენჯ-ბარძაყი (კოკსართროზი .
5)გაწუხებთ თავის და კისრის მიდამოში ტკივილი
6)ოსტეოქონდროზი.
7)ინსულტის ნარჩენი მოვლენები
8)პერიფერიული ნერვული სისიტემის დაზიანება .
9)რადიკულიტი
10) ნევრალგია( ნერვის ანთება)
11) პოდაგრა -დეზი
არ იცით როგორ უშველოთ უსაშველო ტკივილს, მაშინ მომართეთ დროულად
"
პაციენტს დაუჯდება ბლოკადა 100 დან 200 ლარის ფარგლებში დიაგნოზის მიხედვით.
კონსულტაცია 50 ლარი ღირს
ვმუშაობთ კვირაში 6-დღე.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ტელ: 555-78-77-72 კონსულტაცია ტელეფონით არ ხდება მხოლოდ ჩასაწერად დარეკეთ!
მისამართი :
ქ. თბილისი დიღომი ლუბლიანას 66 ღუდუშაურის საავადმყოფო პიველი სართული კაბინეტი 1

03/10/2021
01/10/2021

Address

Tbilisi

Telephone

+995555787772

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ექიმ ირაკლი შელიას გვერდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ექიმ ირაკლი შელიას გვერდი:

Share