ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი

ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი უროლოგიის ეროვნული ცენტრი

30/07/2026

მოგესალმებით 📢

ჩვენს ცენტრში ცხადდება ვაკანსია:

📌 საოპერაციო განყოფილებაში ანესთეზიის ექთნის პოზიცია;
📌 სამუშაო დრო : ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-17:00 საათი.
📌 დასვენების დღეები: შაბათი, კვირა და ყველა ოფიციალური დასვენების დღე.

საკონტაქტო პირი: ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მალხაზ ზირაქაძე.
საკონტაქტო ნომერი: 595089824

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ ასევე მოგვწეროთ ფეისბუქ გვერდზე, დაგვიტოვოთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.

26/07/2026

👏🤖სიამაყით გიზიარებთ გადაცემის Medscr𝗶ptum-ის სიუჟეტს ჩვენი ცენტრის შესახებ, სადაც იხილავთ რობოტული ოპერაციის მიმდინარეობასა და ქირურგების, ბატონი ამბროსი პერტიას და ბატონი არჩილ ჩხოტუას განმარტებებს თანამედროვე უროლოგიის შესაძლებლობებზე. სიუჟეტში ასევე იხილავთ ისრაელიდან მოწვეულ კონსულტანტს რობოტულ ქირურგიაში, ბატონ დავით კაკიაშვილს, რომელთანაც ჩვენი ცენტრი თანამშრომლობს❤

მადლობას ვუხდით ჩვენს ექიმებს და სრულიად სამედიცინო პერსონალს მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის.
ასევე, მადლობას ვუხდით "მედსკრიპტუმის" შემოქმედებით გუნდს თანამშრომლობისა და ჩვენი საქმიანობის წარმოჩენისთვის.

#რობოტულიქირურგია
#არჩილჩხოტუა
#ამბროსიპერტია

📣 მნიშვნელოვანი სიახლე 📌 მოგეხსენებათ, მედიცინა ყოველდღიურად ძალზე სწრაფად ვითარდება, სადაც უმნიშვნელოვანესია როგორც ტექ...
08/07/2026

📣 მნიშვნელოვანი სიახლე
📌 მოგეხსენებათ, მედიცინა ყოველდღიურად ძალზე სწრაფად ვითარდება, სადაც უმნიშვნელოვანესია როგორც ტექნოლოგიების როლი, ასევე პროგრესი და შესაძლებლობა პაციენტისთვის, მიიღოს თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა. სწორედ ამიტომ, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, გენერალური დირექტორის, ბატონი გიორგი მანაგაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაინერგა რობოტული ქირურგიული სისტემა, რომელიც უროლოგიური ოპერაციების შესრულებას უზრუნველყოფს კიდევ უფრო მაღალი სიზუსტით, უსაფრთხოებითა და ეფექტურობით, გაუმჯობესებული ვიზუალიზაციის მეშვეობით. ❤
📌 რობოტული ქიქრურგია არის მინიმალურად ინვაზიური მეთოდი, რომელიც აჩქარებს რეაბილიტაციას და ამავდროულად, ამცირებს სისხლის დანაკარგს, ინფექციის რისკსა და პოსტოპერაციულ ტკივილებს.
👨‍⚕️ ამ მნიშვნელოვანი სიახლის პარალელურად, ჩვენი გუნდის ხუთმა უროლოგ-ქირურგმა წარმატებით გაიარა რობოტული ქირურგიის მასტერკლასები ჩინეთში. ბატონები: ამბროსი პერტია, არჩილ ჩხოტუა, ალექსანდრე უჯმაჯურიძე, გიორგი შარაშენიძე და არსენ მურადაშვილი დაეუფლნენ საერთაშორისო პრაქტიკულ გამოცდილებას.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გუნდის უწყვეტ განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირებას, რადგან პაციენტებს გავუწიოთ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა.
📸 გიზიარებთ ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც აღბეჭდილია ჩვენი ექიმების მიერ ჩატარებული საცდელი ოპერაციები ჩინეთში, მასტერკლასის ფარგლებში.

გვსურს გიამბოთ, ჩვენს ცენტრში ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ოპერაციის შესახებ ❤📌 18 წლის პაციენტს, რომელსაც დაბადები...
01/07/2026

გვსურს გიამბოთ, ჩვენს ცენტრში ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ოპერაციის შესახებ ❤
📌 18 წლის პაციენტს, რომელსაც დაბადებიდან ურთულესი თანდაყოლილი მანკი ჰქონდა, ბავშვობიდან არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა თირკმლებსა და საშარდე სისტემაზე. მიუხედავად ამისა, დაავადება პროგრესირდა და საბოლოოდ თირკმლის უკმარისობამდე და დიალიზამდე მივიდა.
📌 ჩვენს ცენტრში მომართვის შემდეგ, ჩვენი გუნდის მიერ დაიგეგმა სამ ეტაპიანი პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგიული ჩარევა, რომლის საბოლოო ეტაპი უნდა ყოფილიყო თირკმლის ტრანსპლანტაცია და პაციენტის დიალიზიდან მოხსნა. ამ პაციენტის მკურნალობისთვის, ჩვენი გუნდის მიერ, გამოყენებულ იქნა შარდის ბუშტის რეკონსტრუქციის ორიგინალური, მოდიფიცირებული ოპერაციული ტექნიკა (იხ. სურათი), რის შემდეგაც მას წარმატებით გადაენერგა დედის თირკმელი. გადანერგილმა თირკმელმა საოპერაციო მაგიდაზევე დაიწყო ფუნქციონირება და პაციენტი მეორე დღესვე მოიხსნა დიალიზიდან. იგი ამჟამად გაწერილია კლინიკიდან კარგ ზოგად კონდიციაში. პაციენტი ფიზიკურად და სოციალურად აქტიურია, მუშაობს და შეძლებს ოჯახის შექმნას. 👏

ეს არის მსგავსი სირთულისა და ტიპის პირველი ოპერაცია საქართველოში, მთელ რეგიონსა და, არსებული მონაცემებით, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც. ❤

🩺 ოპერაცია შეასრულა ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა სამეცნიერო დარგში, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ.

ეს შემთხვევა მნიშვნელოვანია, აჩვენებს რა, რომ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, ბრძოლას აქვს აზრი. როცა საექიმო ცოდნა და გამოცდილება, საქმისადმი ერთგულება და სიყვარული ერთიანდება, შედეგი აუცილებლად დადგება.

📢‼️ განსაკუთრებული შესაძლებლობა უროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ‼️✅  30 მაისს ,  ზუგდიდში , კლინიკა  Person...
14/05/2026

📢‼️ განსაკუთრებული შესაძლებლობა უროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ‼️

✅ 30 მაისს , ზუგდიდში , კლინიკა Persona Med/პერსონა მედი ში კონსულტაციებს ჩაატარებს , ქართული უროლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მრავალწლიანი წარმატებული კლინიკური და სამეცნიერო პრაქტიკის მქონე პროფესორი ბატონი არჩილ ჩხოტუა .

👉🏻ბატონი არჩილი გახლავთ :

📍ევროპის უროლოგთა საბჭოს მდივანი

📍საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი

📍საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალური დირექტორი

📍ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი

📍 თირკმლის გადანერგვის პროგრამის ხელმძღვანელი

‼️ვიზიტზე აუცილებელია წინასწარი ჩაწერა, ადგილები შეზღუდულია
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

☎️ 591050595

👉🏻მოგვწერეთ ჩვენ ფეისბუკის გვერდზე;
ან მობრძანდით მისამართზე: ზუგდიდი
ცოტნე დადიანის ქ. 13 ( მეოთხე სკოლის წინ)

📣 ჩვენს ცენტრში გამოცხადდა ვაკანსიასაოპერაციო განყოფილებაში ექთნის თანაშემწის პოზიციაზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემ...
28/04/2026

📣 ჩვენს ცენტრში გამოცხადდა ვაკანსია
საოპერაციო განყოფილებაში ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე ან მოგვწერეთ შეტყობინებებში 🤍

https://www.hr.ge/announcement/471208/saoperacio-ganyofilebis-eqTnis-TanaSemwe?fbclid=IwY2xjawRdcqlleHRuA2FlbQIxMQBicmlkETF3WTl3Z0FXRGZwVWpEbkp3c3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHvRDmsO3O2BBQP3iaoK01HFDVbxff1QnoxAZyROpd5jemze1MOYzqxRLkBqb_aem_4Gzokhc1fO_cleyeeIotWQ

ლ.მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საოპერაციო განყოფილების ექთნის ...

19/03/2026

„სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ ...“
ეს სიტყვები დაგვიტოვა ანდერძად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

ჩვენს ცენტრს, განსაკუთრებით კი მის დირექტორს, აკადემიკოს ლაურ მანაგაძეს წილად ხვდა ბედნიერება, ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონოდა პატრიარქთან. ეს ურთიერთობა ეფუძნებოდა პატივისცემას, საერთო ღირებულებებს, ღვთისა და ადამიანის მიმართ სიყვარულსა და ზრუნვას.
სწორედ უწმინდესის კურთხევით მოხდა ბატონი ლაურის წესის აგება და გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან.

დიდი მწუხარებითა და ამავდროულად მადლიერებით ვემშვიდობებით ჩვენს სულიერ მამას, უწმინდესსა და უნეტარესს, რომელმაც სიბრძნითა და სიყვარულით, მისი მშვიდი და მტკიცე ხასიათით გაანათა საქართველოს ისტორია. ნამდვილად ძალიან მძიმეა სიტყვების პოვნა იმის გამოსახატად, თუ რაოდენ მტკივნეულია ეპოქალურ ადამიანთან გამომშვიდობება.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს საქართველოს მფარველი, ჩვენი პატრიარქი.

15/10/2025

14 ოქტომბერს, ბატონი ლაურ მანაგაძე 81 წლის გახდებოდა ❤🥹 სამაგალითო ექიმი და დიდებული პიროვნება, რომლის წვლილიც უსაზღვროა ქართულ უროლოგიასა და ჩვენი ცენტრის განვითარებაში. ❤

26/09/2025

ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვან ექიმ უროლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ თეიმურაზ ჩიგოგიძეს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ჩვენი გუნდის სახელით, დიდი პატივისცემით ვულოცავთ ბატონ თეიმურაზს, ბრწყინვალე პროფესიონალსა და არაჩვეულებრივ პიროვნებას.
❤👏

Address

წინანდლის ქ. 27
Tbilisi
0144

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი:

Shortcuts

Share