თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი • Hair Transplantation Clinic Talizi

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი • Hair Transplantation Clinic Talizi

თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი • Hair Transplantation Clinic Talizi თმის გადანერგვის პირველი კლინიკა საქართველოში

The First Hair Transplantation Clinic in Georgia "Talizi" is a world-renowned leading hair transplant clinic.

თმის გადანერგვის კლინიკა “თალიზი” დაარსდა ქ.თბილისში 1998 წელს. “თალიზი” წარმოადგენს პირველ თმის გადანერგვის სპეციალიზირებულ კლინიკას და საერთაშორისო სასწავლო ცენტრს ამიერკავკასიის რეგიონში.

კლინიკის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს გამოცდილი ექიმებისა და ასისტენტების გუნდი, რომლიც "თალიზში" კლინიკის დაარსების დღიდან მუშაობს. გუნდური მუშაობის პრინციპი და 24 წლიანი გამოცდილებაა ჩვენი კლინიკის მთავარი ფასეულობა.

კლინიკის ხელმძღვანელია გამოცდილი ქირურგი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS), საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის (GEOPRAS), აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის ქირურგიული საზოგადოების წევრი ბ-ნი ვაჟა ვადაჭკორია. მას მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში ჩატარებული აქვს 15 000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია თმის ტრანსპლანტოლოგიის, პლასტიკური და ზოგადი ქირურგიის სფეროში. მასთან ერთად ჩვენს კლინკაში მოღვაწეობენ კლინიკის თანადამფუძნებლები, გამოცდილი თმის ტრანსპლანტოლოგები მარი გუგავა და ეკატერინე ყანდიაშვილი, რომელთაც ჩატარებული აქვთ 8000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია თმის აღდგენითი ქირურგიის სფეროში, ასევე ექიმები ნინო ვადაჭკორია და სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) პრობონო კომიტეტისა და ასისტენტთა კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების მმართველობითი საბჭოს წევრი სალომე ვადაჭკორია.

ჩვენს კლინიკაში ყოველთვის გამოიყენებოდა თმის გადანერგვის უახლესი ტექნოლოგიები, მსოფლიოში არსებული უახლესი მეთოდების დანერგვით. ასევე ჩვენი კლინიკა თავად ამკვიდრებს თმის ცვენის მკურნალობის და თმის გადანერგვის უახლეს მეთოდებს და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს წამყვან კლინიკებს შორის.

თმის ტრანსპლანტაციის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და 24 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თმის გადანერგვა ”თალიზში” ტარდება 3-4 საათში, ადგილობრივი ანესთეზიით სრულიად უმტკივნეულოდ, და რაც მთავარია - გარანტირებული შედეგებით, გართულებებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე. თმის გადანერგვას არ სჭირდება წინასწარი მომზადება, ოპერაციის შემდგომ პერიოდში არ ინიშნება არავითარი მკურნალობა. "თალიზი" მსოფლიოში თმის ტრანსპლანტაციის აღიარებული მოწინავე კლინიკაა. ჩვენ გახლავართ თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) წევრები.

თალიზში პაციენტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. დღეისათვის ჩვენი ფილიალები წარმატებით ფუნქციონირებს უკრაინაში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ხოლო საკონსულტაციო ცენტრები – სამხრეთ კორეაში, ირლანდიაში, ლიტვასა და ესპანეთში და ეს არ არის ქვეყნების სრული ჩამონათვალი.

კლინიკა "თალიზს" აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების ლიცენზია. ცენტრში სისტემატურად ხდება თმების ქირურგ-ტრანსპლანტოლოგების მომზადება, მათ შორის სხვა ქვეყნებიდანაც. Hair Transplantation Clinic "Talizi" was established in 1998 in Tbilisi, Georgia. "Talizi" is the first specialised hair transplant clinic and international training center in the Transcaucasian region. The main value of the clinic is the team of experienced doctors and assistants, who have been working at „Talizi“ since the day the clinic was founded. The principle of teamwork and 24 years of experience are the core values of our clinic. The head of the clinic is an experienced surgeon, Dr. Vazha Vadachkoria - member of International Society of Hair Restoration Surgery (ISHRS), Plastic, Reconstructive and Aesthetic Surgery (GEOPRAS) of Georgia, Academician Grigol Mukhadze Surgery society During his years of practice, he has performed more than 15,000 successful surgeries in the field of hair restoration, plastic and general surgery. You can also meet in ” Talizi ” co-founders of the clinic: experienced hair transplant surgeons Dr. Mari Gugava and Dr. Ekaterine Kandiashvili, they have performed more than 7000 successful surgeries in the field of hair restoration. Also our clinic’s doctors are Nino Vadachkoria and Salome Vadachkoria. Dr. Salome is Head of Training Department of clinic “Talizi”, Executive Board Member of SA and Probono Operation Restore Committees at ISHRS, Executive Board Member of Georgian Hair Research Society. Our clinic has always used latest hair transplant technologies, introducing newest methods in the world, and our clinic itself establishes the latest methods of hair loss treatment and hair transplantation and maintains its leading position, not only in the region but also among the world's leading clinics. Based on modern hair transplant technology and 24 years of experience, we can confidently say, that hair transplantation in "Talizi" is performed in 3-4 hours, under local anesthesia, nearly painless, and most importantly - with guaranteed results, without complications and side effects. Hair transplantation does not require prior preparation, no treatment is prescribed in the postoperative period. We are members of the International Society for Hair Restoration Surgery (ISHRS). Patients come to “Talizi” clinic from all over the world. At present, our partner branch clinics operate successfully in Europe and Asia, while our consulting centers operate in Sweden, Ireland, Lithuania and Spain, and this is not a complete list of countries. Our clinic has a postgraduate education license issued by the Ministry of Health. The center systematically trains hair transplant surgeons, including from other countries.

15/06/2026

✨ თმის გაყოფილი ბოლოები — რატომ ჩნდება და რა უნდა ვიცოდეთ? ✨

👩‍⚕️ კლინიკა თალიზის ტრიქოლოგი ნანუკი ქორქია გვიხსნის, რომ გაყოფილი ბოლოები ხშირად არასწორი მოვლის შედეგია. 🔍 თმა ზიანდება თერმული და ქიმიური ზემოქმედებისას, რის გამოც ბოლოები სუსტდება და იყოფა.

💡 დროული მოვლა და დაზიანებული ბოლოების მოჭრა ეხმარება თმის ჯანმრთელი იერის შენარჩუნებას.

📩 ჩასაწერად დაგვიკავშირდით
📞 0322141515 / 505050099

დაბალი ინტენსივობის მქონე ინფრაწითელი ლაზერული თერაპია (LLLT), იგივე ფოტობიომოდულაცია 💡, წარმოადგენს თანამედროვე ტრიქოლო...
10/06/2026

დაბალი ინტენსივობის მქონე ინფრაწითელი ლაზერული თერაპია (LLLT), იგივე ფოტობიომოდულაცია 💡, წარმოადგენს თანამედროვე ტრიქოლოგიაში გამოყენებულ, არაინვაზიურ ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც მიზნად ისახავს თმის ფოლიკულების ფუნქციური აქტივობის გაუმჯობესებას.

მკურნალობა ეფუძნება სპეციფიკური ტალღის სიგრძის ინფრაწითელ სინათლეს, რომელიც მოქმედებს პირდაპირ უჯრედულ დონეზე 🧬. ფოტონების ენერგია გადაეცემა მიტოქონდრიებს, რაც აძლიერებს ATP-ის (უჯრედის ენერგიის) წარმოებას და აუმჯობესებს ფოლიკულის მეტაბოლურ აქტივობას.
ამ ზემოქმედების შედეგად უმჯობესდება მიკროცირკულაცია 🩸, იზრდება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება თმის ფოლიკულებამდე და მცირდება ანთებითი პროცესები თავის კანის დონეზე. აღნიშნული ცვლილებები ხელს უწყობს თმის ზრდის ანაგენის ფაზის გახანგრძლივებას და თმის ცვენის პროცესის შენელებას 🌱.

LLLT განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება ანდროგენული ალოპეციის (androgenetic alopecia) დროს, როგორც ადრეულ, ასევე საშუალო სტადიებზე. ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან დამხმარე თერაპიას თმის გადანერგვის შემდეგ, რადგან ხელს უწყობს გადანერგილი გრაფტების სიცოცხლისუნარიანობის ზრდას და არსებული თმის ხარისხის გაუმჯობესებას ✨.

მეთოდი სრულიად არაინვაზიურია 🚫💉, უმტკივნეულო და არ საჭიროებს რეაბილიტაციას. შედეგის მისაღწევად აუცილებელია რეგულარული სესიები და მკურნალობის კურსის დაცვა, რადგან ეფექტი ვითარდება ეტაპობრივად რამდენიმე თვის განმავლობაში ⏳. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ LLLT-ის ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია არა მხოლოდ პროცედურების რაოდენობაზე, არამედ სესიებს შორის რეკომენდებული ინტერვალების სწორ დაცვაზეც ⏳. მკურნალობის გეგმა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, რადგან ზედმეტად ხშირი ან არარეგულარული სესიები შეიძლება არ იძლეოდეს სასურველ ბიოლოგიურ პასუხს. სწორედ ამიტომ, თერაპია უნდა ტარდებოდეს სპეციალისტის მიერ განსაზღვრული პროტოკოლის შესაბამისად.
🏥 Talizi Clinic – Advanced hair restoration since 1998.
📞 +995 (32) 2141515 | +995 505 050 099
📍 27 Tashkent St, Tbilisi, Georgia
🌐 www.talizi.ge
#თმისგადანერგვა #თმისაღდგენა #ტრიქოლოგია #ალოპეცია #ფოტობიომოდულაცია #თმისცვენა

ხშირად გვესმის კითხვა — რა ასაკშია რეკომენდებული თმის გადანერგვა? 🤔 რეალურად, კონკრეტული, ციფრებში გამოხატული „იდეალური ...
06/06/2026

ხშირად გვესმის კითხვა — რა ასაკშია რეკომენდებული თმის გადანერგვა? 🤔

რეალურად, კონკრეტული, ციფრებში გამოხატული „იდეალური ასაკი“ არ არსებობს, რადგან ანდროგენული ალოპეციის დროს მთავარი ფაქტორი არა ასაკი, არამედ თმის ცვენის სტაბილიზაცია და სადონორო რესურსის სწორი შეფასებაა. ზოგადი რეკომენდაციის სახით, ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში პროცედურის ჩატარება უმჯობესია 25 წლის ასაკიდან. საქმე იმაშია, რომ მანამდე დროულად დაწყებული თერაპიული მკურნალობა, ძირითად შემთხვევებში, იძლევა სასურველ შედეგს და გვეხმარება პროცესის ეფექტურად მართვაში.

კლინიკა „თალიზის“ 28-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აჩვენებს, რომ ახალგაზრდა ასაკში, როდესაც თმის ცვენის პროცესი ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია, ნაადრევმა თმის გადანერგვის პროცედურამ შესაძლოა მოგვიანებით ესთეტიკური დისბალანსი შექმნას. 📉 სწორედ ამიტომ, ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია მკურნალობა — პროცესის დროული თერაპიული მართვა გვაძლევს საშუალებას შევაჩეროთ აქტიური ცვენა, შევინარჩუნოთ არსებული თმა და მოვახდინოთ სიტუაციის სტაბილიზაცია. 🛡️ სანამ ქირურგიულ ეტაპზე გადავალთ, აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტიკა, დინამიკის პროგნოზირება და გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა, რათა მიღებული შედეგი ათწლეულების შემდეგაც აბსოლუტურად ბუნებრივი და მდგრადი დარჩეს. 🎯

თუმცა, მიდგომა რადიკალურად იცვლება, როდესაც საქმე ნაწიბურს და სხვა ტრავმით გამოწვეულ თმის ცვენას ეხება — ასეთ დროს პროცედურის ჩატარება შესაძლებელია 18 წლის ასაკიდან, ან ნაწიბურის სტაბილიზაციიდან 1 წლის გასვლის შემდეგ (მაგალითად: facelift-ის შემდგომი ნაწიბურები, შუბლის შემცირების პროცედურით გამოწვეული ნაწიბურები, ან დამწვრობის ნაწიბურები წვერზე, თავზე და სხვა ზონებში). 🩹 ამ შემთხვევებში ასაკობრივი შეზღუდვა პრაქტიკულად არ გვაქვს, რადგან ნაწიბუროვანი ქსოვილი სტატიკურია და დროთა განმავლობაში არ პროგრესირებს. აქ მთავარი პირობაა, რომ ნაწიბური იყოს სრულად ჩამოყალიბებული, მომწიფებული და მასში აღდგენილი იყოს სისხლის მიმოქცევა. ✨ ნაწიბურში გადანერგვა თავისებურ კლინიკურ მიდგომებს მოითხოვს ქსოვილის სიმკვრივისა და სისხლმომარაგების თავისებურებებიდან გამომდინარე, რის გამოც ჩვენ ხშირად ვიყენებთ დამხმარე თერაპიულ მეთოდებს, როგორიცაა პლაზმოთერაპია (PRP) — ეს მკვეთრად ზრდის გრაფტების სიცოცხლისუნარიანობისა და ზრდის შანსებს. 🧪

ასე რომ, იქნება ეს ანდროგენული ტიპის თმის ცვენის მართვა თუ ნაწიბუროვანი ქსოვილის კორექცია, თმის გადანერგვა ყოველთვის ინდივიდუალური, ზუსტი სამედიცინო გათვლების ერთობლიობაა და არა მხოლოდ პრობლემის დროებითი მოგვარება. 👨‍⚕️💼 მათთვის, ვინც გეგმავს პროცედურას და სურს ზუსტად განსაზღვროს თავისი მდგომარეობისთვის ოპტიმალური პერიოდი და მიდგომა, შეგიძლიათ ჩანიშნოთ ვიზიტი კლინიკა „თალიზში“ , სადაც ჩვენი წამყვანი სპეციალისტები დეტალურად შეაფასებენ თქვენს ინდივიდუალურ კლინიკურ სურათს. 📩✨

🥇თალიზი - თმის აღდგენის პირველი სპეციალიზებული კლინიკა საქართველოში, რომელიც 1998 წლიდან წარმატებულად ამარცხებს თმის ცვენის პრობლემებს უახლესი ეფექტური მეთოდებით და 25 წლიანი გამოცდილებით.
დაჯავშნე ვიზიტი და მიიღე სრული ინფორმაცია!
ჩასაწერად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით : (032) 2141515
თბილისი, ტაშკენტის ქ.27
www.talizi.ge
#ენდეთპროფესიონალთა28წლიანგამოცდილებას
#აირჩიეთმააირჩიეთალიზი



#ლიპოფილინგი #ლიპოსკულპტურა #ცხიმისღეროვანიუჯრედებითგაახალგაზრდავება #ცხიმისღეროვანიუჯრედები
#თმისგადანერგვა #თმისცვენისმკუნალობა

25/04/2026

✨ რა სჭირდება თმის ფოლიკულს სასიცოცხლოდ? ✨
👩‍⚕️კლინიკა თალიზის ტრიქოლოგი ნანუკი ქორქია გვიხსნის, რას ეფუძნება თმის ჯანმრთელობა და რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ ზედაპირული მოვლა. თმის ფოლიკულის სიძლიერე დამოკიდებულია შიდა ბალანსზე — სისხლის მიმოქცევაზე, კვებაზე, ჰორმონებსა და სკალპის მდგომარეობაზე.
🔍 სწორედ ამიტომ, სწორი დიაგნოსტიკა არის მთავარი
📩 ჩასაწერად დაგვიკავშირდით და იზრუნეთ თმის ჯანმრთელობაზე სწორად.
📞 0322141515 / 505050099

03/04/2026

📢 საუკეთესო შეთავაზება! ნუ გაუშვებ შანსს მიიღო ბუნებრივი, სტაბილური შედეგი, რომელიც მომავალშიც იდეალურად გამოიყურება.

თმის გადანერგვა არ არის მხოლოდ ვიზუალური ცვლილება — ეს არის ზუსტი სამედიცინო პროცედურა, სადაც თითოეულ დეტალს გავლენა აქვს საბოლოო შედეგზე.

ჩვენი მიდგომა ეფუძნება სისტემურ, ინდივიდუალურ ანალიზს, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებას:
- ასაკი
- სახის ანატომია და პროპორციები
- პროფესია
- ხასიათი
- გენეტიკური თავისებურებები
- თმის ცვენის პროგრესირება
- თმის სტრუქტურა და სიხშირე
- სადონორო ზონის რესურსი

⚠️ არასწორად ჩატარებული თმის გადანერგვის შედეგის გამოსწორება რთულია.
ამიტომ, გადანერგვამდე სწორი კლინიკის შერჩევა მნიშვნელოვანია.

📩 დაჯავშნე ვიზიტი დღესვე და მიიღე სრული ინფორმაცია!
📞 ადგილები შეზღუდულია — ხარისხი ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია

☎️ჩასაწერად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით : (032) 2141515
📍 თბილისი, ტაშკენტის ქ.27
🌐www.talizi.ge

კლინიკა თალიზის ექიმი ნანუკი ქორქია სტუმრად პოდკასტში „კოტკასტი“ 🎙️ — საუბარი ყველაფერზე, რაც თმას ეხება.თმის ცვენის მიზ...
07/03/2026

კლინიკა თალიზის ექიმი ნანუკი ქორქია სტუმრად პოდკასტში „კოტკასტი“ 🎙️ — საუბარი ყველაფერზე, რაც თმას ეხება.
თმის ცვენის მიზეზები 💇‍♀️, თანამედროვე მკურნალობის მეთოდები 🧬, გავრცელებული მითები ❗ და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები 📌 — ყველაფერი ერთ საინტერესო და სასარგებლო პოდკასტში.
უყურეთ სრულ ვიდეოს ▶️ და გაიგეთ მეტი თმის ჯანმრთელობაზე ✨

🟡როგორია თმის ზრდის ნორმალური ტემპი?🟡რას უკავშირდება თმის ცვენა?🟡რომელი ვიტამინების ნაკლებობაზე მეტყველებს .....

🎄✨ კლინიკა თალიზი გილოცავთ შობას და ახალ 2026 წელს! 🎉🥂გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებით და წარმატებით სავსე წელს 🌟🏆ჩვე...
31/12/2025

🎄✨ კლინიკა თალიზი გილოცავთ შობას და ახალ 2026 წელს! 🎉🥂

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებით და წარმატებით სავსე წელს 🌟🏆

ჩვენი კლინიკა ყოველთვის ორიენტირებულია მაღალი სტანდარტების შენარჩუნებაზე 🏥✅, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე 💛, რათა თითოეული თქვენი ვიზიტი იყოს უსაფრთხო და კომფორტული .

გმადლობთ, რომ ირჩევთ კლინიკა თალიზს 🙏💝.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საახალწლო არდადეგების პერიოდში კლინიკა ისვენებს 31 დეკემბრიდან 5 იანვრამდე 📅❄️. მუშაობას განვაახლებთ 5 იანვრიდან, გელოდებით ახალი შემართებით და საუკეთესო სამედიცინო გუნდით 💪🌟

❓ შეიძლება თუ არა შეიცვალოს თმის სტრუქტურა თმის გადანერგვის შემდეგ?💇‍♂️ თმის სტრუქტურა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ინდივ...
27/12/2025

❓ შეიძლება თუ არა შეიცვალოს თმის სტრუქტურა თმის გადანერგვის შემდეგ?

💇‍♂️ თმის სტრუქტურა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ინდივიდუალური მახასიათებელია — ის განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენს გარეგნობას, არამედ იმასაც, როგორი მოვლა სჭირდება და რა ძალისხმევას მოითხოვს ჩვენგან ყოველდღიური რუტინა. ამიტომ სრულიად ლოგიკურია კითხვა, რომელიც ხშირად ისმის: შესაძლებელია თუ არა თმის სტრუქტურის შეცვლა თმის გადანერგვის შემდეგ?

🩺 მოკლე პასუხია — არა. კლასიკური თმის გადანერგვა, როდესაც გამოიყენება საკუთარი კეფის თმა, სტრუქტურას არსებითად არ იცვლის. მიზეზი მარტივია: თმის სტრუქტურა გენეტიკურად არის განსაზღვრული 🧬 და ფოლიკული ინარჩუნებს იმ მახასიათებლებს, რაც მას ჰქონდა სადონორო ზონაში. ⏳ 5 წლის შემდეგ კი იძენს იმ მიდამოს თვისებებს, სადაც გადაინერგა.

🧑‍🦱 თმა განსხვავდება ერთმანეთისგან და არსებობს: სწორი, ტალღოვანი, ხვეული და ხუჭუჭი სტრუქტურა. ეს განსხვავებები განპირობებულია თმის ღერის ბისულფიდური ბმების სიგრძით, სისქით და კუტიკულის სტრუქტურით — ეს ყველაფერი კი დნმ-ის დონეზეა განსაზღვრული. სწორედ ამიტომ, თმის გადანერგვა ვერ გადააქცევს სწორ თმას ხვეულად ან პირიქით. 🔁 მინიმუმ 5 წლის განმავლობაში ის ინარჩუნებს პირველად ნიშან-თვისებებს, თუ თმა სხვა ზონიდანაა გადანერგილი.

🔬 თმის გადანერგვის დროს ფოლიკულები გადაინაცვლებენ ერთი ზონიდან მეორეში, თუმცა ინარჩუნებენ თავის ბიოლოგიურ პროგრამას: ზრდის სიჩქარეს, სისქეს, ფერსა და ტექსტურას. თუ ადამიანს სადონორო არეში ბუნებრივად სწორი თმა აქვს, გადანერგილი თმაც სწორი გაიზრდება. იგივე ეხება ხვეულ და ხუჭუჭა თმასაც.

🧔 არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც გამოიყენება არა სკალპის, არამედ წვერის ან სხეულის სხვა უბნების თმა. ასეთ შემთხვევაში სტრუქტურა შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს — უფრო უხეში ან უფრო ხვეული — თუმცა ეს არ ითვლება სტრუქტურის ცვლილებად და რამდენიმე წელში დაემსგავსება სადონორო ზონის თმის სტრუქტურას.

⏳ მნიშვნელოვანია ისიც გავითვალისწინოთ, რომ თმის სტრუქტურა ცხოვრების განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა მიზეზების გამო. ასაკთან ერთად ღერი თხელდება, ცხიმოვანი სეკრეცია მცირდება და თმა შეიძლება გახდეს უფრო გამომშრალი ან ნაკლებად ელასტიური. 🧠 ჰორმონალური ცვლილებები — პუბერტატი, ორსულობა, მენოპაუზა, ქრონიკული სტრესი, სტეროიდების და მედიკამენტების გამოყენება — ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თმის სისქესა და სტრუქტურაზე. 🔥 ქიმიური პროცედურები და თერმული ზემოქმედება კი მხოლოდ დროებით ცვლის თმის ვიზუალურ შესახედაობას და ახალ ამოსულ თმაზე აღარ აქვს გავლენა.

🎯 თმის გადანერგვა არის სიხშირისა და თმის ხაზის აღდგენის მეთოდი და არა სტრუქტურის შეცვლის ინსტრუმენტი. ინდივიდუალური შეფასება, მკურნალობის გეგმის შერჩევა, სწორი და რეალისტური მოლოდინები, და პროფესიონალური რჩევების გათვალისწინება და მიყოლა არის ის, რაც საბოლოო შედეგს ხანგრძლივსა და ბუნებრივს ხდის. ✨

🥇 თალიზი - თმის აღდგენის პირველი სპეციალიზებული კლინიკა საქართველოში, რომელიც 1998 წლიდან წარმატებულად ამარცხებს თმის ცვენის პრობლემებს უახლესი ეფექტური მეთოდებით და 25 წლიანი გამოცდილებით.🎯

📅დაჯავშნე ვიზიტი და მიიღე სრული ინფორმაცია!

☎️ჩასაწერად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით : (032) 2141515

📍 თბილისი, ტაშკენტის ქ.27

🌐www.talizi.ge

#ენდეთპროფესიონალთა25წლიანგამოცდილებას
#აირჩიეთმააირჩიეთალიზი






















#ლიპოფილინგი
#ლიპოსკულპტურა
#ცხიმისღეროვანიუჯრედებითგაახალგაზრდავება
#ცხიმისღეროვანიუჯრედები
#თმისგადანერგვა
#თმისცვენისმკუნალობა

💭 გქონიათ შეგრძნება, რომ თმას "ვერ იმორჩილებთ", რაც არ უნდა ძვირადღირებული პროდუქტები გამოიყენოთ? 💸🧴 ის, რაც იდეალურად მ...
24/12/2025

💭 გქონიათ შეგრძნება, რომ თმას "ვერ იმორჩილებთ", რაც არ უნდა ძვირადღირებული პროდუქტები გამოიყენოთ? 💸🧴 ის, რაც იდეალურად მუშაობს სხვებზე, თქვენს თმას ან აცხიმიანებს, ან პირიქით — წამებში ქრება. ⏳ ძალიან ხშირად ამის მიზეზი თმის მიერ წყლის მითვისების უნარია (ფორიანობა). 💧

💦 თმის ფორიანობა განაპირობებს, რამდენად კარგად შეუძლია თმას ტენის შთანთქმა და შენარჩუნება. ეს დამოკიდებულია თმის გარე შრის (კუტიკულას) მდგომარეობაზე. როცა კუტიკულა მჭიდროდ არის დახურული, ტენს უჭირს თმაში შეღწევა. 🔒 როცა უფრო ფოროვანია, ტენი ადვილად შედის, მაგრამ სწრაფადვე ტოვებს თმას.

🧬 უმეტეს შემთხვევაში ფორიანობა გენეტიკურად არის განსაზღვრული, თუმცა დროთა განმავლობაში მასზე გავლენას ახდენს თმის ხშირი თერმული და ქიმიური დამუშავება, როგორიცაა თმის ფენით გაშრობა 🔥, ღებვა 🎨, ლამინირება, ქიმიური დახვევა, მზის სხივები ☀️ და ისეთი მოვლის საშუალებებიც კი, როგორიცაა ბალზამი. სწორედ ამიტომ, თმის პოროზიულობის ცოდნა თმის მოვლას ბევრად უფრო მარტივსა და ეფექტურს ხდის. ✨

🔹 დაბალი ფორიანობის თმას, როგორც წესი, მჭიდროდ დახურული კუტიკულა აქვს. ასეთი თმა ნელა სველდება და ნელა შრება, ხოლო სქელი კონსისტენცის მოვლის საშუალებები ხშირად ზედაპირზე რჩება. დადებითი მხარე ის არის, რომ ასეთი თმა უფრო მდგრადია დაზიანებისა და "დამუხტვის" მიმართ. ⚡ მსუბუქი ტექსტურის პროდუქტები ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. 🪶

🔸 მაღალი ფორიანობის თმას კუტიკულაში მცირე „ხარვეზები" აქვს, რის გამოც ტენი სწრაფად შეიწოვება, მაგრამ ასევე სწრაფად იკარგება. ასეთი თმა სწრაფად შრება, ადვილად იბურდება და ხშირად გამომშრალი ან უხეშია. მას განსაკუთრებით უხდება მკვებავი კრემები, ნიღბები, ზეთები 🥥 და პროტეინებით გამდიდრებული პროდუქტები, რომლებიც კუტიკულის გამაგრებასა და ტენის შენარჩუნებაში ეხმარება. 🛡️

🌀 თმის ტექსტურაც გარკვეულ როლს თამაშობს. თხელი და სწორი თმა ხშირად დაბალი ფორიანობისკენ იხრება, ხოლო ხვეული და ხუჭუჭა თმა — მაღალი ფორიანობისკენ. გარემო ფაქტორებმა და მოვლის რუტინამ შეიძლება დროთა განმავლობაში თმის ეს თავისებურებაც შეცვალოს. 🌿

⚖️ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: არც დაბალი და არც მაღალი ფორიანობა არ არის უკეთესი ან უარესი. ეს უბრალოდ განსხვავებული ტიპებია, განსხვავებული საჭიროებებით. დაბალი ფორიანობის თმას ტენის ათვისება სჭირდება, მაღალი ფორიანობისას კი — მისი შენარჩუნება. 💧🔁

🌱 ბუნებრივი ფორიანობის სრულად შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ სწორი მოვლით — ნაკლები თერმული დაზიანებით, დამცავი საშუალებებით 🛡️, რეგულარული დატენიანებითა და მოვლის სწორი რუტინით — შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაუმჯობესოთ თმის მდგომარეობა. ✨

🥇 თალიზი - თმის აღდგენის პირველი სპეციალიზებული კლინიკა საქართველოში, რომელიც 1998 წლიდან წარმატებულად ამარცხებს თმის ცვენის პრობლემებს უახლესი ეფექტური მეთოდებით და 25 წლიანი გამოცდილებით.🎯

📅დაჯავშნე ვიზიტი და მიიღე სრული ინფორმაცია!

☎️ჩასაწერად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით : (032) 2141515

📍 თბილისი, ტაშკენტის ქ.27

🌐www.talizi.ge

#ენდეთპროფესიონალთა25წლიანგამოცდილებას
#აირჩიეთმააირჩიეთალიზი






















#ლიპოფილინგი
#ლიპოსკულპტურა
#ცხიმისღეროვანიუჯრედებითგაახალგაზრდავება
#ცხიმისღეროვანიუჯრედები
#თმისგადანერგვა
#თმისცვენისმკუნალობა

23/12/2025

✨ ტრიქოპიგმენტაცია – უსაფრთხო, არაინვაზიური მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს მომენტალურ და ბუნებრივ შედეგს.
🌟 იდეალურია:
✅თმის სიხშირის აღსადგენად
✅ნაწიბურების და პოსტოპერაციული დეფექტების დასაფარად
✅სახის კონტურის გამოსაკვეთად
✅ მათთვის ვისაც არ სურს ან ვისთვისაც არ არის რეკომენდირებული თმის გადანერგვა

დაჯავშნეთ თქვენი ტრიქოპიგმენტაციის პროცედურა და საახალწლოდ მიიღეთ შედეგი, რაზეც ამდენ ხანს ოცნებობდით

📲 დაჯავშნეთ დღესვე: მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ☎️ 032 2141515 / +995 505 05 00 99

Address

ტაშკენტის ქუჩა #27 • #27 Tashkenti Street
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00

Telephone

+995322141515

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი • Hair Transplantation Clinic Talizi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი • Hair Transplantation Clinic Talizi:

Shortcuts

Share