15/05/2026
პარტნიორობა პაციენტების კეთილდღეობისთვის: „ივერმედი“ და LivaNova ✨
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კომპანია „ივერმედის“, LivaNova-სა და American Hospital Tbilisi-ს მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულ მედიცინაში ახალი ეპოქა დაიწყო!
🎓 სამეცნიერო კონფერენცია და გამოცდილების გაზიარება
VNS თერაპიის დანერგვას წინ უძღოდა მასშტაბური სამუშაო პროცესი. პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა განიხილეს ვაგუსის ნერვის სტიმულაციის უახლესი მეთოდები და ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსიის მართვის გზები.
📍 ისტორიული ოპერაცია
ამ თანამშრომლობის უმთავრესი კულმინაცია 2026 წლის 23 აპრილს შემდგარი ოპერაციაა. „ივერმედის“ მიერ მოწოდებული უახლესი ტექნოლოგიითა და LivaNova-ს მხარდაჭერით:
საქართველოში პირველად, 31 წლის პაციენტს, რომელსაც აქვს ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსია ჩაენერგა VNS მოწყობილობა.
პაციენტს, რომელსაც დღეში 5-მდე მძიმე შეტევა ჰქონდა, მიეცა შანსი დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რიტმს.
„ივერმედისთვის“ პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ინოვაციების შემოტანა საქართველოში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო დონის სამედიცინო მიღწევები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული მოქალაქისთვის.