GiorgiLomidzekompleqsuri mkurnaloba

GiorgiLomidzekompleqsuri mkurnaloba გიორგი ლომიძის კომპლექსური მკურნალობის მეთოდი

02/05/2026
უკვე 35 წელი😄პრაქტიკის ისტორია გრძელდება 🤗ამ პოსტით ვპასუხობ ყველა კითხვას ჩემო კარგებო🧡ჩემი მეთოდი ემსახურება მოწოდებას...
09/03/2026

უკვე 35 წელი😄
პრაქტიკის ისტორია გრძელდება 🤗
ამ პოსტით ვპასუხობ ყველა კითხვას ჩემო კარგებო🧡
ჩემი მეთოდი ემსახურება მოწოდებას
#ტკივილი მოხსენი ისე რომ მტკივან ადგილს არ შეეხო #💫

✳️პროცედურა უმტკივნეულოა და განკუთვნილია ყველასთვის ვისაც ოდნავ მაინც აწუხებს ისეთი ჩივილები როგორიცაა
🔅 დაბუჟება,თავბრუხვევა,
ძილიანობა/უძილობა,
უენერგიობა,დაუზუსტებელი ტკივილები სხვადასხვა ადგილას... ასევე უკვე არსებული დაავადებები👈🏼 როგორიცაა
🔆პრტყრლტერფიანობა,
ტანდეგობის დარღვევა ბავშვებში,
სქოლიოზი(სხვადასხვა ხარისხის)
ართროზები/მალთაშორის თიაქარი.
დისკოზი და ხერხემლის სხვა დაავადებები⚠️
წინასწარ გიხდით ბოდიშს ყველას სათითაოდ ვერ გწერთ 🥰
მოკლე სატელეფონო კონსულტაციისთვის დარეკეთ ნომერზე 574 777 888
ჯანმრთელობას გისურვებთ🍀

15 წუთიანი პროცედურა და დაუჯერებელი შედეგები – გიორგი ლომიძის მკურნალობის მეთოდის უნიკალურობა
ეს არის დაუჯერებელი ისტორიები ადამიანზე, რომელმაც თავისი 22 წლიანი გამოცდილებითა და პრაქტიკით უანალოგო თეორია შექმნა და ამ თეორიით და პრაქტიკით ლოგინს მიჯაჭვული ადამიანები ფეხზე წამოაყენა... ოსტეოლოგ გიორგი ლომიძეს ხშირად სტუმრობენ ცნობილი პოლიტიკოსები, პარლამენტარები, თუ ჟურნალისტები, თუმცა მკურნალის შესახებ ფართო საზოგადოებამ არაფერი იცის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მისი პირვველი ინტერვიუ. არ სცნობს რეკლამას, რომელიც საკუთარი თავის წარმოსაჩენად არასოდეს გაუკეთებია. მიაჩნია რომ მისი რეკლამა მადლიერი პაციენტები არიან...

როგორც თავად ამბობს, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი „ჩარჩოებში მოქცევას“ ვერ შეეგუა, სხვადასხვა მიზების გამო სასწავლებელი მიატოვა და საკუთარ მეთოდიკაზე მუშაობა გაააქტიურა.

მას არ სურს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ცნობილია არაერთი შემთხვევა, როცა იმედგადაწურულ მედიკოსებს მისთვის მიუმართავთ და თავისი 15 წუთიანი პროცედურით, თითქმის, დაუჯერებელი შედეგები მიუღია.

20 წელია დაატარებენ ქალაქიდან – სოფელში, საავადმყოფოდან –სახლში... თავისი სურვილით კი მონასტრიდან – მონასტერში... „როცა დედების, ან ბერების ზურგს და მხრებს ვეხები, ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ ეს ის მხრებია, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა უკავია, მათი ლოცვის მადლი და ძალა გვფარავს ნამდვილად... როდესაც შენ შეგიძლია ადამიანი ფეხზე წამოაყენო და ტკივილები გაუქრო, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს“, – ამბობს ოსტეოლოგი გიორგი ლომიძე.

–ბატონო გიორგი, ხერხემლის დაავადების სამკურნალოდ დღეს მრავალი ტრადიციული, თუ არატრადიციული მეთოდი გამოიყენება. რაში მდგომარეობს თქვენი მეთოდის უნიკალურობა?

–ჩაყოლილი ნერვი, ოსტეოქონდროზი, ჩიყვი, შაკიკი – სათითაო მალა სათითაო ორგანოს მდგომარეობას განსაზღვრავს. 15 წუთიანი პროცედურის შემდეგ დგება მომენტალური შედეგი. პაციენტსეხსნება დაღლილობის და სიმძიმის შეგრძნება, უმჯობესდება მხედველობა, ურეგულირდება სისხლის მიმოქცევა, ეხსნება დეპრესია, სტრესი, დაჭიმულობა, თავის და წელის ტკივილი, მწყობრში დგება ნერვული სისტემა, ქრება ოფლიანობა...

–ნებისმიერ შემთხვევაში?

–მთავარია ორგანიზმი არ იყოს მოწამლული და დამტვრეული...

–რამდენად მტკივნეულია პროცედურა?

–მე ვხელძღვანელობ სლოგანით: „მოხსენი ტკივილი ისე, რომ მტკივნეულ ადგილას ხელი არ შეახო“. ასე რომ, პროცედურა უმტკივნეულოა.

–პროცედურის ჩატარება პროფილაქტიკის მიზნით თუ შეიძლება?

–აღნიშნულ პროცედურას არ იკეთებს მხილოდ ტკივილით შეწუხებული ადამიანი. ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი მათ, ვინც კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს, დღის განმავლობაში მძიმე სამუშაოს ასრულებს და ა. შ. ეს ყველას სჭირდება.

–არ გქონიათ სურვილი, რომ თქვენი გამოცდილება სხვებისთვისაც გაგეზიარებინათ?

–ეს, ჯერჯერობით, ჩემი განუხორციელებელი სურვილია, ძალიან მინდოდა მქონოდა საკუთარი კლინიკა, არაერთხელ მივმარეთე ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ...

ძალიან დიდი სურვილი მაქვს ასევე გავაკეთო სასწავლო ცენტრი და უპატრონო ბავშვებს შევასწავლო მკურნალობის ეს მეთოდი.

–მაინც მინდა გკითხოთ თქვენი მეთოდის შესახებ – როგორც მივხვდი, ეს არც მანუალური თერაპიაა (?)

–ერთხელ ჩინურ კლინიკაში ვიყავი მისული, ჩიონური მედიცინა ერთ–ერთი აღიარებული და პოპულარულია მსოფლიოში. ხერხემლის ძლიერი ტკივილის გამო პაციენტს მასაჟორზე ვერ აწვენდნენ. 10 წუთში ბავშვი გამოვიყვანე გაღიმებული და ტკივილების სრული იზოლაციით. თარჯიმანიც და ჩინელი სპეციალიტებიც გაოცებულები დარჩნენ და მეკითხებოდნენ, რა მეთოდიაო და მე ძალიან ამაყად ვუპასუხე, რომ ეს იყო „ქართული მეთოდი“ ...

– გამაყუჩებელს არასოდეს იღებთ... (?)

–რამდენიმე წლის წინათ ორი მანქანა ერთდროულად დამეჯახა. ვიგრძენი, როგორ დაიშალა ყველაფერი. ბოქვენის ძვალი გატეხილი, მენჯი – მოტეხილი... ისე ჩამომიყვანეს გამაყუჩებელი არ მიმიღია. ექიმების ვარაუდით, რამდენიმე თვე ვერ გავივლიდი. ჩემს თავს ვუმკურნალე, ხერხემალი თავად ჩავისვი და ერთი თვის თავზე უპრობლემოდ გავიარე.

–თქვენი პაციენტების ისტორიებიდან ყველაზე რთული შემთხვევა თუ გახსოვთ?

–22 წლის განმავლობაში ასეთი, რა თქმა უნდა , ბევრი იყო. მაგალითად: ვუმკურნალე ადამიანს, რომელიც 8 წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. 3 პროცედურაში მან სიარული შეძლო. მე შემიძლია დაგაკავშიროთ ამ პიროვნებას და თავად გიამბობთ ისტორიას, რომელიც დღესაც ბევრისთვის დაუჯერებლია. მახსენდება ასევე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც სტრესის შედეგად, წელს ქვემოთ მოწყდა. ჩემი პროცედურის შემდეგ, პაციენტი პალატიდან თავისი ფეხით გამოვიდა.

–უცხოეთიდან თუ გქონიათ შემოთავაზებები?

–კი, მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ წასვლა ვერ შევძელი... მე აქ მინდა ყოფნა, ცხოვრება, ამ ქვეყანაში მინდა...

PS: osteologia.webs.com. – ეს გიორგი ლომიძის მეგობრების მიერ შექმნილი გვერდია, სადაც პაციენტები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ.

ავტორი: ეთერ მონასელიძე

წყარო: ,,sazogadoeba.ge''

p.s. ამ სტატიამ საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ,,აინიუსი'' დაუკავშირდა ბატონ გიორგი ლომიძეს და სთხოვა ტელეფონის ნომრების გამოქვეყნების ნებართვა. დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ : 577 74 48 68; 574 777 888. გისურვებთ გამოჯანმრთელებას!

07/03/2026

🦴
ხერხემალი ჩვენი სხეულის საყრდენია 💪

თუმცა სხვადასხვა პრობლემები ყველას შეიძლება აწუხებდეს:

✅ სქოლიოზი – მხრის არათანაბარი სიმაღლე, ხერხემლის გვერდითი მრუდი.
✅ კიფოზი – ზურგის ზედა ნაწილში გამრუდება, „წინ წახრილი ამობურცული ზურგი“.
✅ ლორდოზი – გამრუდება წელის ნაწილში, ხშირად ორსულობის ან წონის მატების დროს.
✅ დისკოპათია / ხერხემლის დისკის პრობლემები – დისკის გამოფიტვა, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა.

🦵💢 ართრიტები/თიაქრები / შლატერები | დამჯდარი მალები/პრტყელტერფიანობა

💡 რა დაგეხმარებათ:

👨‍⚕️დროული კონსულტაცია ოსტეოლოგთან!

📍მხოლოდ დროული მკურნალობა და პროფილაქტიკა დაგიცავთ ტკივილისა და სერიოზული გართულებებისგან! 🩺

" შეზღუდვების მოხსნა ყოველთვის შესაძლებელია!“ ✨

მოკლე სატელეფონო კონსულტაციისთვის დაუკავშირდით ოსტეოლოგს ,ალტერნატიული მედიცინის სპეციალისტს გიორგი ლომიძეს 574 777 888
#პრაქტიკის 35 წელი #

22/02/2026

#დისპლაზია პატარა ასაკიდან #
#პრტყელი ტერფი #
#ტანდეგობის დარღვევა #
#რევმატიული ფონი #

📍 # შედეგად იწვევს რიგ დაავადებებს #

️ რომელიც გამოიხატება
🔸️მალების და ️სახსრების ჩაკეტვით
🔸️მოძრაობის შეზღუდვით
🔸️გამრუდებული ხერხემლით(სქოლიოზი),კიფოზით
🔸️გარდამავალი ტკივილით.
🔸️შინაგანი დისკომფორტით

☝🏻დროული დიაგნოსტირება

👨‍⚕️ მკურნალობის სწორი მეთოდის არჩევა

✅️ამცირებს გართულების რისკებს

ჯანმრთელობას გისურვებთ❤️❤️

22/02/2026

გრძნობთ, რომ გაღიზიანებული და ზედმეტად ნერვიული ხართ?

მოგვმართე ჩვენ!✅

ცენტრალური ნერვული სისტემის ფუძე არის ხერხემალი 😊
სტრესი, გაღიზიანება, დეპრესია, შფოთვა და სხვა მსგავსი ნიშნები - ძირითადად ნევროზის მაჩვენებელია ✅
კომპლექსური მკურნალობა სწორედ ასეთი პრობლემების მოსაშორებაში დაგეხმარებათ✅❤️
დაგვიკავშირდით 574-777-888

გააზიარეთ პოსტი და მოიწონეთ გვერდი 🙏❤️
გისურვებთ ჯანმრთელობას ❤️

Address

Tbilisi
0114

Telephone

+995574777888

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GiorgiLomidzekompleqsuri mkurnaloba posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share