27/12/2025
📍 2025 წლის 13 დეკემბერს, კომპანია „ინტერმედსერვის ჯორჯიას“ გენერალური სპონსორობით, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართა მულტიდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:
„საშვილოსნოს ფიბრომიომის თანამედროვე მართვა: მულტიდისციპლინური მიდგომა და არტერიული ემბოლიზაციის როლი“.
🩻 კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის (GAAVS) ინიციატივით და გააერთიანა სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები:
• მეან-გინეკოლოგები
• ანგიოლოგები
• სისხლძარღვთა ქირურგები
• ინტერვენციული რადიოლოგები
ღონისძიება გაიმართა „ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის“ აქტიური მხარდაჭერით.
👨⚕️ ღონისძიების თავმჯდომარე:
ვახტანგ ყიფიანი — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ენდოვასკულური ქირურგი,
საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის პრეზიდენტი,
„ნ. ბოხუას ცენტრის“ ინტერვენციული კარდიოლოგიისა და ენდოვასკულური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
🎓ასევე, კონფერენციაზე მოწვეული იყო საერთაშორისო ექსპერტი:
პროფესორი იმრე სზილაგი, გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. Mercy Hospital Vienna, Austria.
👥 საპატიო სპიკერები:
პროფ. აკად. ნიკოლოზ კინტრაია - საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი;
პროფ. მალხაზ მიზანდარი - ინტერვენციული რადიოლოგი, საქართველოს კარდიოვასკულარული და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი;
ირაკლი თოდუა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, ქირურგი ენდოსკოპისტი;
თამრიკო ძოწენიძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, ქირურგი.